ტრადიციონალისტთა კავშირის” ლიდერი აკაკი ასათიანი ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებისგან კონკრეტულ შედეგს ელის.
როგორც ასათიანმა განაცხადა, შეხვედრის პირველადი შედეგი შესაძლოა, ახალგორს შეეხებოდეს.
”ვფიქრობ, ევროკავშირის ზეწოლის შედაგად რუსეთი ახალგორს დათმობს”, - განაცხადა აკაკი ასათიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკითხთან დაკავშირებით დღეს ჟენევაში საერთაშორისო დისკუსია იმართება. ჟენევაში ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს. ქართული მხარის ინტერესებს მასთან ერთად, აფხაზეთის ხელისუფლების თავმჯდომარე მალხაზ აკიშბაია, მისი მთავარი მრჩეველი ლევან გერაძე, აფხაზეთიდან პოლიტიკური დევნილი ლორიკ მარშანია და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კიდევ ერთი მოდგილე გრიგოლ ვაშაძე იცავენ.
|