ტელეკომპანია “მაესტროს” პრობლემა დღეს საკითხის დასმიდან ოთხ საათში გადაწყდა.
“მაესტროსთვის” პოლიტიკური გადაცემების მომზადების უფლების საკითხი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დასვა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს პრობლემაში პირადად ჩართვა სთხოვა. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე გიორგი არველაძე პარლამენტში დღესვე დაიბარეს.
როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განუცხადა, რადგან საკითხი ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიის განვითარებას უკავშირდება, ხელისუფლება შეეცადა, კომპრომისული გადაწყვეტილება გამოძებნილიყო, რისი რესურსის არსებობს.
მისივე თქმით, კონსულტაციების შედეგად გამოიძებნა გზა, რომელიც საშუალებას მისცემს ტელეკომპანიას, უახლოეს მომავალში განაახლოს პოლიტიკური ბლოკი.
ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკოსები გააგრძელებენ კონსულტაციებს, როგორც “მაესტროს” ხელმძღვანელობასთან, ისე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან და საბოლოო გადაწყვეტილებაც უახლოს დღეებში შედგება.
ბაქრაძის განმარტებით, კანონის მიხედვით, ახალი ლიცენზიის მიღება შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია ლიცენზიის მოდიფიცირება.
|