რუსეთის მხრიდან კონფლიქტის ესკალაციის მცდელობასთან და ცნობილი ექვსპუნქტიანი შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტი ხვალისთვის შეიმუშავებს.
განცხადება საერთაშორისო ორგანიზაციების და მეგობარი ქვეყნების პარლამენტების სახელზე მომზადდება.
როგორც ამასთან დაკავშირებით პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, საგანგებო განცხადების მიღების აუცილებლობა იმ გარემოებამ განაპირობა, რომ რუსეთი არ ასრულებს სარკოზი-მედვედევის გეგმას და პირიქით, ცდილობს, ჩაშალოს იგი.
ამის ერთ-ერთ დასტურად მაჭავარიანმა ახალგორის მოვლენები დაასახელა.
|