ლეიბორისტული პარტია” ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველო-თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შემოღების შესახებ კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველო-თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ექსპორტში არ ითვალისწინებს სტრატეგიულ პროდუქციას, როგორიცაა ყურძენი, ციტრუსები და ვაშლი. თურქეთიდან კი, როგორც ცნობილია, ჩვენს ქვეყანაში გენმოდიფიცირებული პროდუქტი შემოდის და ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ ამ პროდუქტის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ქართული სასურსათო პროდუქციის დაბლოკვა ჩვენი გლეხების სიმწრით მოპოვებულ პროდუქტს “დაახრჩობს”, ეს კი მოწმობს, რომ ხელისუფლება ცდილობს, ამოძირკვოს გლეხობა საქართველოში”, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ.
ამასთან, მისივე შეფასებით, “საქართველოს ხელისუფლება თურქეთის მთავრობის ინტერესების ლობისტია, რაზეც ის ფაქტი მიუთითებს, რომ მისთვის მეზობელი ქვეყნების სიამოვნება უპირველესი პრიორიტეტია”.
როგორც ცნობილია, საქართველო-თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება 1 ნოემბრიდან შედის ძალაში.
|