საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, რუსეთისადმი სანქციების დაწესება საქართველოს თვითმიზანი არ არის.
როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს თვითმიზანი შედეგის მიღწევაა.
მისივე თქმით, ევროკავშირმა ჯერ მოახერხა, რომ ნაბიჯნაბიჯ წაეყვანა რუსეთი ვითარების ნორმალიზაციისკენს.
"ევროკავშირმა მოახერხა, რუსეთი დაეთანხმებინა ცეცხლის შეწყვეტასა და შეიარაღებული ძალების შეჩერებაზე, შემდეგ დამკვირვებლების განლაგებაზე და ე.წ. ბუფერული ზონებიდან გასვლაზე", - განაცხადა ბაქრაძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი ასეთივე თანმიმდევრული იქნება ამ პოლიტიკის გაგრძელებაში, რისი შემდეგომი ნაბიჯები 7 აგვისტოს სტატუს-კვოს დაბრუნება და დამკვირვებლების უშუალოდ კონფლიქტის ზონებში განლაგებაა.
როგორ განხორციელდება ეს თანმიმდევრული პოლიტიკა, სანქციებით თუ მოლაპარაკებების გზით, როგორც ბაქრაძე ამბობს, ეს თავად ევროკავშირის გადასაწყვეტია.
|