ორშაბათი, 30.12.2024, 17:21
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 570
Главная » 2008 » ოქტომბერი » 13

უკიდურესად დაძაბულია სიტუაცია გალის რაიონში.

რუსმა ოკუპანტებმა აფხაზურ ხელისუფლებას მოსთხოვეს გალის ტერიტორიიდან გაიყვანონ როგორც ე.წ. მილიცია, ასევე გალის აფხაზური ადმინისტრაცია.

რუსეთის საოკუპაციო ჯარების ხელმძღვანელობამ სეპარატისებს ულტიმატუმი წაუყენა და ამ ულტიმატუმის ვადა დღეს იწურება.

რუსი სამხედროებმა გალის რაიონი სამხედრო ქალაქად გამოაცხადეს.

აფხაზეთის მთავრობა არ გამორიცხავს, რომ ამ დაპირისპირებას შეიძლება კონფლიქტიც მოჰყეს.

წაკითხულია: 861 | თარიღი: 13.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (1)

საქართველოს რიგ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება-არგაგრძელების საკითხზე პარლამენტს მსჯელობა კიდევ ერთხელ მოუწევს. ამ საკითხთან დაკავშირებით 16 ოქტომბერს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. 

როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რუსეთის ქმედებები არ იძლევა ოპტიმიზნის და იმის თქმის საფუძველს, რომ მათი სამხედრო ნაწილები 7 აგვისტოს მდგომარეობას დაუბრუნდებიან. 

მისი თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ზოგიერთ სოფელში, სადაც რუსეთის საჯარისო ნაწილები იმყოფებიან, საგანგებო მდგომარეობა კვლავ შენარჩუნდეს. 

გარდა ამისა, 16 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტს.

წაკითხულია: 824 | თარიღი: 13.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრებს პარლამენტში იბარებენ. 

ეკა შარაშიძეს და ირაკლი ღვალაძეს პარლამენტში მისვლა და დეპუტატებისთვის ახსნა-განმარტებების მიცემა მიმდინარე კვირას მოუწევთ. 

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, “ხე-ტყით სარგებლობის ლიცენზიებთან დაკავშირებული საკითხი შესაძლოა, ზედმეტი პოლიტიკური სპეკულირების თემა გახდეს, ამიტომ საჭიროა, ყველა კითხვეზე, რაც ამ მიმართულებით არსებობს და ლიცენზიების თემას უკავშირდება, მინისტრებმა თავად გასცენ პასუხი”. 

აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენელმა გია თორთლაძემ წინა კვირას წამოჭრა და მინისტრების პარლამენტში მიწვევის ინიციატივით გამოვიდა.

წაკითხულია: 892 | თარიღი: 13.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს რიგ ტერიტორიებზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის საკითხს პარლამენტი 16 ოქტომბერს, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, ხუთშაბათს საკანონმდებლო ორგანო გადაწყვეტს, კონფლიქტური რეგიონების გარდა, თუ სად უნდა გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა.

მისივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის საჯარისო ნაწილები იმყოფებიან, საგანგებო მდგომარეობა კვლავ შენარჩუნდეს.

”სამწუხაროდ, ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს, რომ რუსეთი ვალდებულებებს სრულად შეასრულებს", – დასძინა დავით ბაქრაძემ.

16 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომაზევე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტს მესამე მოსმენით გაგანიხილავენ და საბოლოოდ მიიღებენ.

ამის შემდეგ, კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ საგანგებო მდგომარეობას უკვე ეს კანონი ჩაანაცვლებს, ხოლო სად გაგრძელდება საგანგებო რეჟიმი, 16 ოქტომბრის მონაცემების მიხედვით გადაწყდება.

საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მთელ რიგ ტერიტორიებზე 17 ოქტომბრამდეა გაგრძელებული.

წაკითხულია: 830 | თარიღი: 13.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, რუსეთისადმი სანქციების დაწესება საქართველოს თვითმიზანი არ არის.

როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს თვითმიზანი შედეგის მიღწევაა.

მისივე თქმით, ევროკავშირმა ჯერ მოახერხა, რომ ნაბიჯნაბიჯ წაეყვანა რუსეთი ვითარების ნორმალიზაციისკენს.

"ევროკავშირმა მოახერხა, რუსეთი დაეთანხმებინა ცეცხლის შეწყვეტასა და შეიარაღებული ძალების შეჩერებაზე, შემდეგ დამკვირვებლების განლაგებაზე და ე.წ. ბუფერული ზონებიდან გასვლაზე", - განაცხადა ბაქრაძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი ასეთივე თანმიმდევრული იქნება ამ პოლიტიკის გაგრძელებაში, რისი შემდეგომი ნაბიჯები 7 აგვისტოს სტატუს-კვოს დაბრუნება და დამკვირვებლების უშუალოდ კონფლიქტის ზონებში განლაგებაა.

როგორ განხორციელდება ეს თანმიმდევრული პოლიტიკა, სანქციებით თუ მოლაპარაკებების გზით, როგორც ბაქრაძე ამბობს, ეს თავად ევროკავშირის გადასაწყვეტია.

წაკითხულია: 887 | თარიღი: 13.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეფასებით, მოსკოვმა ვალდებულებები მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა, ახალგორის რაიონიდან რუსული სამხედრო ნაწილების გაყვანა კი მომდევნო შეხვედრების მთავარი საკითხი იქნება. 

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის განაცხადებით, ”ახალგორის რაიონში კვლავ რჩებიან რუსი სამხედროები, რაც შეთანხმების დარღვევაა”. 

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჰავიერ სოლანა იზიარებს მოსაზრებას, რომ მოსკოვი შეთანხმებას მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებს. 

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი კი აღნიშნავს, რომ რუსმა სამხედროებმა მხოლოდ ე.წ. ბუფერული ზონები დატოვეს და არ დაჰბრუნებიან პოზიციებს, რომლებზეც 7 აგვისტომდე იმყოფებოდნენ.

თავის მხრივ, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე სტუბი თვლის, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჟენევის შეხვედრის ფორმატის გარკვევაა, რაშიც ევროპამ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს. 

რუსული მხარის ვალდებულებების შესრულების საკითხზე ლუქსემბურგში ორი დღის შემდეგ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პრეზიდენტები იმსჯელებენ და სავარაუდოდ, საგანგებო განცხადებასაც გააკეთებენ.

წაკითხულია: 793 | თარიღი: 13.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს უზენაესი სასამართლო პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის წარმომადგენლად ”ქრისტიან-დემოკრატების” წევრის ნიკოლოზ ლალიაშვილის არჩევას მიესალმება და აცხადებს, რომ ”მისი დანიშნვა აღნიშნულ თანამდებობაზე სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის დამატებითი გარანტია იქნება”.  

”გვწამს, რომ ოპოზიციის აქტიური მონაწილეობა სასამართლო სისტემის რეფორმირების საქმეში დამატებითი გარანტია იქნება სასამართლოს უფრო მეტი დამოუკიდებლობისა და მეტი სამართლიანობისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სასამართლო რეფორმის ახალი ტალღა. ეს გადაწყვეტილებაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია სასამართლოს გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის გზაზე”, - აცხადებს უზენაესი სასამართლო.

როგორც ცნობილია, ნიკა ლალიაშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასულ კვირას დაინიშნა.

წაკითხულია: 839 | თარიღი: 13.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ცხინვალის  ადმინისტრაციული საზღვრის ქართულ მხარეს მდებარე სოფელ ზემო ნიქოზში 12 ოქტომბერს ორი აფეთქება მოხდა, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ამ აფეთქებების შედეგად, რომლებიც ადგილობრივი დროით დილის 10:40 საათზე და 10:55 საათზე მოხდა, არავინ დაშავებულა.

”აღსანიშნავია, რომ ქართულმა მხარემ ამავე ტერიტორიაზე სამი დღის წინ დააკავა სამი რუსი ჯარისკაცი, რომელიც მოგვიანებით გადაეცა რუსულ მხარეს,“ – აღნიშნა შსს-მ განცხადებაში. 

წაკითხულია: 888 | თარიღი: 13.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტების მიერ მიღწეული შეთანხმებები არ ითვალისწინებს რუსული ძალების გასვლას ახალგორიდან.

“მე გავიგე, რომ ზოგიერთი ევროპელი წარმომადგენელი სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ რუსი სამშვიდობოები არ გავიდნენ ახალგორის რაიონიდან,” – განუცხადა ლავროვმა რუს ჟურნალისტებს 11 ოქტომბერს დორტმუნდში, სადაც ის თავის გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

“ეს მთლიანად ეწინააღმდეგება მედვედევი-სარკოზის გეგმას, რადგანაც ამ გეგმაში ნათქვამია – და ეს წერია შავით თეთერზე – რომ ჩვენ გამოვდივართ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან და ეს გაკეთდა კიდეც”.

“ახალგორი სამხრეთ ოსეთის საზღვრების შიგნით მდებარეობს; ამრიგად გეგმის დებულებები ამ ტერიტორიას არ ფარავს,” – დასძინა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 11 ოქტომბერს ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხელისუფლება უნდა იყოს წარმოდგენილი ჟენევის მოლაპარაკებებზე, როგორც “თანასწორები ყველა დანარჩენთან”.

“მოლაპარაკებებს უსაფრთხოების შესახებ რეგიონში არ ექნება რაიმე შედეგი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მონაწილეობის გარეშე,” – დასძინა ლავროვმა.

ორი თვითგამოცხადებული რეგიონის წარმომადგენლები ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ არაფორმალური სამუშაო შეხვედრის ფარგლებში და არა პლენარულ სხდომაში, რომელიც 15 ოქტომბერს იხსნება და რომელშიც რუსეთი ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 865 | თარიღი: 13.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

როდესაც თბილისიდან ლიახვის ხეობაში მიდიხარ, აუცილებლად უნდა დაიცვა ერთი მთავარი წესი: ომის შესახებ არავითარ შემთხვევაში არ ესაუბრო ჯარისკაცებს, რადგან ჭეშმარიტ ჯარისკაცს ომის შესახებ ლაყბობას, ამ ქვეყნად, სხვა ყველაფერზე ლაპარაკი ურჩევნია.

მიუხედავად იმისა, რომ სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შემდეგ, უკვე 8 ოქტომბრისათვის, რუსულმა საოკუპაციო ჯარმა ჩრდილოეთისაკენ გადაიწია, ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ რეგიონში რუსული გავლენა რაიმენაირად შემცირდა. რუსები ახლა კვლავ აკონტროლებენ პატარა ლიახვის ხეობის ჩრდილოეთით მდებარე და დიდი ლიახვის ხეობის ზემო წელის სოფლებს. რუსები ასევე დგანან ფრონის ხეობის აღმოსავლეთით და ახალგორის რაიონში, საიდანაც ჯერ-ჯერობით ფეხის მოცვალას არ აპირებენ.

ომის დროს, კარელეთში, ბოლო წუთამდე იმედიანად იყვნენ
გორის რაიონში შესულებს, პირველ რიგში თვალში მოგხვდებათ გამალებული მშენებლობები, რომელიც სოფელ კარალეთიდან იწყება. მრავალი უბედურების მიუხედავად, კარალეთს, შეიძლება ითქვას, რომ სხვა სოფლებზე მეტად გაუმართლა, რადგან რუსებისა და სეპარატისტების ერთობლივი მოქმედებების მძიმე შედეგები ისე მწვავედ არ უწვნევია, როგორც მაგალითად ერედვმა, თამარაშენმა ან კეხვმა.

ამჟამად კარალეთში დამწვარია ოცამდე სახლი – მათ შორის 450 ათას ლარად ღირებული ახლადაშენებული ამბულატორია, რომელიც როგორც ადგილობრივები ამბობენ, კაზაკებმა მხოლოდ იმიტომ გადაწვეს, რომ შენობა ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა, დამპყრობელს კი, პირველ რიგში, სწორედ გამორჩეული შენობების განადგურება სურს.

ომის მიმდინარეობის დროს და შედგომ პერიოდშიც, კარალეთელების დიდმა ნაწილმა საკუთ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 848 | თარიღი: 13.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

წინა კვირას ქართულ ინტერნეტფორუმებზე გორის ცენტრში წამოსკუპებული სტალინის ძეგლი კიდევ ერთხელ გაიხსენეს და თან ისე, გრიშა ონიანს ცხოვრებაზე ხელს რომ ააღებინებს.

Allan-Poe: “ვთქვათ, შენთან სახლში მოვიდა ტიპი, დაგიხოცა მშობლები, გააუპატიურა შენი ახლობლები, შენ გადაგასახლა და მთელი ცხოვრება ციხეში გაცხოვრა. მერე, მოხუცებული ჩამოხვედი გადასახლებიდან და სახლის წინ იმ ადამიანის ძეგლი გიდგას, რომელმაც ეს ყველაფერი გაგიკეთა. რა გრძნობა გექნება? არ გაგიჩნდება პროტესტის გრძნობა? არ მოგინდება, რომ ის ძეგლი იქ არ იდგეს?

მაგრამ, ქართველების პრობლემა იცით, რა არის? რაც სტალინმა გააკეთა, ყველას დაავიწყდა და ამ ახალგაზრდებისათვის სტალინის ძეგლი არის უბრალოდ ვიღაც ულვაშიანი ბიძიას ძეგლი, რომელიც იდგება გორში თუ არა, ამას შენზე არანაირი ცხოვრებისეული და ყოფითი გავლენა არ ექნება. ვერ აცნობიერებენ, რომ ამ ძეგლის დგომა მილიონობით ადამიანის ოჯახის, ქვეყნის დაქცევის, დაპყრობის, მონობის და ათას სხვა უბედურებაზე თვალის დახუჭვას უდრის!”

ყველაზე ცინიკური ისაა, რომ როდესაც გორის ოკუპაცია დასრულდა და ქალაქში შესულმა ერთ-ერთმა ქართველმა პოლიციელმა რუსეთის იმპერიის აღმდგენ სტალინს სახალხოდ შეუკურთხა, ხალხის მასას 40 წლამდე ახალგაზრდა კაცი გამოეყო და პოლიციელს დაემუქრა, სტალინის შემგინებლებს გორში არ ვახარებთო.

რუსეთთან ომმა, გარდა ჩვენი ძალების თავგანწირული ბრძოლისა და უბრალო ქართველი ჯარისკაცის, კაპრალის, სერჟანტის, ლეიტენანტის, კაპიტნის, პოლკოვნიკის ვაჟკაცობისა, აჩვენა კიდევ ერთი უმთავრესი რაღაც, რომლის გარეშეც ეს ყოველივე შედეგს არ მოიტანს.

ესაა საქართველოს თავდაცვის ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 784 | თარიღი: 13.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ამერიკული სამთავრობო ჯგუფი, რომელიც საქართველოში ხელისუფლებას რადიოაქტიური ნივთიერების კონტრაბანდის აღმოჩენაში ეხმარება, რუსეთის მიერ განხორციელებული შემოჭრის გამო იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. მაგრამ უკან დაბრუნებულმა ამერიკელებმა აღმოაჩინეს, რომ აგვისტოს ბრძოლებმა მნიშვნელოვნად დააზიანა ის ადგილები, სადაც რადიაციის დეტექტორები იყო დამონტაჟებული.

როცა ომი გაჩაღდა, ატომური უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის ჯგუფი (NNSA) სადამკვირვებლო აღჭურვილობის დამონტაჟების პროცესში იყო. სისტემები საქართველოს პორტებსა და აეროპორტებში, ასევე საზღვრისპირა ადგილებში განთავსდა.

ყოფილ საბჭოთა კავშირში, საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა რადიოაქტიური ნივთიერებების ვაჭრობის წყაროდ. ბოლო წლებში, სულ ცოტა ორი შემთხვევა მოხდა, როცა კრიმინალები კონტრაბანდული ნივთიერების მალულად შემოტანას ცდილობდნენ.

საქართველოში ამერიკული დახმარების პროგრამა 250$ მილიონიანი ადმინისტრაციული პროექტის ნაწილია, რომელიც დაახლოებით 40-მდე ქვეყნის დახმარებას გულისხმობს მცირე და დიდი რაოდენობის რადიოაქტიური ნივთიერებების აღმოჩენის საკითხში, რომელიც შესაძლოა ტერორისტებმა ბირთვული იარაღის ან რადიოაქტიური ე.წ. ”ბინძური ბომბების” დასამზადებლად გამოიყენონ.

საქართველოში ამერიკული ჯგუფის დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოდერნიზებული რადიაციული დეტექტორი, რომელიც მათ პოთის პორტში დაამონტაჟეს და რეგიონში ყველაზე დიდია მოცულობით - რუსული ბომბების მიერ განადგურებულია და შეცვლას საჭიროებს.

- ”კლასტერული ბომბების აფეთქების შედეგად გამოტყორცნილმა ნამსხვრევებმა მონიტორები ისე დააზიანა, რომ მათი გამოყენ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 923 | თარიღი: 13.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აგვისტოს მოვლენების დროს გამოცხადებული მორატორიუმის შეწყვეტის შემდგომ, ოპოზიციური პარტიები კვლავ აქტიურად ითხოვენ ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.

მათ უმეტესობას მიაჩნია, რომ ადრე თუ გვიან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ამგვარ რეკომენდაციას საერთაშორისო ორგანიზაციებიც წაუყენებენ, რადგან ცხინვალის მოვლენებმა და ”არადემოკრატიულმა არჩევნებმა” ხელისუფლებას საერთაშორისო იმიჯი საკმაოდ შეურყია.

პოლიტიკური კრიზისის გარდაუვალობის ერთ-ერთ წინაპირობად, პოლიტოლოგი ნიკო ორველაშვილი 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის 9 სექტემბრის დასკვნას ასახელებს. ამ დოკუმენტის ქართული ვარიანტი ორიოდე დღის წინათ გამოქვეყნდა.

ნიკო ორველაშვილის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობის მანძილზე, პირველი შემთხვევაა, როცა ასეთი დონის ოფიციალურ დოკუმენტში აღარ წერია: ”მთელი რიგი ხარვეზების მიუხედავად, არჩევნები შეესაბამებოდა ევროპულ სტანდარტებს’’.

ქართველი ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ეუთო-ს კრიტიკულ დასკვნაზე გავლენა ცხინვალის მოვლენებმაც იქონია:

- ’’ეს კარგი გაკვეთილია პატივცემული ეუთო-სათვის. აი სადამდე შეიძლება მიიყვანოს საქმე სიმართლეზე თვალის დახუჭვამ. საქართველოს დღეს ლეგიტიმური პარლამენტი რომ არ ჰყავს, ამას ბევრი მტკიცება აღარ სჭირდება. აქამდე რომ აცხადებდა გოკა გაბაშვილი, ”ვარდების რევოლუციით” იმიტომ დავამხეთ ის პარლამენტი, რომ არალეგიტიმური იყოო, ახლა თავად გოკა გაბაშვილი იმსახურებს ათასგზის ბევრად ცინიკურად დაამხონ, ვიდრე მათ დაამხეს ექს-პრეზიდენტი შევარდნაძე”, - აცხადებს ორველაშვილი.

ქვ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 819 | თარიღი: 13.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ამერიკელმა მილიარდერმა, ჯორჯ სოროსმა ევროკავშირისა და აშშ-ის ხელისუფლება გააკრიტიკა. მილიარდერს არ აკმაყოფილებს ხელისუფლებების მიერ მსოფლიო კრიზისთან ბრძოლისთვის განკუთვნილი ქმედებები.

სოროსის აზრით, ამერიკის ფინანსთა მინისტრის, ჰენრი პოლსონის გეგმა, რომელიც კრიზისის დასაძლევად 700 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, ”ძალიან ნელა” შეიმუშავეს, ხოლო ევროპელმა ხელისუფლებებმა ძალიან გვიან გააცნობიერეს, რომ მსოფლიო სერიოზულ კრიზისს ”შეეჯახა”.

თუმცა, ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ამჟამად დასავლეთის ქვეყნები ”გაცილებით უფრო პროდუქტიულ ნაბიჯებს დგამენ, ვიდრე - ერთი კვირის წინ”.

სოროსმა იგულისხმა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების მიერ მიღებული საერთო გეგმა ფინანსური კრიზისის დაძლევის შესახებ.

წაკითხულია: 856 | თარიღი: 13.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან და რუსეთის მიერ სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შესრულების მიმდინარეობაზე იმსჯელებენ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კოლეგებს ინფორმაციას მოაწვდის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი, რომელიც საქართველოში 9-10 ოქტომბერს იმყოფებოდა.

ვიზიტის დროს კუშნერმა განაცხადა, რომ საქართველოში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადებულ ანგარიშს ევროკავშირის მინისტერიალზე წარადგენდა.

მისივე თქმით, რუსეთის ჯარის გაყვანა ძირითადი ზონებიდან დასრულდა, მაგრამ ყველაფერი არ დამთავრებულა. კუშნერმა არ დააკონკრეტა პასუხი კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ დატოვებს კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიებს.

მინისტრმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარები გავიდნენ ძირითადი ნაწილებიდან, მაგრამ არიან ახალგორში და ეს რჩება პრობლემად, ამიტომ ექსპერტებთან ერთად ამ საკითხზე მსჯელობა ჟენევაში გაგრძელდება.

- ”რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებს და ჯარი ახალგორის რაიონიდან არ გაჰყავს”,-განაცხადა ფრანგმა მინისტრმა.

სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შესრულებაზე ლუქსემბურგში ორი დღის შემდეგ უკვე ევროკავშირის წევრი სახლმწიფოების პრეზიდენტები იმსჯელებენ.

წაკითხულია: 870 | თარიღი: 13.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

დღეს ლუქსენბურგში ევროკავშირის სხდომა გაიმართება, სადაც კიდევ ერთხელ  განიხილება საქართველო-რუსეთის თემა. სხდომაზე სიტყვით საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვა. ბერნარ კუშნერი საქართველოში არსებულ ამჟამინდელ მდგომარეობას ევროკავშირის წარმომადგენლებს გააცნობს. კუშნერი ლუქსენბურგში საქართველოში ვიზიტს შეაჯამებს.

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი რუსული აგრესიის შედეგებს თავად გაეცნო. ბერნარ კუშნერი თბილისს  9 ოქტომბერს ეწვია. ფრანგი დიპლომატი შიდა ქართლში ჩავიდა და ოკუპირებული სოფლებიდან რუსული ჯარის გასვლის შემდეგ არსებული ვითარება დაათვალიერა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევნილი მოსახლეობა მოინახულია და ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრა. მოგვიანებით კი , ბათუმში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ , კუშნერმა აღნიშნა, რომ რუსები ნაწილობრივ ასრულებენ პირობას, თუმცა პრობლემა კვლავ რჩება ახალგორის სახით. ”ყველაფერი მიღწეული არ არის. რუსული ძალების ყოფნა ახალგორში ვიცით, რომ პრობლემაა.რუსებმა ტერიტორიის უმეტესობა დატოვეს, თუმცა ისინი რჩებიან ახალგორში და პერევში... სწორედ ამიტომ უნდა განვაგრძოთ მოლაპარაკებები ჟენევაში,”-განაცხადა ბერნარ კუშნერმა.

ოკუპანტების შესახებ მოხსენებას ევროპა დღეს ლუქსენბურგში მოისმენს, 15 ოქტომბერს კი მოლაპარაკებები ჟენევაში  დაიწყება.

წაკითხულია: 861 | თარიღი: 13.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

პარლამენტში მეორე ოპოზიციური ფრაქციის შექმნის საკითხი უახლოეს ბიუროს სხდომაზე იქნება წარდგენილი.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ძლიერი საქართველო - ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე გია თორთლაძემ განუცხადა. მისი თქმით, შეეცდება საკითხი დღევანდელ ბიუროს სხდომაზეც წარადგინოს, თუმცა თუ ვერ მოესწრო, ინფორმაციას ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ უახლოეს ბიუროს გააცნობს.

პარლამენტში არსებული ერთადერთი ოპოზციური ფრაქცია “ძლიერი საქართველო-ქრისტიან-დემოკრატები” ორად კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე გაიყოფა, რომლის მიხედვით ფრაქციის შექმნა შვიდის ნაცვლად უკვე 6 დეპუტატს შეუძლია.

გაყოფის შემდეგ “ქრისტიან-დემოკრატების” ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი იქნება, მეორე ფრაქციის კი, რომელსაც სავარაუდოდ “ძლიერი საქართველო” ერქმევა - გია თორთლაძე.

ფრაქცია “ძლიერი საქართველო-ქრისტიან-დემოკრატებში” ამჟამად 12 დეპუტატია - გიორგი თაგამაძე, რომელიც უმცირესობის ლიდერია, გიორგი ახვლედიანი, ლევან ვეფხვაძე, მაგდა ანიკაშვილი, რატი მაისურაძე, ნიკა ლალიაშვილი, გია თორთლაძე, გია ცაგარეიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, პაატა დავითაია, რამაზ თედორაძე და რომან მარსაგიშვილი.

კონსტიტუციაში ცვლილება მესამე მოსმენით პარლამენტმა 10 ოქტომბერს შეიტანა.

წაკითხულია: 841 | თარიღი: 13.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აჭარის არჩევნების მონიტორინგის მიზნით შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფის შემადგენლობა ცნობილი დღეს უნდა გახდეს.

ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის ინიციატივით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოვიდა და მიზეზად აჭარის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების მნიშვნელობა დაასახელა.

ინტერფრაქციული ჯგუფის ამოცანა წინასაარჩევნო, საარჩევნო და ხმის დათვლის პროცესებზე მონიტორინგი იქნება. ამას გარდა, პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობას უწყებათაშორისი სამთავრობო ჯგუფის შექმნის ინიციატივითაც მიმართა, რომელიც დახმარებას პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფს გაუწევს.

ინტერფრაქციულმა ჯგუფმა დაკომპლექტების შემდეგ მუშაობა დღესვე უნდა დაიწყოს. ჯერჯერობით ცნობილი ამ ჯგუფის პარლამენტის ოპოზიციონერი წარმომადგენლები არიან - ჯონდი ბაღათურია და ლევან ვეფხვაძე.

აჭარის უზენაესი საბჭოს და დედაქალაქის ორ ოლქში შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.

წაკითხულია: 785 | თარიღი: 13.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აჭარის არჩევნების მონიტორინგის მიზნით შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფის შემადგენლობა ცნობილი დღეს უნდა გახდეს.

ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის ინიციატივით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოვიდა და მიზეზად აჭარის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების მნიშვნელობა დაასახელა.

ინტერფრაქციული ჯგუფის ამოცანა წინასაარჩევნო, საარჩევნო და ხმის დათვლის პროცესებზე მონიტორინგი იქნება. ამას გარდა, პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობას უწყებათაშორისი სამთავრობო ჯგუფის შექმნის ინიციატივითაც მიმართა, რომელიც დახმარებას პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფს გაუწევს.

ინტერფრაქციულმა ჯგუფმა დაკომპლექტების შემდეგ მუშაობა დღესვე უნდა დაიწყოს. ჯერჯერობით ცნობილი ამ ჯგუფის პარლამენტის ოპოზიციონერი წარმომადგენლები არიან - ჯონდი ბაღათურია და ლევან ვეფხვაძე.

აჭარის უზენაესი საბჭოს და დედაქალაქის ორ ოლქში შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.

წაკითხულია: 807 | თარიღი: 13.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსი ოკუპანტები ახალგორსა და საჩხერის რაიონის სოფელ პერევში უკანონოდ გახსნილ ბლოკ-საგუშაგოებს კვლავ ამაგრებენ. 

ამ ეტაპზე სოფლებიდან რუსების გასვლის მზადებაც არ შეინიშნება.

ახალგორში შეიარაღებულთა რიცხვი დღთიდღე იზრდება.

ამ დრომდე რუსული ოკუპაციის ქვეშ დიდი ლიახვის ცხრა და პატარა ლიახვის ექვსი სოფელიც რჩება.

წაკითხულია: 821 | თარიღი: 13.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

მოსკოვი აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტად მოქმედ დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას ამზადებს. ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მედია-ცენტრს სოხუმიდან სარწმუნო წყარომ აცნობა.

წყაროს ინფორმაციით, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება მალე შესაძლოა დაპირისპირების კერად იქცეს, რადგან კრემლში ინტენსიურად მუშაობენ ბაღაფშის უფრო პრორუსული ორიენტაციის მქონე პრეზიდენტით ჩანაცვლების საკითხზე. აფხაზურ სეპარატისტულ ისტებლიშმენტში კი ასეთ სახედ რუსები სერგეი შამბას მოიაზრებენ, რომელიც თავიდანვე ცნობილი იყო ქართველების მიმართ აგრესიულობითა და შეურიგებელი პოზიციით.

როგორც სეპარატისტულ ხელისუფლებასთან დაახლოებული წყარო მიუთითებს, შამბას მოსალოდნელი გაპრეზიდენტების თემა რუსულ პოლიტიკურ წრეებში მზარდად პოპულარული ხდება. ახალგაზრდა, ენერგიული და ქართველების მიმართ არალოიალურად განწყობილი ლიდერი რუსებსაც აწყობთ და აგრესიული სეპარატიზმის მომხრეებსაც აფხაზეთში.

წყაროს ცნობით, მოახლოებული არჩევნების წინ, შესაძლოა სეპარატისტულ ხელისუფლებაში ვითარება დაიძაბოს. გამორიცხული არ არის ბაღაფშისა და შამბას დაპირისპირებამ აფხაზეთში პოლიტიკური კლიმატი რადიკალურად შეცვალოს.

გასული საუკუნის 90-იან წლებიდან შამბა იყო ომის პარტიის ერთ ერთი მედროშე და “სეპარატიზმის რეზერვუარად” ცნობილი ე.წ. სახალხო ფორუმის “აიდგილარას” ლიდერი, რომელმაც ფაქტობრივად იტვირთა აფხაზეთის კონფლიქტის იდეოლოგიური საფუძვლების მომზადება. მიუხედავად იმისა, რომ შამბამ თავის დროზე თბილისში დაამთავრა ასპირანტურა და აქვე დაიცვა დისერტაცია, იგი მაინც პრორ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 780 | თარიღი: 13.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

კიევის სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქმის განხილვა გადადო.

“პოდრობნოსტი.უა”-ს ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენის სამდივნომ გაასაჩივრა კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილება ვიქტორ იუშჩენკოს განკარგულების მოქმედების შეჩერების შესახებ. იუშჩენკომ 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.

სააპელაციო სასამართლოს სხდომა დღეს, 16.00 საათზე გაიმართება. საქმის განხილვის გადადება “იულია ტიმოშენკოს ბლოკის” შუამდგომლობის გამო მოხდა.

ბლოკის წარმომადგენელმა ვალერი პისარენკომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში არ ჩატარდება.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ კიევის პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და კიევის სააპელაციო ადმინისტრაციული სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის გამო.

“იულია ტიმოშენკოს ბლოკის” წევრებმა პრეზიდენტის სამდივნოს საჩივრის განხილვას სასამართლოში ხელი შეუშალეს.

წაკითხულია: 840 | თარიღი: 13.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ქართული დასიშუალედური არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანიას დღეს იწყებს.

 

... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 868 | თარიღი: 13.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საპრეზიდენტო არჩევნებამდე 23 დღით ადრე აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი ბარაკ ობამა გამოკითხვის შედეგების მიხედვით ლიდერის პოზიციას იმყარებს.

გამოკითხვის თანახმად, რომელიც სააგენრო “როიტერის” შეკვეთით ჩატარდა, ამომრჩეველთა 49 პროცენტი ბარაკ ობამას უჭერს მხარს, ხოლო - 43 პროცენტი ჯონ მაკკეინს.

გამოკითხვის ავტორთა განცხადებით, ბარაკ ობამას ლიდერობას შესაძლოა “სტატისტიკურად მნიშვნელოვანი” ეწოდოს.

შეგახსენებთ, რომ ბარაკ ობამა, ისევე, როგორც მაკ კეინი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აგვისტოს მოვლენების შემდეგ, მან ცალსახად დაგმო და გააკრიტიკა რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. მისი თქმით, რუსეთი და საქართველო სახიფათო კონფრონტაციის წინაშე აღმოჩნდნენ და ამის მიზეზი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის კოფლიქტებია.

ობამამ დაადასტურა, რომ აღნიშნული ტერიტორიები საქართველოს კუთვნილებას წარმოადგებს, “მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეჭვქვეშ აყენებს”. ობამას განცხადებით, ვითარების სტაბილიზაციისთვის ყველა მხარემ უნდა იზრუნოს, პირველ რიგში, რუსეთმა. ობამამ რუსეთს მოუწოდა უარი თქვას აგრესიულ ნაბიჯებზე. მისი თქმით, პრობლემა მხოლოდ პოლიტიკური გზით უნდა გადაწყდეს.

თავის დროზე, მან პუტინის პოლიტიკაც გააკრიტიკა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. კერძოდ, “რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულება დაამყაროს ახლო სამთავრობო და სამართლებლივი კავშირები საქართველოს რეგიონებთან - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, საქართველოს ხელისუფლე ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 807 | თარიღი: 13.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა ადგილობრივი თვითმმართველობის და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 875 | თარიღი: 13.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

 საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ლატვიის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებს ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 854 | თარიღი: 13.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორცილებული სამხედრო ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 856 | თარიღი: 13.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი პაატა დავითაია დღეს  დიპლომატიურ კორპუსს შეხვდება.

დავითაია დიპლომატებისგან კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით მოსაზრებებსა და წინადადებს მოისმენს.

რაც შეეხება კომისიის სხდომებს, პირველი სხდომა შაბათს გაიმართა და მასზე დებულება მიიღეს, რომელიც ხვალინდელ ბიუროს სხდომაზე დამტკიცდება.

კომისიის მორიგი სხდომა პარასკევს შედგება, რომელზეც უკვე მუშაობის გრაფიკზე და კომისიაში დასაბარებელ თანამდებობის პირებზე იმსჯელებენ. ასევე, გაირკვევა რამდენად მოხერხდება და რომელ ტელეარხზე გადაიცემა კომისიის მნიშვნელოვანი სხდომები პირდაპირ ეთერში.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიაში 10 დეპუტატი შედის. კომისია სამი თვის განმავლობაში იმუშავებს.

წაკითხულია: 840 | თარიღი: 13.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz