კვირა, 03.11.2024, 03:53
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 570
Главная » 2008 » ოქტომბერი » 07

რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული ქმედებების შემსწავლელი კომისიის ოპოზიციონერი წევრები კომისიის სხდომების პირდაპირ სატელევიზიო ტრანსლირებას ითხოვენ. ამასთან, მათი სურვილია, პირველივე სხდომაზე მათი დაკითხვის ობიექტი პრეზიდენტი სააკაშვილი გახდეს.  

ამ მოთხოვნით სპეციალური ბრიფინგი დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ლევან ვეფხვაძემ და ნიკა ლალიაშვილმა გამართეს. მათი განცხადებით, “ძალზე მნიშვნელოვანია, კომისიამ გამჭვირვალედ იმუშაოს და საზოგადოებას სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით”. 

”პირველ რიგში, კომისიამ ინფორმაცია უნდა მიიღოს იმ თანამდებობის პირებისგან, ვინც აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებდა. ეს პირები არიან პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ძალოვანი მინისტრები და უშიშროების საბჭოს მდივანი” - განმარტა ლევან ვეფხვაძემ. 

გარდა ამისა, “ქრისტიან-დემოკრატები” კომისიის ფარგლებში თანამშრომლობის ხელს არასაპარლამენტო ოპოზიციას უწვდიან. 

აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისიის შემადგენლობას პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.

წაკითხულია: 791 | თარიღი: 07.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

“საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან” რუსი სამშვიდობოების გაყვანა ხვალიდან დაიწყება. 

ამის შესახებ ცხინვალის კონფლიქტის ზონაში მოქმედი რუსი “სამშვიდოებოების” სარდალმა მარატ კულახმეტოვმა განაცხადა.

მისი თქმით, “უსაფრთხოების ზონის სამხრეთ საზღვრიდან ექვსივე სადამკვირვებლო საგუშაგოს მოხსნა ოთხშაბათიდან დაიწყება”.

“ხვალ, დღის პირველ ნახევარში ჩვენ გეგმის შესაბამისად, სამშვიდობოების ევქსივე საგუშაგოს მოხსნას დავიწყებთ. როგორც იგეგმებოდა, ეს პროცესი დღე-ღამის განმავლობაში დასრულდება”, - განაცხადა კულახმეტოვმა.

წაკითხულია: 851 | თარიღი: 07.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთისა და შვეიცარიის პრეზიდენტები დიმიტრი მედვედევი და პასკალ კუშნერი საქართველოში რუსეთის დიპლომატიური ინტერესების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

პრეზიდენტების შეხვედრა საფრანგეთში გაიმართება.

“მედვედევი და კუშნერი მოლაპარაკებათა პროცესში სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხებსაც განიხილავენ. ამასთან, ისინი დაწვრილებით შეჩერდებიან საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმოდგენასთან დაკავშირებულ საკითხზე”, - განაცხადა წყარომ კრემლიდან. 

შეგახსენებთ, რომ შეწყვეტილი დიპლომატური ურთიერთობების ფონზე საქართველოში რუსეთის ინტერესებს - შვეიცარია, რუსეთში კი საქართველოს ინტერესებს შვედეთის გაერთიანებული სამეფო დაიცავენ.

წაკითხულია: 867 | თარიღი: 07.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთის საზოგადოებრივი პალატა კონფლიქტის დარეგულირების კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის 
 
რუსეთის საზოგადოებრივი პალატა და მისი წევრი, ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო კონფლიქტის დარეგულირების კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

რუსი საზოგადო მოღვაწეები დღეს გამართულ მრგვალ მაგიდაზე დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების ინიციატივითაც გამოვიდნენ. ეს ეხება როგორც ქართველ დაზარალებულებს, ასევე ოსი ეროვნების დევნილებსაც.

საზოგადოების პალატის წევრების განცხადებით, ამ ეტაპზე 34 ათასი დევნილია და სასწრაფოდ უნდა მოხდეს მათი აღრიცხვა და დაბინავება.

პალატის წევრების განცხადებით, მათ უნდა ითანამშრომლონ ქართული კულტურის წარმომადგენლებთან და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, რათა ერთობლივად შეძლონ პოლიტიკურ პრობლემებთან ბრძოლა

წაკითხულია: 887 | თარიღი: 07.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

სასტიკი მკვლელობა მოხდა თბილისში. 52 წლის მზია ბორტიშვილი, თანხის გამოძალვის მიზნით, ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის წევრებმა მოკლეს.

ცხედარი ჟინვალის წყალსაცავის მიმდებარე ხრამში, ჩანთაში ჩადებული იპოვეს. საქმე გახსნილია.

წაკითხულია: 1026 | თარიღი: 07.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

მარჯვენა სანაპიროზე მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. "გოლფის" მარკის ორი ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახა. ორივე მანქანას გოგონა მართავდა, რომლებიც ადგილზე დაიღუპნენ.

თვითმხილველების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია. მომხდარ ფაქტს თბილისის საპატრულო პოლიციის საგამოძიებო ჯგუფი იძიებს. დაღუპულების ვინაობა დგინდება. გარდაცვლილი გოგონები 25 წლამდე იქნებოდნენ.

წაკითხულია: 883 | თარიღი: 07.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

არასაპარლამენტო ოპოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეიკრიბა. ოპოზიციონრებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

განცხადებას, რომელიც ტელევიზიასთან გაკეთდა "პირველი ნაბიჯი თავისუფალი მედიისთვის" ეწოდა.

განცხადება ”კონსერვატორმა”  ზვიად ძიძიგურმა წაიკითხა.

ოპოზიციის ლიდერებმა ქართულ ჟურნალისტიკაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და ხელისუფლებას  ”მასმედიის გათავისუფებისკენ”  მოუწოდეს.

”საზოგადოებრივ მაუწყებელთან” შეკრებილი პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ  მწვავე დემოკრატიული კრიზისი საქართველოში მასმედიის შეზღუდულობის ბრალია.

ოპოზიციამ მასმედიის გასათავისუფლებლად გადასადგმელი პირველი ნაბიჯი, ხუთ პუნქტად დაყო.

ოპოზიცია მოითხოვს, აღდგეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ "პრაიმ-ტაიმი" და გავიდეს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერით; მაუწყებლის ეთერშივე საზოგადოების ნდობით აღჭურვილ დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ჯგუფს დაეთმოს საეთერო დრო ჟურნალისტური გამოძიებისთვის; დაუბრუნდეს ტელეკომპანია "იმედი" მის კანონიერ მესაკუთრეს; მიეცეს ტელეკომპანია "მაესტროს" საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების გაკეთების საშუალება და ბოლოს, საზოგადოებას დაუყოვნებლივ მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში მოქმედი ყველა ტელეკომპანიის მესაკუთრეთა ვინაობის შესახებ.

ოპოზიციური პარტიები ასევე მოუწოდებენ საერთაშორისო დონორებსა და საელჩოებს, ყველა საშუალებით შეუწყონ ხელი მედიის მრავალფეროვნებას საქართველოში.

აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები: "ახალი მემარჯვენეები", "მოძრაო ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 829 | თარიღი: 07.10.2008 | რეიტინგი: 4.0/1 | კომენტარი (0)

საქართველოს პრეზიდენტი წეროვანს ესტუმრა.

მიხეილ სააკაშვილმა მშენებარე ქალაქი დაათვალიერა.

წეროვანში რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულთათვის ქალაქი შენდება.

პრეზიდენტის თქმით, წეროვანში აშენდება 2000 სახლი,  სკოლა, ბაგა - ბაღები და მცირე საწარმოები, მათ შორის ქაღალდის კომბინატი. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ დაზარალებული მოსახლეობისთვის საერთო ჯამში 4490 ახალი სახლი შენდება, ხოლო 1576 – აღდგება.

პრეზიდენტის თქმით, 15 დეკემბრისთვის საქართველოში ომით დაზარალებული არც ერთი უსახლკარო ადამიანი არ უნდა იყოს. "18 თვეში ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს იმ მაჩვენებლებს, რომლებიც საქართველოს რუსეთთან ომამდე ჰქონდა.”

წეროვანში საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ეკონომიკაზეც ისაუბრა.

 მსოფლიოს ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოში ომის შემდეგ შექმნილი ეკონომიკური სირთულეები ათმაგად გააღრმავა.

მიუხედავად არსებული  კრიზისისა , როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ეფექტური მთავრობა ჰყავს და ქვეყანას აქვს შანსი, სწრაფად დაძლიოს სირთულეები.

წაკითხულია: 818 | თარიღი: 07.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს სახალხო დამცველს სოზარ სუბარს ახლო მომავალში სავარაუდოდ, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე თევდორაძე შეცვლის. ამის შესახებ ”პირველს” სარწმუნო წყარომ აცნობა.

სოზარ სუბარი დაკავებულ თანამდებობას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით დატოვებს. 

როგორც ცნობილია, სოზარ სუბარი საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე უკვე რამდენიმე წელია, მუშაობს. პირველი სერიოზული დაპირისპირება სახალხო დამცველსა და ხელისუფლებას შორის სანდრო გირგვლიანისა და ბუტა რობაქიძის მკვლელობებს უკავშირდება. გასული წლის 7  ნოემბერს კი, სახალხო დამცველმა პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმის მიერ მშვიდობიანი აქციისა და ტელეკომპანია ”იმედის” დარბევის ფაქტებიც გააპროტესტა. 

რაც შეეხება ელენე თევდორაძეს, ამჟამად იგი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის მოადგილეა, მანამდე კი პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ საპარლამენტო არჩევნებამდე ხელისუფლებასთან ურთიერთობა მასაც დაეძაბა. მაშინ თევდორაძე საქვეყნოდ აცხადებდა, რომ პოლიტიკაში საკუთარი მოღვაწეობის რესურსი ამოწურა, ვინაიდან “როგორც ძველი თაობის წარმომადგენელი, ახალგაზრდა ხელისუფლებას  ბევრ საკითხში ვერ უგებს”. 

წაკითხულია: 848 | თარიღი: 07.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყება ქართული მხარის წინააღდეგ ძალადობის ესკალაციის ბრალდებით გამოდის. 

საკუთარი პოზიცია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის ფრანგ კოლეგას, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბერნარ კუშნერს წერილობით გააცნო. წერილი ეუთოს ხელმძღვანელობასაც გაეგზავნა. 

“იქმნება შთაბეჭდილება, რომ თბილისში გარკვეული ძალები შეგნებულად ძაბავენ ვითარებას და ტერაქტების საშუალებით ახალი სამხედრო ოპერაციის პროვოცირებას ცდილობენ”, - ნათქვამია ლავროვის განცხადებაში.

რუსეთის კიდევ ერთ ბრალდებას თბილისში მორიგ სიცრუედ აფასებენ. ქართველი კანონმდებლების განცხადებით, ვითარების დაძაბვა კონფლიქტურ რეგიონში მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის და მასთან ქართულ მხარეს საერთო არაფერი აქვს.

ამავე დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მედვედევი-სარკოზის შეთანხმება შეუფერხებლად შესრულდება და რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიას 10 ოქტომბრამდე დატოვებენ

წაკითხულია: 781 | თარიღი: 07.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ნაცნობი სცენარი, ნაცნობი რეჟისორის დადგმითა და ნაცნობი მსახიობების შესრულებით. აფეთქებების სერია ისევ დაიწყო:

 ცხინვალში ავტომანქანა აფეთქდა, რუსულმა მხარემ , რა თქმა უნდა მომხდარში თბილისი დაადანაშაულა. მათი თქმით , აფეთქდა ეუთო-ს კუთვნილი მანქანა, რომელშიც  ქართველები ისხდნენ, დაღუპულია 11 ადამიანი.

სეპარატისტების ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსული სააგენტოები წერენ, რომ ტერაქტი მზადდებოდა ახალგორის ”ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე”.  ანატოლი მარგიევის მანქანა აფეთქდა. დაიწვა ავტომობილი, ქართული ტერიტორიის  რუსი ხელმძღვანელი კი უვნებელი გადარჩა. მოსკოვისათვის, ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 811 | თარიღი: 07.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ლეიბორისტული პარტია” ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველო-თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შემოღების შესახებ კატეგორიულად ეწინააღმდეგება.


“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველო-თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ექსპორტში არ  ითვალისწინებს სტრატეგიულ პროდუქციას, როგორიცაა ყურძენი, ციტრუსები და ვაშლი. თურქეთიდან კი, როგორც ცნობილია, ჩვენს ქვეყანაში გენმოდიფიცირებული პროდუქტი შემოდის და ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ ამ პროდუქტის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ქართული სასურსათო პროდუქციის დაბლოკვა ჩვენი გლეხების სიმწრით მოპოვებულ პროდუქტს “დაახრჩობს”, ეს კი მოწმობს, რომ ხელისუფლება ცდილობს, ამოძირკვოს გლეხობა საქართველოში”, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ.


ამასთან, მისივე შეფასებით, “საქართველოს ხელისუფლება თურქეთის მთავრობის ინტერესების ლობისტია, რაზეც ის ფაქტი მიუთითებს, რომ მისთვის მეზობელი ქვეყნების სიამოვნება უპირველესი პრიორიტეტია”.


როგორც ცნობილია, საქართველო-თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება 1 ნოემბრიდან შედის ძალაში.

წაკითხულია: 841 | თარიღი: 07.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ქრისტიან-დემოკრატებმა“ დღევანდელი რადიკალიზმით პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის გაკვირვება გამოიწვიეს. 

ოპოზიციონერი კოლეგის ლევან ვეფხვაძის განცხადების მოსმენის შემდეგ ბაქრაძემ არ დამალა, რომ ~ასეთი განცხადება არ გაუკვირდებოდა იმ რადიკალური ოპოზიციური ფრთისგან, რომელიც პროტესტის ნიშნად არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს“. 

ბაქრაძის გაკვირვება ვეფხვაძემ განცხადების იმ ნაწილით გამოიწვია, რომელშიც ”აჭარაში საარჩევნო ხმების მოსავლის აღების დაწყებაზე“ საუბრობდა. 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, „3 ნოემბრის არჩევნების სამართლიანად, დემოკრატიულად და ორგანიზებულად ჩატარება ხელისუფლების მთავარი ამოცანაა და უმკაცრესად დაისჯება ყველა ის თანამდებობის პირი, რომელიც კანონს დაარღვევს“. 

”ამ არჩევნებთან დაკავშირებით არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო საზოგადოებას არ უნდა დარჩეს კითხვის ნიშანი, თუ რა სახელმწიფოა საქართველო და საითკენ მიდის იგი”- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

წაკითხულია: 811 | თარიღი: 07.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

გალის რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილე ედიშერ ცომაია წუხელ გალის ცენტრალურ უბანში, ოქუმის ქუჩაზე საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.

როგორც აფხაზეთის მედიაცენტრის ხელმძღვანელმა რაულ ქირიამ განაცხადა, წინასწარი

ინფორმაციით, ედიშერ ცომაია სეპარატისტებს შორის შიდა დაპირისპირებას ემსხვერპლა. ბოლო დღეებში გალის რაიონში დაძაბულობა და შიდა დაპირისპირება გაიზარდა, რის შედეგადაც უკვე რამდენიმე აფხაზი პოლიციელი და რიგითი მოქალაქე დაიღუპა.

წაკითხულია: 881 | თარიღი: 07.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ქვენატკოცში მდებარე უკანონო ბლოკ-საგუშაგო ისევ გაამაგრეს.

დღეს, დაახლოებით 07:00 საათზე რუსმა ოკუპანტებმა ქვენატკოცის საგუშაგოს დემონტაჟი განახორციელეს, თუმცა დაახლოებით 10:00 საათზე საგუშაგოს ტერიტორიაზე კარვები კვლავ გაშალეს და პოზიციები გაამაგრეს.

უკანონო საგუშაგოები კვლავ რჩება კარალეთში, ახალგორში, პერევში და წალენჯიხის 5 სოფელში, თუმცა რუსები აცხადებენ, რომ ტერიტორიებს დათქმულ ვადაში, 10 ოქტომბრამდე დატოვებენ.

წაკითხულია: 865 | თარიღი: 07.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ეუთო-ს მისია საქართველოში 3 ოქტომბერს ცხინვალის ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა ტერი ჰაკალამ ოსური მხარის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ მანქანა, რომელიც 3 ოქტომბერს ცხინვალის ცენტრში აფეთქდა, ეუთო-ს მისიის კოლონის შემადგნელობაში გადაადგილდებოდა, აბსურდული უწოდა და მხარეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ მსგავსი ბრალდებებისგან, რადგან ისინი ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული და ამავდროუალდ ეუთო-ს მისიის მუშაობას ხელს უშლის.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “გაზეტა.რუ”-მ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ანონიმ ჩინოვნიკზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად,  მანქანა, რომლის აფეთქების შედეგად 3 ოქტომბერს ცხინვალში რუსი სამშვიდობოები დაიღუპნენ, ეუთოს ავტოკოლონის შემადგენლობაში გადაადგილდებოდა.

წაკითხულია: 901 | თარიღი: 07.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ჰააგის სასამართლო საქართველოს სარჩელთან დაკავშირებით საკუთარ გადაწყვეტილებას 15 ოქტომბერს, საჯარო სხდომაზე გამოაცხადებს. 

შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ ჰააგაში სარჩელი 14 აგვისტოს შეიტანა. საქართველო რუსეთს საერთაშორისო კონვენციის დარღვევასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. 

ოფიციალური თბილისის განცხადებით, რუსეთმა კონვენციასთან მიმართებაში საკუთარი ფუნდამენტური ვალდებულებები სერიოზულად დაარღვია.

წაკითხულია: 951 | თარიღი: 07.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz