პარლამენტი მთავრობის მიერ მომზადებულ 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს ღიად აკრიტიკებს და წარმოდგენილი საბიუჯეტო პარამეტრების შეცვლას მოითხოვს. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მოსახლეობის სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული საბიუჯეტო პროგრამების დაფინანსების გაზრდის საკითხს საკმაოდ მწვავედ აყენებს.
2009 წლის ბიუჯეტის პროექტი დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
პარლამენტს კარგად ესმის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობაც და ის ფინანსური კრიზისიც, რომელსაც მთელი მსოფლიო განიცდის, ” - განაცხადა სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა.
მელიქიშვილი მთავრობას ”ქამრების შემოჭერასა” და გაჭირვებულ ხალხზე ორიენტირებას ურჩევს და აცხადებს, რომ ”საბიუჯეტო პროექტში არ ჩანს, რომ მთავრობის მაღალჩინოსნები საბიუჯეტო შეზღუდვებს იზიარებენ”.
|