პარასკები, 04.10.2024, 23:23
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » ოქტომბერი » 10
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა საქართველოს ტერიტორიიდან რუსული შენაერთების გასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ “მე ვიცი, რომ რუსებმა განაცხადეს, რომ ეს პროცესი მალე დასრულდება... იმედს ვიტოვებ ხვალ როდესაც იქნება კუშნერის ბრიფინგი მას შესაძლებლობა ექნება უფრო დაზუსტებული ინფორმაცია მოგაწოდოთ გასვლასთან დაკავშირებით. მაგრამ გასვლა პოზიტიურად მიმდინარეობს”.

“მე ვიცი, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კუშნერი ახლა თბილისშია... ჩვენ გვექნება კონსულტაციები საფრანგეთის მთავრობასთან, რომელიც არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, როგორ აფასებენ ისინი რა გაიგეს მოლაპარაკებებზე და ასევე შევაჯერებთ ჩვენს ინფორმაციას მათ ინფორმაციასთან”, დასძინა მან.

წაკითხულია: 839 | თარიღი: 10.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ტელეკომპანია “მაესტროს” პრობლემა დღეს საკითხის დასმიდან ოთხ საათში გადაწყდა.

“მაესტროსთვის” პოლიტიკური გადაცემების მომზადების უფლების საკითხი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დასვა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს პრობლემაში პირადად ჩართვა სთხოვა. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე გიორგი არველაძე პარლამენტში დღესვე დაიბარეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განუცხადა, რადგან საკითხი ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიის განვითარებას უკავშირდება, ხელისუფლება შეეცადა, კომპრომისული გადაწყვეტილება გამოძებნილიყო, რისი რესურსის არსებობს.

მისივე თქმით, კონსულტაციების შედეგად გამოიძებნა გზა, რომელიც საშუალებას მისცემს ტელეკომპანიას, უახლოეს მომავალში განაახლოს პოლიტიკური ბლოკი.

ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკოსები გააგრძელებენ კონსულტაციებს, როგორც “მაესტროს” ხელმძღვანელობასთან, ისე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან და საბოლოო გადაწყვეტილებაც უახლოს დღეებში შედგება.

ბაქრაძის განმარტებით, კანონის მიხედვით, ახალი ლიცენზიის მიღება შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია ლიცენზიის მოდიფიცირება.

წაკითხულია: 869 | თარიღი: 10.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვიან ღამით დაეშვა. ბერნარ კუშნერი თბილისში რიგიდან ჩამოფრინდა.

აგვისტოს მოვლენების შემდეგ ეს ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მესამე ვიზიტია საქართველოში. კუშნერის ვიზიტის მიზანია პირადად ადგილზე გაეცნოს ვითარებას, თუ როგორ მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება და საქართველოდან საოკუპაციო ჯარების გასვლის პროცესი.

ბერნარ კუშნერს აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძე და საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე დახვდნენ.

გვიანი ღამის მიუხედავად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველი შეხვედრა ქართველ კოლეგა ეკა ტყეშელაშვიალთან და სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილთან გამართა.

შეხვედრაზე კუშნერმა დეტალური ინფორმაცია მოისმინა საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გასვლის პირველი ეტაპის შესახებ. ასევე ისაუბრეს მის დღევანდელ ვიზიტზე კონფლიქტის ზონაში და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დეტალებზე.

საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს დღეს გორში ელოდებიან. ბერნარ კუშნერი ადგილზე დაათვალიერებს იმ ტერიტორიებს, საიდანაც საოკუპაციო ჯარები გავიდნენ. ის ასევე შეხვდება ევროკავშირის დამკვირვებლებს და მონიტორინგის შესახებ მათგან პირველ ანგარიშს მოისმენს.

რუსეთის მხრიდან შეთანხმების დარღვევა ახალგორში ერედვსა და საჩხერის რაიონში, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახდება ჟენევის სამ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 791 | თარიღი: 10.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

პარლამენტი დღეს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტს” მესამე მოსმენით განიხილავს და საბოლოოდ დაამტკიცებს კიდეც.

კანონპროექტში რამდენიმე მუხლი ჯერჯერობით კვლავ დასახვეწი რჩება, რაზეც კონსულტაციები გრძელდება. ღიად დარჩენილი მუხლები შეთანხმებული სახით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იქნება წარმოდგენილი.

კანონპროექტი ითვალისწინებს რუსული არმიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებისთვის სამართლებრივი სტატუსის და სამართლებრივი რეჟიმის განსაზღვრას, რაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე გავრცელდება. ეს სტატუსი ვრცლდება ასევე შავი ზღვის აკვატორიის იმ მონაკვეთზე, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიას ესაზღვრება.

აღნიშნული რეჟიმი გულისხმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთრების უფლების, სამეწარმეო საქმიანობისა და თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას. პროექტის მიხედვით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დარღვევისთვის სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დაეკისრება.

ამასთან, კანონპროექტი არალეგიტიმურად აცხადებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც შექმნილი არ არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მოქმედება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციის სრულად აღდგენამდე გაგრძელდება.

წაკითხულია: 757 | თარიღი: 10.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

უკანონო რუსული საგუშაგოებისგან გათავისუფლებულ შიდა ქართლის სოფლებში დევნილთა დაბრუნება გუშინვე დაიწყო.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, “კარვების ქალაქიდან” და კომპაქტური ჩასახლების ადგილებიდან დევნილების გორის რაიონის სოფლებში დაბრუნება ხელისუფლების მიერ გამოყოფილი ტრანსპორტით ეტაპობრივად ხდება.

დევნილების დაბრუნება თბილისიდანაც მოხდება და ეს პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება. ქართულ სოფლებში გუშინ დილიდან ზარალის დამთვლელი სპეციალური ჯგუფები შევიდა. აღნიშნული ჯგუფები სამართალდამცავების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაა დაკომპლექტებული. ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენისთანავე ოპერატიულად დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.

ამის პარალელურად ქართულ სოფლებში უკვე დაწყებულია განაღმვითი სამუშაოები. პროცესის სწრაფად დასრულების მიზნით ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავდაცვის სამინისტროს სთხოვა გამნაღმველთა დამატებითი ჯგუფების გაგზავნა.

შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი გორის რაიონის ყველაზე მეტად დაზრალებულ სოფლებში კარალეთში, ტყვიავში, ერგნეთსა და ნიქოზში ჩავიდა და ადგილზე ნახა არსებული ვითარება. გუბერნატორი მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

“2 დღეში მოხდება ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენა, რის შემდეგაც დაიწყება დაზიანებული სახლების აღდგენითი სამუშაოები, რაშიც ადგილობრივი მოსახლეობა იქნება ჩართული. ყველა ოჯახს აუნაზღაურდება დანაკარგი”, განაცხადა ლადო ვარძელაშვილმა.

გუბერნატორმა ნიქოზის საკათედრო ტაძარიც მოინახულა, რომელიც რუსული აგრესიის შედეგად ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 768 | თარიღი: 10.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აშშ ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა და მომავალშიც არ დაუშვებს გაეროს უშიშროების საბჭოზე “მარიონეტების” გამოჩენას, განაცხადა გუშინ გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ზალმაი ხალილზადემ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებისთვის ამერიკის მიერ ვიზების არ გაცემის და უშიშროების საბჭოს მიერ სადამკვირვებლო მანდატის შესახებ საქართველოს ხსენების გამორიცხვის შესახებ კითხვაზე პასუხისას, იუწყება სააგენტო “რია ნოვოსტი”.

ხალილზადემ ასევე განაცხადა, რომ ამერიკულმა დელეგაციამ რეგიონში გაეროს სადამკვირვებლო მისიის დასახელების შეცვლა არ დაუშვა.

თუმცა, რეზოლუციის ტექსტში დაფიქსირებულია ცვლილება: მანამდე ხსენებული “საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის” ნაცვლად ამჟამინდელ რეზოლუციაში მოხსენნებული “გაეროს მისია”, ყოველგვარი გეორგრაფიული დასახელებების გარეშეა.

“ჩვენ თავიდანვე აბსოლუტურად ნათლად ვაცხადებდით, რომ არ მოხდება არანაირი სახელწოდების (გაეროს მისიის) შეცვლა, რომ არ იქნება თამაში, რომელიც მარიონეტებისთვის უპირატესობას შექმნიდა, (თუ) მათ უშიშროების საბჭოზე წარადგენდნენ”, - განაცხადა ხალილზადემ.

აშშ არ გასცემს ვიზებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებზე. რუსეთი ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებთან “არიის ფორმულით”, მათი არაფორმალური შეხვედრის წინადადებით გამოდის, რომელიც საბჭოს წევრების ურთიერთობას ითვალისწინებს მათთან, ვინც ოფიციალურად არ წარმოადგენს გაეროს წევრ-სახელმწიფოს.

მანამდე, ხუთშაბათს გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ მოსკოვი ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 824 | თარიღი: 10.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის შეფასებით, სასაზღვრო უწყების ხელმძღვანელი ბადრი ბიწაძე შეთქმულებების თეორიების ხედვით არის შეპყრობილი.

ამის შესახებ გივი თარგამაძემ ბიწაძის მიერ მომავალი წლიდან მისი უწყების დაფინანსების შემცირების გაპროტესტებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ბიწაძის პროტესტი შეთქმულებების თეორიების ტენდენციის გაგრძელებაა.

დეპუტატმა დასძინა, რომ 2009 წლიდან, ზოგადად, მცირდება თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინიტროების ბიუჯეტები და ამ ფონზე რომ გაზრდილიყო ბადრი ბიწაძის უწყების დაფინანსება, ეს უფრო საკვირველი იქნებოდა. “სხვა მხრივ კი ამაში გასაკვრი არაფერია”, - განუცხადა ჟურნალისტებს გივი თარგამაძემ და დასძინა, რომ ყველა ძალოვანი სტრუქტურის ბიუჯეტი პროპორციულად მცირდება.

2009 წელის ბიუჯეტის პროექტით, შინაგან საქმეთა სამინისტრო 500 მილიონით ფინანსდება, აქედან სასაზღვრო პოლიციისთვის 4 მილიონ 727 ათასი ლარია განსაზღვრული, თუმცა არ არის გამორიცხული ზოგადად ბიუჯეტის პროექტი დონორთა კონფერენციის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალოს.

წაკითხულია: 802 | თარიღი: 10.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

შიდა ქართლის გუბერნატორ ლადო ვარძელაშვილთან შს მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და რეგიონული მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ტყეშელაშვილის შეხვედრა უკვე დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ითქვა, დევნილები დაბრუნდებიან ყველა იმ სოფელში, სადაც შესვლა შესაძლებელია.

ცოტა ხნის წინ დავით ტყეშელაშვილი და ვანო მერაბიშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორთან ერთად, სოფელ ტყვიავის მიმართულებით გაემგზავრნენ

წაკითხულია: 825 | თარიღი: 10.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე საკუთარი სამხედრო კონტინგენტის განლაგებას შეუდგა.

აღნიშნულ “რესპუბლიკებში” სამხედრო კონტინგენტის განლაგება რუსეთს, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.

სააგენტო “ინტერფაქსის” ინფორმაციით, აღნიშნული “რესპუბლიკების” ტერიტორიებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა და რუსული სამხედრო ბაზების მატერიალურ-ტექნიკური ქონება, ასევე სამხედრო ობიექტებისთვის აუცილებელი ყველა ინფრასტრუქტურა განლაგდება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თითოეულ “რესპუბლიკაში” 3800 რუსი სამხედრო განლაგდება.

წაკითხულია: 798 | თარიღი: 10.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა და პირველი მოსმენითვე მიიღებს იმ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის თანახმად, ახალ პარლამენტს ნებისმიერ შემთხვევაში მთავრობა დასამტკიცებლად წარუდგება. 

”ეს ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებაა, რომელიც აძლიერებს პარლამენტის როლს და კონტროლს როგორც მთავრობის, ასევე პრეზიდენტის მიერ განსახორციელებელი უფლებამოსილებების მიმართ” - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.  

ამჯერად ცვლილება კონსტიტუციის მე-80 მუხლის პირველ პუნქტში შედის, რომელიც შემდეგი რედაქციით ყალიბდება: ”საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის მიღების ან ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. პრეზიდენტი იღებს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნას და მასვე შეუძლია, დააკისროს მოვალეობათა შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის დანიშვნამდე”.     

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი საკონსტიტუციო პროექტის ინიცირება თებერვალში წინა მოწვევის საპარლამენტო ოპოზიციის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე მოხდა.

წაკითხულია: 804 | თარიღი: 10.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

დაახლოებით 40 000 დევნილს შეუძლია სახლებში დაბრუნება სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე მას შემდეგ, რაც იქიდან რუსული ძალები გავიდნენ, განაცხადა დეპუტატმა კობა სუბელიანმა მმართველი პარტიიდან.

მისი თქმით, ”სახლების მხოლოდ მცირე პროცენტია მთლიანად განადგურებული”.

”ბევრი სახლია, რომელსაც შეკეთება სჭირდება და ჩვენ ამას გავაკეთებთ; ეს არ არის ძალიან რთული ამოცანა,” - განაცხადა სუბელიანმა.

”დაზიანება [სახლების] უფრო ნაკლებია, ვიდრე ველოდით; ჩვენ უფრო დიდ დაზიანებებს ველოდით,”- დასძინა სუბელიანმა.  

მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა ქართული პოლიციაა პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე რეგიონში და დასძინა, რომ ამჟამად დაბრუნება უსაფრთხოა.

იმავდროულად, ლტოლვილთა და განსახლების სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამოაქვეყნა 52 სოფლის სია, სადაც, მისი თქმით, შესაძლებელია ამ ეტაპზე დაბრუნება. სამინისტროს განცხადებით, თბილისის მერიამ უზრუნველყო ავტობუსები ამ სოფლებში დევნილების გადასაყვანად.

წაკითხულია: 800 | თარიღი: 10.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ოსი სეპარატისტების ლიდერმა ედუარდ კოკოითმა რუსი “სამშვიდობოები” დააჯილდოვა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის ბრძანების საფუძველზე რუს “სამშვიდობოებს” მედლები “მამულის დამცველი” და “სამხრეთ ოსეთში მშვიდობის სადარაჯოზე სამსახურისთვის” გადაეცათ.

ჯილდო 54 რუს “სამშვიდობოს” გადაეცა. გარდა ამისა, 23-მა “ცისფერჩაფხუტიანმა” საპატიო სიგელი მიიღო. 

მედლით “მამულის დამცველი” სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ორი რუსი ოფიცერი, რომელიც 3 ოქტომბერს ცხინვალის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა.

შეგახსნებთ, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ რუსი სამხედროები რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა “მამაცობისა და გამოჩენილი თავდადებისთვის” დააჯილდოვა.

წაკითხულია: 895 | თარიღი: 10.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHS) და ეუთოს უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობების საკითხებში ექსპერტთა ჯგუფს აგზავნიან საქართველოში, რომელიც ომგამოვლივ რაიონებში ადამიანის უფლებათა და უმცირესობების კუთხით არსებულ სიტუაციას შეაფასებენ.

ჯგუფი, რომელიც თბილისში 11 ოქტომბერს ჩამოვა, ODIHS-ის და უმაღლესი კომისარიატის 15 ექსპერტისგან შედგება.

ორკვირიანი შემფასებელი მისიის ფარგლებში, ექსპერტთა ჯგუფი ეწვევა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებს, მათ შორის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს.

ჯგუფის წევრებს მოგვიანებით შეუერთდებიან ODIHS-ის დირექტორი იანეშ ლენარჩიჩი და ეუთოს უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკი.

შემაფასებელი მისია მოამზადებს მოხსენებას და რეკომენდაციებს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნისთვის 4-5 დეკემბერს ჰელსინკში დაგეგმილი ეუთოს მინისტერიალის წინ.

წაკითხულია: 845 | თარიღი: 10.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz