აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ლიდერის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, ის საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას არ აპირებს.
ამის შესახებ ბაღაფშმა თურქეთის აფხაზურ დიასპორასთან სოხუმში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
"საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას არ გავმართავს. მიხეილ სააკაშვილი ოსი ხალხის წინააღმდეგ აგრესიაშია დამნაშავე. იგი ამავე ხვედრს გვიმზადებდა ჩვენც. ამ დანაშაულებრივ რეჟიმთან არაფერზე საუბარს არ ვაპირებთ", - განაცხადა ბაღაფშმა.
მისი თქმით, აფხაზეთი საქართველოსთან საზღვარს გაამაგრებს.
|