|
Главная » 2008 » ოქტომბერი » 01
ევროპული ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატების საერთო დონეზე, ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიული დანაწილების პრინციპი, რაც ხშირად უმაღლეს ლიგებში მოათამაშე კლუბების განვითარებაზეც ახდენს ზეგავლენას.
მაგალითად, ცნობილი ამბავია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატებში დომინანტური როლი დედაქალაქის კლუბებს ენიჭება და ჩემპიონის მედლები ხშირად სწორედ დედაქალაქის გუნდებს შორის თამაშდება ხოლმე. ამის მაგალითია: რუსეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და სხვა... ზოგიერთ ქვეყანაში მნიშვნელოვანია ე.წ. მეორე დედაქა;ლაქის ფაქტორი, რაც კონკრეტული ქალაქების ისტორიულ როლში და მნიშვნელობაში გამოიხატება, ეს კი ფეხბურთის განვითარებაზეც შესაბამის გავლენას ახდენს.
ისეთი ”მეორე დედაქალაქები” როგორებიცაა: პეტერბურგი, დონეცკი, კრაკოვი და მილანი, ქვეყანაში უპირველესი ქალაქის იმიჯის მოსაპოვებლად დღემდე იბრძვიან და მათთვის საკლუბო წარმატებები დედაქალაქებისათვის ერთგვარი ნიშნის მოგებაცაა.
სანამ ქართული გუნდები საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ჩაებმებოდნენ, საბჭოური ფეხბურთის მამების აშკარა და ხშირად ხელოვნური ჩარევებით ხდებოდა ისე, რომ თითქმის ყველა ქართულ ქალაქს საკუთარი საფეხბურთო გუნდი ჰყავდა და ამ კლუბების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი ადგილობრივი ხელისუფლება იყო.
ანუ, თბილისური კლუბების ჰეგემონობას (რაც ადრე თუ გვიან გარდაუვალიიქნებოდა) ყველანაირად ზღუდავდნენ და ამ ყველაფერმა მრავალ უარყოფითთან ერთად, კონკრეტული დადებითი შედეგებიც მოიტანა.
როგორც წესი, პატარა, პროვინციულ ქალაქებში საკუთარ კულუბებს განსაკუთრებული ჟინით
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 1111 |
თარიღი: 01.10.2008
| რეიტინგი: 5.0/1
| კომენტარი (0)
|
საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, 2008 წლის ბიუჯეტის განხილვისას, საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ხათუნა გოგორიშვილმა რუსული სამხედრო აგრესიის შედეგების აღმოსაფხვრელი ღონიძიებებისთვის, სახელმწიფო კანცელარიის მიერ გაღებული თანხის ოდენობა და კანცელარიის მეთაურის კახა ბენდუქიძის მიერ ომის პერიოდში გატარებული რეფორმები გააკრიტიკა.
სახელისუფლებო გუნდის მძიმე წონითი კატეგორიის ორი წევრის ღია დაპირისპირების შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა და ბუნებრივია, ამ ერთობ ჩვეულებრივ ინციდენტს არც დავუბრუნდებოდით, ”პრესა გე”-სთვის სანდო წყაროს სწორედ ამ დაპირისპირების შემდეგ განვითარებულ ბატალიებზე,რომ არ მოეწოდებინა ინფორმაცია.
წყაროს ინფორმაციით, კომიტეტის სხდომაზე სახელისუფლებო შტოს ორი წარმომადგენლის დაპირისპირების შემდეგ,რომელიც მასმედიის სხვადასხვა საშუალებებით ათასნაირად იქნა განხილული, სახელისუფლებო კულუარებში მითქმა-მოთქმის კიდევ ერთი კერა გაღვივდა. კულუარული ინფორმაციით, ომის შემდეგ მმართველ პარტიაში პოლიტიკური კრიზისი და ფარული გადაადგილებები დაიწყო და არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში ქართულ პოლიტიკურ რუქაზე ძველი სახეებით დაკომპლექტებული ახალი პოლიტიკური პარტია ვიხილოთ.
ამ და კიდევ სხვა საინტერესო ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად ამ პერიპეტიების მოქმედ პირებს - ხათუნა გოგორიშვილს და კახა ბენდუქიძეს დავუკავშირდით.
ხათუნა გოგორიშვილი: ”ჩემი ხედვის დაფიქსირებას, ბენდუქიძესა და გოგორიშვილს შორის არსებულ დაპირისპირებას ვერ დავარქმევდი. ნებისმიერი თანამდებობის პირი, რომელიც საჯარო სამსახურში არასწორ პოლიტიკას
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 879 |
თარიღი: 01.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
”დემოკრატიული განვითარების ფონდის” პრეზიდენტს ნინო ბურჯანაძეს ხელისუფლებასთან შეკითხვები აქვს. მან დღეს ფონდის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა ხუთ ნაწილად დაყოფილი 43 შეკითხვა, რომელიც აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველოს საზოგადოებას ხელისუფლებისადმი დაუგროვდა.
შეკითხვები ეხება აგვისტოს მოვლენებამდე არსებულ პერიოდსაც. ბურჯანაძეს აინტერესებს, თუ რატომ არ იქნა აცილებული საფრთხე და რატომ ჩაება საქართველო ღია დაპირისპირებაში რუსეთთან მაშინ, როდესაც 2008 წლის გაზაფხულიდან უკვე აშკარა ნიშნები ჩანდა იმისა, რომ რუსეთი საქართველოსთან საომრად ემზადებოდა.
შეკითხვების მეორე ნაწილში საუბარია საბრძოლო მოქმედებების დაწყებასთან და ამ გადაწყვეტილების მიღების სამართლიანობასთან დაკავშირებით. მესამე ნაწილში საუბარია უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების წარმოების პროცესზე და იქ დაშვებულ შეცდომებზე. მეოთხე ნაწილს ეწოდება ”უკან დახევა” და ამ საკითხზე გაჩენილი ყველა შეკითხვაა ჩამოთვლილი. მეხუთე ნაწილი არის ომის შემდგომი პერიოდი - დევნილთა მდგომარეობა და ”ის პიარ-აქციები, რომლითაც ხელისუფლება გაუმართლებლად ცდილობს ქვეყანაში გამარჯვების ილუზიის შექმნას”.
- ”ეს არის შეკითხვები, რომელიც ქართულ საზოგადოებას აქვს ხელისუფლებისადმი და როგორი მწარეც არ უნდა იყოს სიმართლე და როგორი მძიმეც არ უნდა იყოს პასუხები ამ შეკითხვებზე, მოსახლეობამ სიმართლე უნდა იცოდეს. კრიზისი სხვაგვარად ვერ დაიძლევა”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, ამ 43 შეკითხვით არ შემოიფარგლება ”დემოკრატიული განვითარების ფონდი” და მათ კიდევ აქვთ მრავალი შეკითხვა, თუმცა ამ შეკითხვებს შეგნებულად ა
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 845 |
თარიღი: 01.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან რუსი ოკუპანტების გასვლის სამზადისი შეინიშნება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” სოფელ პერევის მოსახლეობამ განუცხადა, ორი ერთეული მძიმე ტექნიკა და სამი სატვირთო ავტომანქანა ცოცხალ ძალასთან ერთად რაიონიდან გადის.
რუსი ე.წ მშვიდობისმყოფელები, სავარაუდოდ, ჯავის რაიონის არაკონტროლირებადი ტერიტორიისკენ დაიძნენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკანონო ბლოკ-პოსტი გაუქმებულია. ამ დრომდე ჯარისკაცები რჩებიან სოფელში. პარალელურად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. რუსი სამხედროები მოსახლეობასთან კონტაქტში არ შედიან.
საჩხერეში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჯერჯერობით არ ჩასულა.
წაკითხულია: 850 |
თარიღი: 01.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
”ქართულ დიპლომატიას დიდი სირთულეები ელის”, - ამის შესახებ განცხადება გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა. მისი ვრცელი ინტერვიუ დღეს გაზეთ ”24 საათშია” გამოქვეყნებული.
ალასანია მიიჩნევს, რომ შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით აუცილებელია მიმდინარე სიტუაციის ანალიზი და ზუსტი შეფასება.
- ”ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების ფარგლებში ოქტომბერში ჟენევაში დაგეგმილია მოლაპარაკებები, რომლისთვისაც აუცილებელია კომპეტენტურად მომზადება, გაეროსთან, ევროკავშირთან და ეუთოსთან, ასევე სხვა მხარეებთან აქტიური მუშაობის გატარება”, - აღნიშნა ალასანიამ.
მისი განცხადებით, ჯერ კიდევ აგვისტოში სიტუაციის მოსაგვარებლად არცერთმა მხარემ დიპლომატიური ბერკეტების პოტენციალი სრულად არ გამოიყენა.
- ”დიპლომატიას შეეძლო უფრო ეფექტურად ემუშავა. მაგრამ, რაც შეეხება მომხდარს - ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთი ხანგრძლივი დროის მანძილზე ემზადებოდა ამისთვის, რამდენიმე წლის განმავლობაში ქმნიდა სამხედრო ინფრასტრუქტურას ჩრდილოეთ კავკასიასა და კონფლიქტურ ზონებში. საქართველოს წინააღმდეგ ასევე განხორციელდა რიგი პროვოკაციები, რათა ქვეყანა კონფლიქტში ჩაეთრიათ. რთულია იმ გადაწყვეტილებების შეფასება, რომლებიც ივლისში იქნა მიღებული, როდესაც მე ნიუ-იორკში ვიყავი, თუმცა, სავარაუდოდ, არსებობდა კონფლიქტის მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობა, მეტი დრო და ენერგია, რომ დახარჯულიყო აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიაზე”, - აღნიშნა ალასანიამ.
იგი კონფლიქტების მოგვარებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შესაძლებელად მიიჩნ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 820 |
თარიღი: 01.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ოქტომბერში დაგეგმილ ევროსაბჭოს კონფერენციას, სადაც რუსულ-ქართული კონფლიქტი უნდა განიხილონ, საქართველოს პრეზიდნტი არ დაესწრება. სააკაშვილის აზრით, მოსკოვი კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში მზად არ იქნება სერიოზული მოლაპარაკებები აწარმოოს ამ საკითხთან დაკავშირებით.
Financial Times-თან ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჟენევის კონფერენციაზე, რომელიც 15 აგვისტოსაა დანიშნული, იკრიბებიან ჩინოვნიკები და არა პოლიტიკოსები. მანვე დაამატა, რომ ”ყოველგვარი დიპლომატიური აქტიურობა ამჟამად მხოლოდ გაზრდის რუსეთის აგრესიას”.
- ”ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროპასთან, მაგრამ ამჟამად ის განწყობა არაა, რაც სამშვიდობო კონფერენციისთვის მზადყოფნას ესაჭიროება,” - განაცხადა მან, ”სიტუაციის მზადება ნამდვილი სამშვიდობო კონფერენციისათვის რამდენიმე თვეში უნდა დავიწყოთ”.
სააკაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ”საერთაშორისო საზოგადოების” მიერ რუსეთის შემოჭრის აღიარებამდე საქართველო ცდილობს საერთაშორისო სასამართლოს იურიდიულ დასკვნას მიაღწიოს ამ საკითხთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.
- ”მოკლევადიან პერსპექტივაში, ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო გადარჩა და შეუძლია მნიშვნელოვანი დიპლომატიური და იურიდიული მხარდაჭერის მოპოვება”.
კითხვაზე, მოახდინა თუ არა სააკაშვილმა აგვისტოს ომის პროვოცირება, როცა ცეცხლი გახსნა მისი შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა: ”სხვა შემთხვევაში ჩვენ უბრძოლველად მოგვიხდებოდა ტერიტორიების დათმობა”.
სააკაშვილმა ასევე უარყო კონფლიქტის დროს ერთი ქართველი ოფიცრის ნათქვამი, რომ რუსი სამხედროებ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 860 |
თარიღი: 01.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
კახური რთველის მიწურულს რომ სიტუაცია დაიძაბებოდა, ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა. თუმცა, დაძაბული ვითარება რთველს სტარტიდანვე დაებედა და ფინიშის სწორზე პიკს უწია. ღვინის ქარხნები უკვე დაუფარვად აცხადებენ, რომ ყურძენს ვეღარ მიიღებენ, გლეხები აქეთ-იქეთ აწყდებიან. გამოსავალი, როგორც ყოველთვის, არ ჩანს.
ყველაზე დამაფიქრებელი ისაა, რომ დასავლეთ საქართველოში რთველი აწი იწყება. იმერეთსა და რაჭაში არცთუ ცუდი მოსავალია. კახური ”გამოცდილებიდან” გამომდინარე პრობლემები დასავლელ მევენეხეებსაც ექნებათ, თუმცა მათთვის ახლა არავის სცხელა.
მთავრობის მიერ საგანგებოდ ორგანიზებულ რთველს სიღნაღში პრობლემები ახლავს. ქიზიყელი მევენახე, ოთარ ვარდიაშვილი რადიო ”ჰერეთთან” საუბარში აცხადებს, რომ კუთვნილი საფერავი წნორის ღვინის ქარხანას 45 თეთრად ჩააბარა, თუმცა ფულს უკვე ორი კვირაა ვერ იღებს.
ვარდიაშვილის მსგავსად, კუთვნილ თანხას სიღნაღში მევენახეების უმეტესობა ელოდება. მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებსაც გასული წლის თანხებიც მისაღები აქვთ.
ვაჟა ღვედაშვილი, რომელიც წნორის ღვინის ქარხანასთან მეორე დღეა, ღამეს ათევს, ამბობს, რომ შარშან ჩაბარებული ყურძნის საფასური 2000 ლარი ჯერ კიდევ მისაღები აქვს.
- ”შარშანდელი ფული 2000 ლარი მისაღები მაქვს და წლევანდელიც. ყველაფერი მეორდება - იგივე ქარხანა იგივე პრობლემები, მხოლოდ ინვესტორია შეცვლილი”, - აღშფოთებას ვერ მალავს ვაჟა ღვედაშვილი.
ქარხანაში პასუხისმგებელი პირი ვინც მევენახეებს თანხის მიღების ზუსტ თარიღს ეტყვის, არავინაა. მათთან არც სატელეფონო კავშირი ხერხდება. ქარხნის რკინის კარი, რომელთანაც ქიზიყელი მევენახეები უკვე ორი კვირაა ფულს უ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 841 |
თარიღი: 01.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
"ქართულ დიპლომატიას დიდი სირთულეები ელის”, - ამის შესახებ განცხადება გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა. მისი ვრცელი ინტერვიუ დღეს გაზეთ ”24 საათშია” გამოქვეყნებული.
ალასანია მიიჩნევს, რომ შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით აუცილებელია მიმდინარე სიტუაციის ანალიზი და ზუსტი შეფასება.
- ”ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების ფარგლებში ოქტომბერში ჟენევაში დაგეგმილია მოლაპარაკებები, რომლისთვისაც აუცილებელია კომპეტენტურად მომზადება, გაეროსთან, ევროკავშირთან და ეუთოსთან, ასევე სხვა მხარეებთან აქტიური მუშაობის გატარება”, - აღნიშნა ალასანიამ.
მისი განცხადებით, ჯერ კიდევ აგვისტოში სიტუაციის მოსაგვარებლად არცერთმა მხარემ დიპლომატიური ბერკეტების პოტენციალი სრულად არ გამოიყენა.
- ”დიპლომატიას შეეძლო უფრო ეფექტურად ემუშავა. მაგრამ, რაც შეეხება მომხდარს - ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთი ხანგრძლივი დროის მანძილზე ემზადებოდა ამისთვის, რამდენიმე წლის განმავლობაში ქმნიდა სამხედრო ინფრასტრუქტურას ჩრდილოეთ კავკასიასა და კონფლიქტურ ზონებში. საქართველოს წინააღმდეგ ასევე განხორციელდა რიგი პროვოკაციები, რათა ქვეყანა კონფლიქტში ჩაეთრიათ. რთულია იმ გადაწყვეტილებების შეფასება, რომლებიც ივლისში იქნა მიღებული, როდესაც მე ნიუ-იორკში ვიყავი, თუმცა, სავარაუდოდ, არსებობდა კონფლიქტის მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობა, მეტი დრო და ენერგია, რომ დახარჯულიყო აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიაზე”, - აღნიშნა ალასანიამ.
იგი კონფლიქტების მოგვარებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შესაძლებელად მიიჩნ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 805 |
თარიღი: 01.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ევროკავშირის დამკვირვებელთა მისია დღეს კარალეთის უკანონო ბლოკ-საგუშაგოზე მხოლოდ ერთ საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ გაატარეს. საგუშაგოს ე.წ. ხელმძღვანელი ვიტალი მანუშკი აცხადებდა, რომ არ არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმებული შესაბამისი ხასიათის მემორანდუმი, რომელიც ბლოკ-საგუშაგოების გადაცემას ითვალისწინებს. მისივე თქმით, მას არც დამკვირვებელთა ”უსაფრთხოების ზონაში” შეშვების ბრძანება მიუღია.
მოგვიანებით, კარალეთის უკანონო ბლოკ-საგუშაგოზე გენერალ კულახმეტოვის წარმომადგენელი მივიდა, რომლის ნებართვის შემდეგაც, ვროკავშირის დამკვირვებლები კარალეთში შევიდნენ.
ახალგორის რაიონში მისიის წვერები ჯერჯერობით მხოლოდ მუხრანასა და ოძისში პატრულირებენ. დამკვირვებლები ადგილობრივ მოსახლეობას და სამართალდამცავებს გაესაუბრნენ და პირადად მათგან შეიტყვეს, რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ. მისიის წევრები ადგილობრივ მოსახლეობას დაპირდნენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რათა მალე დაუბრუნდეთ ცხოვრების მშვიდობიანი რიტმი. მუხრანასა და ოძისში სულ 4 ჯგუფი მუშაობს. თითო ჯგუფში 8-10 უიარაღო დამკვირვებელია.
დამკვირვებელთა მისია დღეს ზნაურის რაიონშიც გაემგზავრა. ზნაურის რაიონში ევროკავშირის დამკვირვებლები ქარელის რაიონიდან შევიდნენ. ცნობილია, რომ მათ დღეს სოფლები – ავნევი, ატოცი და ქვედა ავნევი უნდა დაათვალიერონ. ზნაურის რაიონის შესასვლელთან განლაგებული რუსი ოკუპანტები აცხადებენ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მხოლოდ ქვემო ოქონამდე შევა. მათივე თქმით, მათ მხოლოდ 12 კილომეტრიან ზონაში პატრულირების უფლება აქვთ, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ქვენატკოცასა და ქვე
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 803 |
თარიღი: 01.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
დანგრეული და გადამწვარი სახლები. ტანკების მუხლუხებისგან გადათხრილი და გუბეებჩამდგარი გზები. მოოხრებული ბაღ-ვენახები. გაუკაცრიელებული ეზოები... დაახლოებით, ასეთია დღეს, ერთ დროს, ლამაზი და მოსავლიანი ლიახვისა და ფრონის ხეობები.
სამაჩაბლოში ახლა მხოლოდ სიკვდილის შიშის დამძლევი მოხუცები არიან დარჩენილები, რომლებიც დანგრევას სასწაულით გადარჩენილ სახლებში იმალებიან. როგორც ადგილობრივები ამბობენ, გმირი მოხუცები სოფლების დატოვებას მაინც არ აპირებენ.
ამჟამად, ორივე ლიახვისა და ფრონის ხეობებში შვიდი რუსული საგუშაგოა გახსნილი. ამ საგუშაგოებზე მდგარი რუსი ოკუპანტები ადგილობრივებს არწმუნებენ, რომ სწორედ მათ უსაფრთხოებას იცავენ, თუმცა - ვისგან, ამ კითხვაზე პასუხი მათ არა აქვთ.
დასავლეთ ფრონის ხეობის სოფლებიდან ქართული მოსახლეობა, ფაქტობრივად, არ გამოსულა. ადგილობრივები რუსეთის მიერ დათქმულ ვადამდე – 10 ოქტომბრამდე დღეებს ითვლიან. მათ იმედი აქვთ, რომ საკუთარ სოფლებში მშვიდად ცხოვრებისა და გადაადგილების საშუალება მიეცემათ. ფრონის ხეობაში მყოფი რუსი ჯარისკაცები, თავიდან, შედარებით მშვიდად იქცეოდნენ და ხალხს იშვიათად აწუხებდნენ. როგორც ფრონის ხეობელებმა ”ვერსიას” აცნობეს, ბოლო დროს, რუსებს საკვები შემოელიათ, ან შეიძლება, სამხედრო ”პაიოკი” მოსწყინდათ და საქონლის მოპარვას მიჰყვეს ხელი.
თამარ ბეროშვილი, ფრონის ხეობის მკვიდრი: ”დღე ისე არ გავა, ქართულ სოფლებში საქონელი არ დაიკარგოს. იმის გამო, რომ მინდვრებში რუსული ნაღმებია, ზოგ სოფელს ნახირი აღარ დაუდის და ყველა თავის საქონელს მწყემსავს. საკმარისია, ცოტა ხნით ყურადღება მოადუნო, რომ ხან ცხვარი იკარგება და ხან ძროხ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 1087 |
თარიღი: 01.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
გერმანულმა სარკინიგზო კომპანია "Deutsche Bahn AG”-მა ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაზარალებულთა დასახმარებლად 100 ათასი ევრო გადარიცხა.
გადაწყვეტილება ამის შესახებ კომპანიის მმართველობის თავმჯდომარემ ჰარმუდ მედორნმა რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელთან ვლადიმერ იაკუნინთან და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან ედუარდ კოკოიტთან გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო, - იუწყება "რია-ნოვოსტი".
ედუარდ კოკოითმა აღნიშნა, რომ თანხის ნაწილი ცხინვალში ეკლესიის მშენებლობას, ხოლო ნაწილი – დაღუოულთა ოჯახებისთვის დახმარებას მოხმარდება.
წაკითხულია: 912 |
თარიღი: 01.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
დღეიდან საქართველოს ტერიტორიებზე ევროკავშირის დამკვირვებლები განლაგდებიან.
ქართველი მოსახლეობის მშვიდობაზე ევროპელები იზრუნებენ. დღეიდან რუსეთის აგრესიის თავიდან არიდებას 22 ქვეყნის 200-მდე დამკვირვებელი შეეცდება.
მისიის ხელმძღვანელია ჰანს იორგ ჰაბერი. პატრულირების განსახორციელებლად პირველი ჯგუფი უკვე გაემგზავრა გორში. მომდევნო კი ზუგდიდი იქნება.
ევროკავშირის დამკვირვებლებმა მუშაობა დღეს დაიწყეს და 10 დღის ვადაში მათი განლაგება უსაფრთხოების ზონებში უნდა დამთავრდეს. დამკვირვებლები კონფლიქტის ზონებს გარეთ განთავსდებიან.
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 827 |
თარიღი: 01.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რვა ორის წინააღმდეგ. სტრასბურგში ქართულ-რუსული კონფლიქტის შესახებ დებატები გაიმართა.
ვინ შევიდა პირველი ცხინვალში და ვინაა რეალურად დამნაშავე ეთნიკურ წმენდაში ამის გარკვევას ევროსაბჭო ცდილობს.
ევროსაბჭომ მხარეებს მოუსმინა. ქართულ ინტერესებს გიორგი გაბაშვილი და ჩიორა თაქთაქიშვილი იცავდნენ. რუსულ მხარეს კი დუმის რვა დეპუტატი წარმოადგენდა. აგვისტოს მოვლენების სხვადასხვა ხედვა და ერთამანეთის დაადანაშაულება აგრესორობაში მთელ დღეს გაგრძელდა.
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 843 |
თარიღი: 01.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოში გრძელდება ნატო-ს დელეგაციის ვიზიტი.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლები დღეს საქართველოს საკონსტიტუციო ორგანოს სტუმრობენ. პარლამენტში ”მრგვალი მაგიდა” იმართება. მონაწილოებას ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები, გაერო-ს , ევროკავშირისა და ეუთო-ს წარმომადგენლები მიიღებენ.
აღნიშნული დისკუსიის შემდეგ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ოპოზიციასა და არასამათვარობო ორგანიზაციებსაც შეხვდებიან.
ნატო-ს დელეგაციამ უკვე გამართა შეხვედრები დეპუტატებთან და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. მოლაპარაკებები
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 833 |
თარიღი: 01.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
წაკითხულია: 832 |
თარიღი: 01.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას არ მიიღებს ჟენევის კონფერენციაში.
(შეგახსენებთ, აღნიშნული შეხვედრა 15 ოქტომბერსაა დაგეგმილი . ევროკავშირის კონფლერენციაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და აგვისტოს მოვლენები უნდა განიხილონ. )
ამ გადაწყვეტილების შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ბრიტანელ ჟურნალისტებს განუცხადა.
ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ”ჟენევის კონფერენციაში მონაწილეობას პოლიტიკოსები კი არ, ჩინოვნიკები მიიღებენ. ასეთ მომენტში
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 1057 |
თარიღი: 01.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ბუნდესტაგის დელეგაცია, რომელიც თბილისში იმყოფება, სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოში ბოლო პერიოდში განვითრებული მოვლენები და რუსული აგრესიის შედეგები განიხილეს.
გერმანიის ბუნდესტაგის წევრები აცხადებენ, რომ მათი ქვეყანა აქტიურად დაეხმარება საქართველოს დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტის საქმეში.
ასევე განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობა, საქართველოსთვის ნატოს სამოქმედო გეგმის მიღების პერსპექტივები და ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის მუშაობის საკითხი.
თემურ იაკობაშვილი ამბობს, რომ რუსეთი ე.წ. ბუფერულ ზონებში პროვოკაციების მოწყობას გეგმავს.
წაკითხულია: 801 |
თარიღი: 01.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
"ლეიბორისტების" ლიდერი შალვა ნათელაშვილი, საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის მიღწეულ შეთანხმებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც გოდერძის უღელტეხილზე უნდა აიგოს ბათუმიდან სომხეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალი.
"ლებორისტების" ლიდერი აცხადებს, რომ ამით ხელი შეეწყობა ახალი სეპარატიზმის ჩამოყალიბებას, მისივე თქმით ახლი გზა როკის გვირაბის ანალოგი გახდება.
წაკითხულია: 823 |
თარიღი: 01.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
შინაგან საქმეთა სამინისტრო “ადამიანის უფლებათა ცენტრს” რუსულ-ქართული კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი მასალების დაუყოვნებლივ მიწოდებას სთხოვს.
როგორც “პირველს” შინაგან საქმეთა მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა, დაზარალებულთა დაბინავებისა და მათთვის გამოყოფილი დახმარების მიზნობრიობის კონტროლი პრეზიდენტმა უშუალოდ შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს დაავალა, ამ თანხების არამიზნობრივი ხარჯვა სისხლის სამართლის დანაშაულია და სამინისტრო მზად, არის ფაქტობრივი მასალის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს, თუმცა ჯერჯერობით მსგავსი მასალები არ მიუღია.
თავის მხრივ, “ადამიანის უფლებათა ცენტრი”, რომელმაც კონფლიქტის ზონიდან დევნილი მოსახლეობის დახმარების პროგრამის მონიტორინგი განახორციელა, აცხადებს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის მიერ ბიზნესმენებისათვის და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებში მომუშავე თანამშრომლებისათვის გამორთმეული ათიათასობით ლარი არამიზნობრივად არის დახარჯული, თანხის დიდი ნაწილის ხარჯვის შესახებ კი ინფორმაცია ამ დრომდე ხელმიუწვდომელია.
როგორც “პირველს” ცენტრში განუცხადეს, მონიტორინგი რამდენიმე დღეში დასრულდება და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი მასალები დაუყოვნებლივ წარედგინება.
წაკითხულია: 840 |
თარიღი: 01.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოში დემოკრატიული პროცესები იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ხავიერ სოლანამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის კომისართან შეხვედრას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის მისიის განლაგებაზეც ისაუბრეს.
''მადლობელი ვართ ევროპელი კოლეგების იმისათვის, რომ განალაგებენ ევროკავშირის მისიას, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს მისია განლაგდეს არა ე.წ. ბუფერულ ზონებში, არამედ უშუალოდ კონფლიქტურ ტერიტორიებზე,'' - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ.
ხავიერ სოლანასთან ოპოზიციის შეხვედრას არ დასწრებია ''საქართველოს გზის'' ლიდერი. სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წარმომადგენელს ცალკე ესაუბრა. ზურაბიშვილის განცხადებით, იგი ხელისუფლების სატელიტურ ოპოზიციასთან ერთად შეხვედრებს აღარ დაესწრება.
წაკითხულია: 827 |
თარიღი: 01.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ევროსაბჭოს შტაბბინასთან უცხოეთში მცხოვრები ქართველების აქციას სტრასბურგში მყოფი ქართული დელეგაციის წევრებიც შეუერთდნენ. თანამემამულეები საქართველოში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვისა და ტერიტორიების ოკუპაციისათვის რუსეთის დასჯას მოითხოვენ.
პარალელურად, უკვე ცნობილი გახდა რეზოლუციის პროექტის დეტალები, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხვალისათვის უნდა ეყაროს კენჭი. დოკუმენტში მითითებულია, რომ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებით რუსეთმა გადაწყვეტილება უნდა შეცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ევროსაბჭოში უფლებამოსილება შეუჩერდება და ხმის უფლება ჩამოერთმევა.
წაკითხულია: 846 |
თარიღი: 01.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
დიმიტრი მედვედევმა დღეს კრემლში ის რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები დააჯილდოვა, რომლებიც ქართული ტერიტორიების დაბომბვაში მონაწილეობდნენ. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო პირებს მედლები სიმამაცისა და გმირობისთვის გადასცა. დაჯილდოებულებს შორის 2 მედდაა.
ცერემონიაზე დიმიტრი მედვედევმა სამხედრო რიტორიკა არ დაივიწყა და კიდევ ერთხელ დაიმუქრა. მან განაცხადა, რომ რუსეთმა სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც ღირსეული მკაცრი პასუხი გასცა აგრესორს და ანალოგიურად მოიქცევა მომავალში, თუ ამის საჭიროება შეიქმნება. „ჩვენ ვეხმარებოდით და დავეხმარებით ოს ხალხს აღმშენებლობაში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ორ ახალ დემოკრატიულ ქვეყანაში - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სტაბილურობა დამყარდეს, ეს ჩვენი მოვალეობაა,“- განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.
წაკითხულია: 838 |
თარიღი: 01.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
|
|
|
|