სამშაბათი, 19.03.2024, 14:18
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » ოქტომბერი » 03

ახალგორში დე-ფაქტო რესპუბლიკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინააღმდეგ ტერაქტი განხორციელდა, - იუწყება "ინტერფაქსი".


"განხორციელდა თავდასხმა სამხრეთ ოსეთის ლენინგორის რაიონის ადმინისტრაციის უფროსზე ანატოლი მარგიევზე. რაიონის ქართული სოფლების ახლოს, მოხდა აფეთქება, როდესაც მარგიევი ცხინვალისკენ მიემგზავრებოდა. მანქანა მთლიანად დაიწვა. მარგიევმა შეძლო მანქანიდან გადასვლა", - განაცხადა დე-ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს წარმომადგენელმა.


შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

წაკითხულია: 830 | თარიღი: 03.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

თავდაცვის სამინისტროში რეზერვისტთა მომზადების სრულიად ახალი კონცეფცია მუშავდება. 

როგორც თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი გივი თარგამაძე განმარტავს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ დეტალების შესწავლა და ანალიზი, რომელიც რეზერვისტებთან მიმართებაში როგორც საომარი მოქმედებების დროს, ასევე მანამდე, მათი მომზადების პერიოდში გამოჩნდა. 

“ახალი კონცეფცია ამ ანალიზის დასრულების შემდეგ დაიდება” – განაცხადა დეპუტატმა და დასძინა, რომ კონცეფციის შემუშავების პროცესში აქტიურად არიან ჩართულები საქართველოს ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები

წაკითხულია: 859 | თარიღი: 03.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსმა სეპარატისტებმა გალის რაიონში დღეს, 10:00 საათზე სოფელ ჭუბურხინჯში, ფიჩორსა და ოტობაიაში პროკლამაციები გაავრცელეს.


როგორც  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მედია-ცენტრში განაცხადეს, რუსული ვერტმფრენებიდან გალის რაიონის ქართულ მოსახლეობაში ორი ტიპის პროკლამაციები ჩამოყარეს.


პროკლამაციებში მიხეილ სააკაშვილისა და კონდოლიზა რაისის გაშარჟებული სურათები და ქართულ-რუსული ომის დროს დაღუპული ადამინებისა და საბრძოლო ტექნიკის ფოტოებია განთავსებული.


პროკლამაციებში რუსები აგვისტოში მომხდარ მოვლენებში საქართველის ხელისუფლებას ადანაშაულებენ. აგრესორები გალში მცხოვრებ ეთნიკურად ქართულ მოსახლეობას მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ აფხაზური სახელმწიფოს მშენებლობაში.
მსგავსი შინაარსის პროკლამაციები რუსმა აგრესორებმა გალის რაიონში ორი დღის წინაც გაავრცელეს.

წაკითხულია: 808 | თარიღი: 03.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ცხინვალის ცენტრში, რუსი სამშვიდობოების ბატალიონის დისლოკაციის ადგილის მახლობლად აფეთქება მოხდა.

“ინტერფაქსის” ცხინვალის კორესპოდენტის ინფორმაციით, დაახლოებით 16:40 საათზე ცხინვალის ცენტრში, რუსი სამშვიდობოების ბატალიონის დისლოკაციის ადგილის მახლობლად ძლიერი აფეთქება მოხდა, რის გამოც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებში მინები ჩაიმსხვრა. 

წინასწარი მონაცემებით, აფეთქდა ავტომანქანა. 

მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით სხვა დეტალები ცნობილი არ არის.

წაკითხულია: 783 | თარიღი: 03.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

“ლეიბორისტული პარტია” საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართვას უგზავნის.

მიმართვაში ნათქვამია, რომ “სააკაშვილისმიერ მართული ტელევიზიების მხრიდან პარტიის ლიდერების მიერ ჩატარებული პრესკონფერენციების მიზანმიმართული დაბლოკვა გრძელდება”.

ამის მაგალითად პარტიას 2 ოქტომბერს მისი ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გუგავას მიერ “აგვისტოს მოვლენების დროს ხელისუფლების წარმომადგენლების ამაზრზენ ქმედებებთან” დაკავშირებით გამართული პრესკონფერენცია მოჰყავს, რომელიც ტელეკომპანია “კავკასიის” გარდა, არცერთი სხვა ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებებში არ გაშუქებულა.

“აღნიშნული წერილით გვსურს, გაცნობოთ იმ ცენზურის შესახებ, რომელიც ქვეყანაში “ლეიბორისტული პარტიის” წინააღმდეგ მოქმედებს”, - ნათქვამია მიმართვაში.

წაკითხულია: 817 | თარიღი: 03.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ცხინვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.


ამის შესახებ ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტი იუწყება.
შეხვედრის მსვლელობისას ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის საელჩოს ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული საკითხი განიხილება. მხარეები ასევე განიხილავენ რომელიმე შენობაში რუსეთის საკონსულოს დროებითი განთავსების საკითხს.
ცხინვალში რუსეთის საელჩოს გახსნა უახლოეს მომავალში იგეგმება.

წაკითხულია: 903 | თარიღი: 03.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელებს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 784 | თარიღი: 03.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ”თანასწორობის ინსტიტუტის” წევრი გოგა ხაინდრავა საფრანგეთისთვის პოლიტიკური თავშესაფარის თხოვნით მიმართვას არ აპირებს.

ამის შესახებ ”თანასწორობის ინსტიტუტის” წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომელიც საფრანგეთში მყოფ გოგა ხაინდრავას სააგენტოს თხოვნით დაუკავშირდა.

მისი თქმით, გოგა ხაინრავამ კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგი საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების მოთხოვნით იმყოფება. 

”არ ვაპირებ, საფრანგეთს პოლიტიკური თავშესაფარი ვთხოვო. მიუხედავად ყველაფრისა, მე სამშობლოს ვერ ვუღალატებ. მე არ ვარ ის კაცი, საქართველო დავტოვო და თავშესაფარი სხვა ქვეყანაში ვეძიო”, - აცხადებს ხაინდრავა.  

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გოგა ხაინდრავა საფრანგეთისთვის პოლიტიკური თავშესაფრას თხოვნით მიმართვას აპირებს, გუშინ საპარლამენტო კულუარებში გავრცელდა.

წაკითხულია: 780 | თარიღი: 03.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთის საელჩო ცხინვალში უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში რუსეთის საელჩოს განთავსების ადგილის განსაზღვრისა და საკონსულო განყოფილების შესაფერის შენობაში დროებით განთავსების შესაძლებლობებს დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამუშაო ჯგუფი ცხინვალში, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილავს.

“ვფიქრობთ, რომ რუსეთის საელჩო ცხინვალში უახლოეს ხანებში დაიწყებს ფუნქციონირებას. ამჟამად განიხილება საელჩოსთვის შესაფერისი შენობის გამოყოფის საკითხი. ცხინვალის ხელისუფლება რუსეთთან ყოველმხრივი ურთიერთობის განვითარებას გეგმავს”, - განუცხადა “ინტერფაქსს” დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალან ტულეევმა.

წაკითხულია: 816 | თარიღი: 03.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ლიდერის სერგეი ბაღაფშის განცხადებით,  ის  საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას არ აპირებს. 

ამის შესახებ ბაღაფშმა თურქეთის აფხაზურ დიასპორასთან სოხუმში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.


"საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას არ გავმართავს. მიხეილ სააკაშვილი ოსი ხალხის წინააღმდეგ აგრესიაშია დამნაშავე. იგი ამავე ხვედრს გვიმზადებდა ჩვენც. ამ დანაშაულებრივ რეჟიმთან არაფერზე საუბარს არ ვაპირებთ", - განაცხადა ბაღაფშმა. 

მისი თქმით, აფხაზეთი საქართველოსთან საზღვარს გაამაგრებს.

წაკითხულია: 798 | თარიღი: 03.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის საომარი მოქმედებების შემდეგ სამხედრო ბიუჯეტს ზრდის.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტმა უკვე მიღებულ 2009-2011 წლის ბიუჯეტში შესატანი შესწორებების პროექტი შეიმუშავა, რომლის თანახმად, 2009 წელს ბიუჯეტის სამხედრო ხარჯები მინიმუმ, 68 მილიარდი რუბლით უნდა გაიზარდოს.

ამის შესახებ გაზეთი “კომერსანტი” წერს, რომელიც სამხედრო ხარჯების ზრდას “სამხრეთ ოსეთის ოპერაციის საფასურად” აფასებს.

ამასთან, თავდაცვის კომიტეტი გამოდის წინადადებით 2009 წელს გამოიყოს დამატებითი 24,6 მილიარდი რუბლი სამხედრო და სპეციალური ობიექტების მშენებლობისთვის. თავდაცვის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისთვის ხარჯების 39,8 მილიარდი რუბლით გაზრდა ვარაუდობენ, ყაზარმების კაპიტალური რემონტისთვის კი 6,6-დან 10 მილიარდამდე ვარაუდობენ.

წაკითხულია: 831 | თარიღი: 03.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

მოსკოვს უკრაინის ხელისუფლების “ბევრი ქმედება აშფოთებს”. 

როგორც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინელ კოლეგასთან იულია ტიმოშენკოსთან შევხედრისას განაცხადა, “მოსკოვს უკრაინის მოქმედ ხელისუფლებასთან ბევრი კითხვა აქვს”. 

“თქვენი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის კურსში ბევრი რამ გვაშფოთებს. გეუბნებით ამას პირდაპირ!” – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ “ეს ყველაზე მეტად საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის დროს უკრაინის ხელისუფლების პოზიციას და არა მარტო ამ საკითხს ეხება”.

“ეს ეხება საერთო ისტორიის დამახინჯებისა და იმ პირთა რეაბილიტირების მცდელობას, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებთან თანამშრომლობდნენ, ეს ეხება შავი ზღვის ფლოტის ბაზირების ირგვლივ შექმნილ სიტუაციასაც”, - განაცხადა რუსეთის პრემიერმა.

როგორც ცნობილია, უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელიც ბოლო დროს პრეზიდენტ იუშჩენკოს ღიად დაუპირისპირდა, მათ შორის საქართველოსთან იარაღით ვაჭრობაში დასდო ბრალი, მოსკოვს უშუალოდ პუტინის მიწვევით ესტუმრა და გუშინ მასთან ხანგრძლივი მოლაპარაკებები გამართა.

წაკითხულია: 824 | თარიღი: 03.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  და გერმანიის შპაიერის საჯარო მმრთველობის უმაღლესი სკოლა დღეს გამართავენ ერთობლივ კონფერენციას თემაზე “საჯარო მმრთველობის ევროპეიზაცია და ინტერნაციონალიზაცია” (გერმანული გამოცდილება და ქართული პერსპექტივები).

 

კონფერენციას დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ: თსუ-ს რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა, შპაიერის საჯარო მმრთველობის უმაღლესი სკოლის რექტორი, პროფესორი კარლ-პეტერ ზომერმანი,

 

კონრად ადენაუერი ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 811 | თარიღი: 03.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz