|
Главная » 2008 » ოქტომბერი » 15
დღეს შვეიცარიის დედაქალაქში საქართველოსთან დაკავშირებული შეხვედრები იწყება. დღევანდელ კონფერენციაზე მსოფლიო თანამეგობრობა რუსეთ-საქართველოს დაპირისპირების თემას კიდევ ერთხელ განიხილავს და რუსეთის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხარისხს შეაფასებს.
ჟენევაში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები გიგა ბოკერია და გრიგოლ ვაშაძე წარადგენენ.
ქართულ დელეგაციაში, ასევე, შედიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ლეგიტიმური სტრუქტურების ხელმძღვანელები. კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკას მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აქიშბაია, თავმჯდომარის მრჩეველი ლევან გერაძე, სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი და ერედვის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი გონერი კაპანაძე.
ჟენევაში საქართველოში არსებულ ვითარებას ქართულ და რუსულ მხარეებთან ერთად, აშშ-ის, გაერო-ს, ევროკავშირისა და ეუთო-ს წარმომადგენლები განიხილავენ. შეხვედრაში გაერო-ს გენერალური მდივანი ბენ კი მუნიც მიიღებს მონაწილეობას.
ქართული მხარის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესს არ დასწრებოდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, მიზანი მიღწეული ვერ იქნა. მართალია რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, თუმცა დე-ფაქტო ლიდერები დღეავანდელ შეხვედრას მაინც დაესწრებიან.
რუსულმა მხარემ საკუთარ შემადგენლობაში სოხუმისა და ცხინვალის დელეგაციებიც ჩართო, რომლებს
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 811 |
თარიღი: 15.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს. სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა კანონმდებლებს პრემიერ-მინისტრის პოსტზე კონტრაბანდისტის და მსჯავრდებულის, ასლანბეკ ბულაცევის კანდიდატურა წარუდგინა.
ამავე ცნობით, ბულაცევს ამჟამად ჩრდილოეთ ოსეთში საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია. იგი ამ პოსტზე 2006 წელს დაინიშნა. მანამდე კი მას ჩრდილოეთ ოსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა, იმავდროულად, ის პრეზიდენტ თეიმურაზ მამსუროვის დეიდაშვილია. მის კანდიდატურას სეპარატისტული პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს.
ასლანბეკ ბულანცევი ქრთამის აღების ბრალდებით 2006 წელს დააკავეს, თუმცა ჩრდილეთ ოსეთის პრეზიდენტის ნათესაობის გამო პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ბულანცევი მას შემდეგ რუსეთიდან საქართველოში კონტრაბანდის შემოტანით იყო დაკავებული.
კოკოითის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამსუროვის გარემოცვაში მეტსახელ “საქონელითაა” ცნობილი.
კოკოითმა მთავრობა ყოფილი პრემიერის იური მოროზოვის ხელმძღვანელობით აგვისტოს მოვლენების შემდეგ, 18 აგვისტოს დაითხოვა. მას შემდეგ რუსეთის მოქალაქის იური მოროზოვის ნაცვლად, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე ბორის ჩოჩიევი ასრულებს.
წაკითხულია: 827 |
თარიღი: 15.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის სეპარატისტული ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრით სერგეი შამბათი ჩანაცვლებას არ ელის.
როგორც ზაქარეიშვილმა განაცხადა, ”ბაღაფში წარმატებული ფიგურაა, რის გამოც გავრცელებული ხმები შამბათი მისი შეცვლის შესახებ არარეალურია”.
”სერგეი ბაღაფში მთელ აფხაზეთში წარმატებული ფიგურაა. მისით ყველა აღფრთოვანებულია. ბაღაფში ყველა მითითებას ზედმიწევნითასრულებს, შესაბამისად, არარეალურად მიმაჩნია, რუსეთს მისი ჩანაცვლება სხვა პიროვნებით სურდეს”, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის დე ფაქტო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლით ჩანაცვლებას გეგმავს.
წაკითხულია: 819 |
თარიღი: 15.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ქართული მხარის მიერ ჟენევის საერთაშორისო კონფერენციის დატოვების ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ ”აფხაზური და ოსური მხარეების თანამონაწილეობის გარეშე არცერთი შეხვედრა არ გაიმართება”.
ამის შესახებ შამბამ ჟურნალისტებს 4 საათიანი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განუცხადა.
უნდა აღინიშნოს, რომ წინასწარი შეთანხმების თანახმად, არც ერთ მხარეს დათქმულ დრომდე – 18:00 სთ-მდე კომენტარების გაკეთების უფლება არ ჰქონდა, შესაბამისად, შამბამ ამ განცხადებით შეთანხმება დაარღვია.
ჟენევის საერთაშორისო კონფერენცია ქართული მხარის მონაწილეობის გარეშე დასრულდა. ქართულმა დელეგაციამ მოლაპარაკებები პროტესტის ნიშნად აფხაზური და ოსური მხარეების წარმომადგენლების გამოჩენისთანავე დატოვა.
ჟენევაში საერთაშორისო კონფერენცია დღეს თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო. რუსული მხარის დახმარებით ჟენევის მოლაპარაკებებს ოსური და აფხაზური მხარის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
წაკითხულია: 845 |
თარიღი: 15.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
არასაპარლამენო ოპოზიციის ლიდერები დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ მედიის თავისუფლების შესახებ საერთო განცხადება გააცნეს.
როგორც ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, საუბარია განცხადებაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ "საზოგადოებრივი მაუწყებლელთან" გამართულ პრესკონფერენციაზეც წაიკითხეს. "შემდეგ შეხვედრაზე უკვე იმ სამოქმედო კონკრეტულ სქემებს წარვადგენთ, რომლებითაც "საზოგადოებრივი მაუწყებლის", აგრეთვე, სხვა ტელეკომპანიების ეთერი და საინფორმაცო გადაცემების მონიტორინგი უნდა განხორცილედეს.
არასაპარლამეტიო ოპოზიცია მედიის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით ერთიან პოზიციას აფიქსირებს და ტელეკომპანიებზე ცენზურის გაუქმებას ითხოვს.
წაკითხულია: 856 |
თარიღი: 15.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტისას ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ხავიერ სოლანას და ეუთო-ს საგარეო ურთიერთობათა კომისრის მოადგილეს ენევო ლამნადაბუროს შეხვდა.
შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ დიპლომატებთან ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და ომის კრიზისზე ისაუბრა.
„კრიზისის შემდგომ ხალხს უნდა მიეცეს საშუალება გამოხატოს თავსი ნება, უჭერს თუ არა ხელისუფლება მხარს, ამისათვის კი საჭიროა არჩევნების ჩატარება, რომელსაც არა მხოლოდ დააკვირდებიან ევროპული ინსტიტუტები, არამედ თვითონ იქნებიან მისი ორგანიზატორები. მათ უნდა იმუშაონ საქართველოში თავისუფალი მედიის გასაძლიერებლად. კარგი იქნებოდა ახლად ოკუპირებული ტერიტორიები ჟენევის კონფერენცია ცალკე განხილულიყო. რაც შეეხება დონორთა კონფერენციას თანხების განაწილება გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს. მის გაკონტროლებაში უშუალოდ ევროპულმა ინსტიტუტებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა, რომ დევნილებამდე მივიდეს კუთვნილი თანხა“, _ განაცხადა ბრიუსელში ყოფნისას სალომე ზურაბიშვილმა.
წაკითხულია: 830 |
თარიღი: 15.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ტრადიციონალისტთა კავშირის” ლიდერი აკაკი ასათიანი ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებისგან კონკრეტულ შედეგს ელის.
როგორც ასათიანმა განაცხადა, შეხვედრის პირველადი შედეგი შესაძლოა, ახალგორს შეეხებოდეს.
”ვფიქრობ, ევროკავშირის ზეწოლის შედაგად რუსეთი ახალგორს დათმობს”, - განაცხადა აკაკი ასათიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკითხთან დაკავშირებით დღეს ჟენევაში საერთაშორისო დისკუსია იმართება. ჟენევაში ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს. ქართული მხარის ინტერესებს მასთან ერთად, აფხაზეთის ხელისუფლების თავმჯდომარე მალხაზ აკიშბაია, მისი მთავარი მრჩეველი ლევან გერაძე, აფხაზეთიდან პოლიტიკური დევნილი ლორიკ მარშანია და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კიდევ ერთი მოდგილე გრიგოლ ვაშაძე იცავენ.
წაკითხულია: 823 |
თარიღი: 15.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საზოგადოებისთვის ცნობილმა სხვადასხვა პროფილის ექსპერტებმა დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი დააფუძნეს.
კლუბის პირველ პრეზიდენტად ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში სოსო ცისკარიშვილი აირჩიეს.
როგორც სასტუმრო "ამბასადორში" გამართულ პრესკონფერენციაზე სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა, კლუბი საჯარო მოსმენებს გამართავს ქვეყნის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე.
მისივე თქმით, პირველი ასეთი მოსმენა ეკონომიკურ თემაზე 17 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი; მეორე მოსმენა 24 ოქტომბერს სამხედრო თემაზე, 31 ოქტომბერს კი ჰუმანიტარულ კატასტროფაზე გაიმართება.
როგორც ექსპერტებმა განაცხადეს, იმსჯელებენ სხვადასხვა სფეროებში შექმნილ პრობლემებზე, შეიმუშავებენ გარკვეულ რეკომენდაციებს.
სოსო ცისკარიშვილმა აღნიშნა, რომ, შესაძლოა, კლუბი საერთაშორისოც გახდეს და მასში საერთაშორისო ექსპერტები გაწევრიანდნენ.
კლუბის წევრთა ნაწილი დღეს პრესკონფერენციას ესწრებოდნენ. ესენი არიან: ზურაბ აბაშიძე, არჩილ გეგეშიძე, სოსო ცისკარიშვილი, მამუკა არეშიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, ლადო პაპავა, ლაშა ტუღუში, ირაკლი სესიაშვილი, თამარ ჩიქოვანი, შალვა ფიჩხაძე.
წაკითხულია: 916 |
თარიღი: 15.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
დღეს ჟენევაში კონფერენცია დაიწყება.
დისკუსია რუსეთ-საქართველოს თემას შეეხება.
აშშ-ის, გაერო-ს, ევროკავშირისა და ეუთო-ს წარმომადგენლები აგვისტოს მოვლენებს განიხილავენ. შეხვედრაში გაერო-ს გენერალური მდივანი პან კი მუნიც მიიღებს მონაწილეობას.
კონფერენციაზე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები გიგა ბოკერია და გრიგოლ ვაშაძე წარმოადგენენ. საქართველოს მხრიდან ასევე წარმოდგენილი იქნებიან აფხაზეთისა და ცხინვალის ყოფილი ავტონომიური ოლქის ლეგიტიმური სტრუქტურების ხელმძღვანელები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკას მთავ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 886 |
თარიღი: 15.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
წაკითხულია: 855 |
თარიღი: 15.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ხვალ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენალური სხდომა გაიმართება. დეპუტატები მესამე მოსმენით განიხილავენ კანონპროექტს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. უმაღლესი საკანონმდებდლო ორგანო ასევე იმსჯელებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საგანგებო რეჟიმის გაგრძელებაზე, ან ნაწილობრივ შეზღუდვებზე.
როგორც 13 ოქტომბერს გამართულ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, ჯერჯერობით არ არსებობს იმის თქმის საფუძველი, რომ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის ვალდებულებას ბოლომდე შეასრულებს.
წაკითხულია: 827 |
თარიღი: 15.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
გუშინ ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში რამდენიმე საათით განგაში ატყდა. საელჩო პარალიზებული იყო, რადგან შენობაში კონვერტი მიიტანეს წარწერით “საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი”, რომელშიც თეთრი ფერის ფხვნილი აღმოაჩინეს.
საელჩოს წარმომადგენლებმა აშშ-ის ფედერალური ბიუროს ექსპერტები გამოიძახეს. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ნივთიერება სარეცხის უვნებელი ფხვნილი იყო.
ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა განგაში შეწყვიტეს და საელჩოს თანამშრომლები ისევ შენობაში შეუშვეს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმანვლობაში კონვერტები “თეთრი ფხვნილით” არაერთხელ მიუვიდათ საელჩოებს, ცნობილ პოლიტიკოსებსა თუ სპორტსმენებს. თითქმის ყველა შემთხვევაში, ფხვნილი უვნებელი აღმოჩნდა და წერილები მხოლოდ დაშინების მიზანს ემსახურებოდა.
პანიკა “თეთრი ფხვნილის” გამო 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ დაიწყო, როდესაც ამერიკის რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულებაში გაგზავნილ კონვერტებში საშიში ფხვნილი აღმოაჩინეს, რომელიც “ციმბირული წყლულის” ბაცილებს შეიცავდა.
წაკითხულია: 942 |
თარიღი: 15.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
წაკითხულია: 826 |
თარიღი: 15.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
3 ნოემბრის არჩევნები აქტიურ ფაზაში შედის. დღეს „ქრისტიან–დემოკრატები“ ბათუმში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავენ, ქობულეთში კი მაჟორიტარობის კანდიდატ ნიაზ ზოიძეს ამომრჩევლებს წარუდგენენ.
დღესვე პოლიტიკური მოძრაობა „ქართული დასი“ ვაკის რაიონში კახა ქორიძეს ოფიციალურად წარადგენს, რის შემდეგაც პარტიის წევრები ბათუმში გაემგზავრებიან და საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას მოაწყობენ.
წაკითხულია: 822 |
თარიღი: 15.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
|
|
|
|