სამშაბათი, 19.03.2024, 11:10
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » ოქტომბერი » 21
7 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიციის აქცია პარლამენტის შენობის წინ 14:00 საათზე დაიწყება.

ამის შესახებ დღეს ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, 7 ნოემბრის აქცია მშვიდობიანი იქნება და ხელისუფლების შესაცვლელად ქვეყანაში პროტესტის ახალ ტალღას დაუდებს საფუძველს.

”ყოველი წლის 7 ნოემბერი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღე იქნება. ჩვენ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხი არანაირ ძალადობას არ შეეგუება”, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

წაკითხულია: 821 | თარიღი: 21.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის ისანი-სამგორის რაიონის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული ალიკ ხუდოიანი დააკავეს, რომელიც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე  თანაკლასელების იარაკლი კობახიძის, ზურაბ ოსიაშვილის და გიორგი გიორგანაშვილის დაჭრაშია ეჭვმიტანილი. 

დაკავებულმა დანაშაული უკვე აღიარა. 

აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

წაკითხულია: 824 | თარიღი: 21.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთის მხრიდან კონფლიქტის ესკალაციის მცდელობასთან და ცნობილი ექვსპუნქტიანი შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტი ხვალისთვის შეიმუშავებს. 

განცხადება საერთაშორისო ორგანიზაციების და მეგობარი ქვეყნების პარლამენტების სახელზე მომზადდება. 

როგორც ამასთან დაკავშირებით პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, საგანგებო განცხადების მიღების აუცილებლობა იმ გარემოებამ განაპირობა, რომ რუსეთი არ ასრულებს სარკოზი-მედვედევის გეგმას და პირიქით, ცდილობს, ჩაშალოს იგი. 


ამის ერთ-ერთ დასტურად მაჭავარიანმა ახალგორის მოვლენები დაასახელა. 

წაკითხულია: 901 | თარიღი: 21.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ამჯერად ”ლეიბორისტული პარტიის“ დაკავებული წევრების არჩილ ბენიძისა და დავით ვერძეულის ციხიდან გამოშვებას ითხოვს. 

როგორც ბარათურიამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, იგი კარგად იცნობს ამ ადამიანებს და მათ წესიერებაშიც დარწმუნებულია. 

დეპუტატს მიაჩნია, რომ უკეთესი იქნება, თუკი ბენიძე და ვერძეული პირობით გათავისუფლდებიან და გამოძიებასთან სახლიდან ითანამშრომლებენ.

წაკითხულია: 904 | თარიღი: 21.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი პაატა დავითაია გენერალური პროკურატურისგან სეპარატისტთა ლიდერების კოკოითისა და ბაღაფშისთვის ბრალის დროულად წაყენებას მოითხოვს.  

”მინდა, ვთხოვო გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი ლაცაბიძეს, სეპარატისტი ლიდერებისთვის ბრალის წაყენების პროცესი დააჩქაროს, რადგან რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად მათი ქმედებები არანაირ სამართლებრივ ჩარჩოებში აღარ ჯდება” - განაცხადა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დავითაიამ.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ ისაუბრა ”რუსეთის მხრიდან ახალი, დიდი პროვოკაციის მზადების” თაობაზე.

ამ კონტექსტში დავითაია ახალგორის მოვლენებს, „საქართველოს მხრიდან მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ“ რუსული მედიის ინფორმაციას, საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებს შეეხო.

„ყოველივე ეს ცხადყოფს, რომ რუსეთი სეპარატისტებთან ერთად საქართველოს წინააღმდეგ ახალი მოქმედებების დასაწყებად ემზადება“ – დასძინა დეპუტატმა.

წაკითხულია: 860 | თარიღი: 21.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ლეიბორისტული პარტიის” წევრები საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ და თანაგუნდელ არჩილ ბენიძის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

”არჩილ ბენიძე მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ ”ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერია. ხელისუფლება ჩვენს წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას ძველებურად ახორციელებს. მოვა დრო, როდესაც გისოსებს მიღმა სწორედ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს ვიხილავთ”, - განაცხადა ”ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს “მოდულის” შენობასთან ბრიფინგის გამართვას გეგმავს.

როგორც ცნობილია, არჩილ ბენიძე ქართველმა სამართალდამცველებმა დაახლოებით 2 თვის წინ დააპატიმრეს. მას ფულის გათეთრება ედება ბრალად.

წაკითხულია: 808 | თარიღი: 21.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთი მის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში -  აფხაზეთსა და სამაჩაბლოში (ე.წ. სამხრეთ ოსეთი) მართლადიდებლური ტაძრების აშენებას გეგმავს. აღნიშნული ინიციატივის განხორცილების შესახებ, რუსულმა მართლმადიდებლურმა ტელეახმა “სპას”-მა ტაძრის მაკეტის შექმის შესახებ კონკურსი უკვე გამოაცხადა.

“აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დიდი რაოდენობით ცხოვრობენ რუსი ეროვნების მართმადიდებელი ადამიანები. ამას გარდა, უახლოეს დროში ამ ორ რესპუბლიკაში რუსული არმიის გარნიზონები მუდმივ საფუძველზე განთავსდებიან. ამიტომაც, თითოეულ რესპუბლიკაში თითო მართლმადიდებლური  ტაძრის აგება, ვფიქრობთ, სრულიად ლოგიკური იქნებოდა”, - ნათვამია ტელეარხ “სპას”-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მათივე ინფორმაციით, გამოცხადებული კონკურსის პირველ ეტაპზე, ანუ 6 თვეში მიიღება არქტიტექტორთა მიერ შედგენილი ტაძრის ესკიზები. ამ დროის განმავლობაში კი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ტაძრების ასაშენებლად ადგილები შეიჩევა. 

“საბოლოო გადაწყვეტილებას გამოცხადებული კონკურსის შედეგების მიხედვით რუსეთის საპარტრიაქოში შექმნილი სპეციალური კომისია მიიღებს. გადაწყვეტილების მიღებაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას ცხუმ-აფხაზეთისა და ალანიის ეპარქიის წარმომადგენლები და რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზოგადო მოღვაწები. სწორედ ეს კომისია გაუწევს მეთვალყურეობას ტაძრების აგების პროცესს”, _ ნათქვამია განცხადებაში. 


რუსული ტელეარხი ასევე იუწყება, რომ რუსული მედიით ფართოდ გაშუქდება აფხაზეთსა და სამ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 885 | თარიღი: 21.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთის ფედერაციის დუმა საქართველოს ორ ოკუპურებულ რეგიონთან _ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ხელმოწერილ ე.წ. მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებების განხილვა-რატიფიკაციას 29 ოქტომბერს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე აპირებს. განცხადება მის შესახებ რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერმა ოლეგ მოროზოვმა გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის დუმას მიმართა და მას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან გაფომებული ე.წ. მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებების განხილვა-რატიფიკაცია პრიორიტეტულ საკითხთა შორის დაჩქარებული წესით სთხოვა.

მოროზოვის განმარტებით, განხილვამდე დოკუმენტები დუმის მაპროფილებელ კომიტეტებში უნდა განიხილონ და იმედი გამოთქვა, რომ დეპუტატები მხარს დაუჭერენ რუსეთის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს.

მოროზოვი ასევე აცხადებს, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები და მათი რატიფიცირება მყარ იურიდიულ საფუძველს შექმნის რუსი, აფხაზი და სამხრეთ ოსეთელი ხალხების მომავალი თანამშრომლობისათვის.

შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს რუსეთის ფედერაციამ თავის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან _ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ე.წ. მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებები გააფორმა. ამ ხელშეკრულებებს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა და საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონის სეპარატისტთა ლიდერებმა მოაწერეს.

წაკითხულია: 882 | თარიღი: 21.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz