|
Главная » 2008 » ოქტომბერი » 06
უკრაინის რადა-ს თავმჯდომარე არსენ იაცენუკი აგვისტოს მოვლენებზე საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდმარის ნინო ბურჯანაძის მიერ დასმულ 43 კითხვას ეთანხმება. ნინო ბურჯანაძის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბურჯანაძესთან შეხვედრისას იაცენუკიმ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში განვითარებული მოვლენების ანალიზი და დასძინა, რომ იმ 43 კითხვიდან, რომელიც ბურჯანაძემ ხელისუფლებას დაუსვა, თითოეულს თავადაც მოაწერდა ხელს. შეხვედრა ბურჯანაძესა და არსენ იაცენუკს შორის ბურჯანაძის უკრაინაში ვიზიტისას, “დიპლომატიურ კლუბში” შედგა, სადაც ბურჯანაძე დიპლომატიური კორპუსის, უკრაინის პოლიტიკური წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს პასუხობდა. უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში “დემოკრატიული განვითარების ფონდის” პრეზიდენტმა ნინო ბურჯანაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთან და პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოსთან, სადაც ბურჯანაძემ უკრაინის ხელისუფლებასა და უკრაინელ ხალხს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრებისას მთავარი თემა კი, რუსეთ-საქართველოს ომი და საქართველო-უკრაინის ურთიერთობები იყო. ვიზიტის დასასრულს ნინო ბურჯანაძემ უკრაინული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენელთათვის საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ “იალტის ევროპული ინიციატივის” საერთაშორისო კონფერენციაზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობის აუცილებლობაზე ისაუბრა. კონფერენციას ნინო ბურჯანაძე საგანგებო
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 885 |
თარიღი: 06.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საჩხერის რაიონის სოფელ პერევში რუსეთის უკანონო ბლოკ-პოსტი 8 ოქტომბერს გაუქმდება.
აღნიშნული ინფორმაცია საჩხერის გამგებელმა ზურაბ ცერცვაძემ დაადასტურა.
ამ დროისათვის საჩხერის რაიონის სოფელ პერევში უკანონო ბლოკ-პოსტზე რუსი ოკუპანტების არანაირი გადაადგილება არ შეინიშნება. თუმცა, როგორც სოფლის ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რუსები მათთან საუბარში ხშირად ახსენებენ, რომ მათ საქართველოდან გასვლა სურთ, თუმცა ბრძანებას მეთაურები არ აძლევენ.
“ჩვენი ინფორმაციით, საჩხერიდან მათი გასვლა 8 ოქტომბერს უნდა მოხდეს”, - განუცხადა ჟურნალსტებს რაიონის გამგებელმა ზურაბ ცერცვაძემ.
ამ დროისათვის სოფელში სიწყნარეა.
წაკითხულია: 819 |
თარიღი: 06.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებითი საპარლამენტო კომისიაში უმცირესობიდან გიორგი ახვლედიანის ნაცვლად, სავარაუდოდ, ნიკა ლალიაშვილი შევა.
აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კომიისიის წევრები უმცირესობიდან დიმიტრი ლორთქიფანიძე, ლევან ვეფხვაძე და გიორგი ახვლედიანი იქნებოდნენ, თუმცა დღეს გადაწყდა, რომ ახვლედიანის ნაცვლად კომისიის წევრი ნიკა ლალიაშვილი გახდება.
რაც შეეხება უმრავლესობას, კომისიის წევრებად, სავარაუდოდ, ხათუნა გოგორიშვილი, პავლე კუბლაშვილი და სამსონ ქუთათელაძე დასახელდებიან.
კომისიის შემადგენლობა ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე უნდა დაამტკიცონ.
წაკითხულია: 817 |
თარიღი: 06.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსი ოკუპანტები ქარელის რაიონის სოფლებს ტოვებენ.
ამჟამად სოფელ ქვემო ტკოცოსთან რუსული საგუშაგოს დემონტაჟი მიმდინარეობს. ოკუპანტები ხსნიან კარვებს, მავთულხლართებს, ჩამოხსნეს დროშა და გაყავთ სამხედრო ტექნიკა.
სოფელი ქვემო ტკოცო ცხინვალიდან 50 კმ-ში მდებარეობს. აღნიშნული სოფლის შემდეგ კიდევ 11 ქართული სოფელია ოკუპირებული.
ქვემო ქართლის გუბერნატორის ლადო ვარძელაშვილის განცხადებით, რუსული ტექნიკის გასაყვანად სპეციალურ ტექნიკას ელოდებია. ვარაუდობენ, რომ ოკუპანტები დღის ბოლოსთვის გავლენ. სოფელ ქვემო ტკოცოს გარდა ოკუპანტების გასვლას კარალეთიდან და ვარიანიდანაც ელოდებიან.
წაკითხულია: 827 |
თარიღი: 06.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ახლა, როცა საქართველოს თემა გაზეთების პირველი გვერდებიდან ჩამოვიდა, დადგა დრო დავფიქრდეთ, თუ რა იდგა სინამდვილეში რუსეთის მასშტაბური შეტევის უკან.
სრულიად ცხადია, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთში თავისი ერთგული თავზეხელაღებული მოკავშირეების მიერ თბილისის მუდმივი პროვოცირების გზით ომი დააჩქარა. თუ პრემიერ პუტინის სიძულვილს საქართველოს პრეზიდენტისადმი სათვალავში არ ჩავაგდებთ, მაშინ რა იყო ეს - სამაგიეროს გადახდა კოსოვოს გამო თუ ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე მეზობელი სახელმწიფოებისადმი მუქარის გზავნილი - შეცვალონ თავიანთი პროდასავლური კურსი? შესაძლოა ორივე, მაგრამ ეს თუ მართლა ასეა, ცხადია ამან არ იმუშავა.
საქართველოში რუსეთის შეჭრიდან ორ დღეში პოლონეთმა აშშ-სთან ანტისარაკეტო სისტემების განათავსებაზე ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, მაშინ, როცა მანამდე მთელი ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. გარდა ამისა, რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებმა მისი ბაზრიდან 35 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გამოიტანეს. ისინი ღიად აფიქსირებენ დასავლეთთან დაახლოების სურვილს.
რასაკვირველია, პუტინის გეგმებში ტრანსატლანტიკური კავშირის განმტკიცება არ შედიოდა, მაგრამ მან სწორედ ეს გააკეთა. პუტინისთვის სულ ერთია კოსოვოელი სერბები ან ოსები, რომლებიც მას მოვლენათა განვითარების შედეგად ერგო. მისი მთავარი მიზანი იმ ენერგეტიკული მილსადენების ტრანზიტზე კონტროლია, რომლებიც ამ რეგიონზე გადის. რუსეთმა ღიად განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გავლით დასავლეთის მიერ გაზსადენ ”ნაბუკოს” მშენებლობის საწინააღმდეგო სტრატეგიას გაატარებს, რამდენადაც ამ გზით ევროპაში არარუსული გაზი გაივლის, რომელსაც მოსკო
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 908 |
თარიღი: 06.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ევროპის საერთაშორისო დემოკრატთა კავშირი გმობს ისეთ მცნებას, როგორიცაა გავლენის სფეროები და სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში ევროპის საერთაშორისო დემოკრატთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე იან პეტერსონმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა და დასძინა, რომ ”გავლენის სფეროების” ცნება მიუღებელია განსაკუთრებით 21-ე საუკუნეში.
მისი თქმით, საქართველოში ვიზიტის მიზანი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე უახლესი ინფორმაციისა და ხედვის გაცნობაა, რათა ევროპაში სათანადო და ობიექტური მესიჯები წაიღოს. ამასთან, ვიზიტის კიდევ ერთ მიზნად სტუმარმა ევროპის საერთაშორისო დემოკრატთა კავშირის საქართველოსადმი მხარდაჭერისა და თანადგომის დემონსტრირებაც დაასახელა.
ამას გარდა, სრტუმარმა აღნიშნა, რომ იგი მომხსენებელია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს საკითხებზე, ამიტომ მისთვის დღევანდელ ვიზიტს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. პეტერსონმა დასძინა, რომ ორი დღის წინ კავშირის აღმასრულებელმა კომიტეტმა სპეციალური განცხადებაც გააკეთა, სადაც საქართველოსადმი სრული მხარდაჭერა გამოხატა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის განცხადებით კი, ევროპის საერთაშორისო დემოკრატთა კავშირი წამყვანი მემარჯვენე ორიენტაციის ორგანიზაციაა, რომელსაც ყველა საერთაშორისო ევროპულ ორგანიზაციებში სერიოზული წარმომადგენლობა ჰყავს.
მისი თქმით, ამ კავშირში ”საქართველოს ნაციონალური მოძრაობაცაა” გაერთიანებული, რაც ქვეყნის პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან რაც მეტი პოლიტიკური პარტია გაერთიანდება საე
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 819 |
თარიღი: 06.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
სამაჩაბლოში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით ”მშვიდობა …კავკასიაში” ფონდის დამფუძნებლების მიმართვა კულტურის მოღვაწეებს
როგორც იქნა, ისინი დაბრუნდნენ!
ო, დაუვიწყარი დღეები ერთობისა! ო, ბედნიერება ეზიარო დიდებულ გრძნობას სახელით კლასი? ო, დაუვიწყარი დრო აგრესიული კოლექტიური წერილებისა!
- ”ჩვენ ყველა, როგორც ერთი, განვიკითხავთ, განრისხებულად ვდაღავთ ამერიკულ იმპერიალიზმს, ფრანკოს რეჟიმს, დიქტატორ სამოსას, აკადემიკოს სახაროვს, მკვლელებს თეთრ ხალათებში, მწერალ პასტერნაკს”...
ჩვენ, მე და ჩემმა მეგობრებმა - წავიკითხეთ თქვენი კოლექტიური წერილი, ბატონებო! ჩვენ ის ერთხელ წავიკითხეთ და არ დავუჯერეთ ჩვენს თვალებს - ო, არა, ამისთანა ადამიანებს შეუძლებელია ასეთი რამ დაეწერათ! დაეწერათ და ხელი მოეწერათ! თვალებს არ დავუჯრეთ და ისევ თავიდან წავიკითხეთ. არა, სამწუხაროდ, ყველაფერი სწორია, ჩვენმა თვალებმა არ მოგვატყუეს.
თქვენს ნამუსზე ვტოვებ ისეთ სტილისტურ გესლიან ფრაზებს, როგორიცაა გამოუცხადებელი ომი, რომელიც აშშ-მ და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა გააჩაღეს რუსეთის წინააღმდეგ, მოძმე საქართველოს მეშვეობით”. (თქვენი გეზი)
თქვენივე სიტყვებია:… ”რუსეთმა… აირჩია დემოკრატიული განვითარების გზა” -ამას ამბობენ იმ ქვეყნის შესახებ, სადაც ბრწყინვალებას სწორედ ამ დემოკრატიული განვითარებისა ერთი მეორის მიმდევრობით ადეკვატურად აფასებენ სტრასბურგში, აღიქვამენ ცრემლნარევი იუმორით - ანდა, როგორც დარდიანი კაზუსი უცნაურად შეცვლილი აზროვნებისა.
ციტატა თქვენი წერილიდან: ”ქართულმა არმიამ მიწასთან გაასწორა ათობით დასახლებული პუნქტი... გაანადგურა სკოლები, საბავშვო ბაღები, საცხოვ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 781 |
თარიღი: 06.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის საქართველოში ვიზიტის შედეგები თბილისსა და ერევანს შორის გამართულ ტელეხიდის დროს შეაფასეს.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამ ვიზიტის მნიშვნელოვანს უწოდებს, თუმცა აცხადებს, რომ ჯავახეთში რუსული პასპორტების დარიგების შემთხვევაში, საქართველოში სეპარატიზმის კიდევ ერთი კერა გაჩნდება.
ტელეხიდის ეროვნული მონაწილეების თქმით, სერჟ სარქისიანის ვიზიტი სიმბოლური ხასიათის იყო, რათა აღარ დარჩენილიყო ეჭვი, რომ სომხეთი საქართველოს მხარს არ უჭერს.
მსჯელობის მთავარი თემა კი ახალი მაგისტრალის მნიშვნელობა გახდა, რომელიც ერევანს, ახალციხისა და აჭარის გავლით, თურქეთს დააკავშირებს. პრეზიდენტის მრჩევლის, ვან ბაიბურთის თქმით, სომხეთისა და საქართველოსთვის ეს მაგისტრალი ერთნაირად მნიშვნელოვანია, რადგან სომეხი ტურისტები უფრო მარტივად მოახერხებენ საზღვაო კურორტზე დასვენებას.
სომხური მხარის წარმომადგენლის, ალექსადრე ისკანდარიანის თქმით, ქართველი პოლიტიკოსების აზრი, რომ ეს საგზაო მაგისტრალი “როკის გვირაბი 2” იქნება, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მისი თქმით, კონფლიქტები გვირაბიდან არ იწყება და მან მაგალითად ყარაბაღის კონფლიქტი მოიყვანა, სადაც გვირაბი არ ფიგურირებს.
ქართული მხარის წარმომადგენლები კი მაინც სკეპტიკურად უყურებენ ამ საკითხს და აღნიშნავენ, რომ სომხეთისა და ბათუმის დამაკავშირებელი გზა შესაძლოა, რუსეთმა თავისი ინტერესების განსახორციელებლად გამოიყენოს.
ექსპერტ, ნიკო ორველაშვილის თქმით, სომხეთისა და ბათუმის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა რეალურ საფრთხეს შეუქმნის სამცხე-ჯავახეთს, სადაც სომხები არიან დასახლებული.
- “სამწუხაროა,
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 909 |
თარიღი: 06.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთში საქართველოს ინტერესების გასატარებლად საქართველომ შვიცარიას მიმართა.
ამის თაობაზე განცხადება დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ გააკეთა. მისი თქმით, შვეიცარიიდან თანხმობა ფაქტიურად მიღებულია ამ საქმიანობის გაწევაზე, თუმცა თანხმობა უნდა განაცხადოს თავად რუსულმა მხარემაც. მოლაპარაკებები ამ მიმართულებებით შვეიცარიასთან გაგრძელდება.
როგორც ცნობილია, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის გამო, რუსეთის ინტერესებს საქართველოში შვეიცარიის საელჩო განახორციელებს და ამის თაობაზე თანხმობა საქართველომ უკვე განაცხადა.
საქართველო მიესალმება შვეიცარიის მიერ საქართველოში რუსეთის დიპლომატიური ინტერესების გატარებას.
როგორც დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, საქართველოს ჯერჯერობით შვეიცარიიდან ოფიციალური ნოტა არ მიუღია, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა შვეიცარიის წარმომადგენელთან და სწორედ ამ შეხვედრაზე იყო საუბარი იმის თაობაზე, რომ შვეიცარია საქართველოში განახორციელებს დიპლომატიურ ინტერესებს იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სამხედრო დაპირისპირების გამო დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილია.
როგორც ნინო კალანდაძემ აღნიშნა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შვეიცარია რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებს განახორციელებს საქართველოში, საუბარია მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიურ ურთიერთობაზე.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე იქნება ტექნიკური მომსახურების განხორციელება, თუმცა მოგვიანებით შესაძლებელია შვეიცარიის საელჩომ საკონსულო მომსახურებაც განახორციელოს.
- ”შვეიცარ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 919 |
თარიღი: 06.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ქართულ პოლიტიკაში ბოლო დროს პოპულარული გახდა ყოფილი სახელისუფლებო პირების გაოპოზიციონერება. საგარეო საქმეთა მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის გაოპოზიციონერების შემდეგ, პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობასთან დაკავშირებით, პრეტენზიები დიდი ხნის განმავლობაში აღარავის გამოუთქვამს. ეს დუმილი ერთი წლის წინ თავდაცვის ექს-მინისრტმა, ირაკლი ოქრუაშვილმა დაარღვია თავისი ცნობილი აღსარებით.
ბოლო დღეებში კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის მხრიდან გამოიკვეთა გაოპოზიციონერების მცდელობა. 2007 წლის ნოემბრის მოვლენები არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისათვის იყო მტკივნეული. მაშინ ამ მოვლენებს, ხმაურისა და დიდი აჟიოტჟის გარეშე, რამდენიმე სახელისუფლებო სკამიც შეეწირა.
პრეზიდენტ სააკაშვილის ნავიდან გადამხტარი პოლიტიკოსები დღეს აძრომას ოპოზციის ნავზე ცდილობენ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ნიკო ორველაშვილმა განაცხადა: - საერთოდ, პოლიტიკაში მაინცა და მაინც კატეგორიული პოზიციების ქონა მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ არის შემთხვევები, როცა უნდა იყო კატეგორიული მანამდე, სანამ ობიექტი, სულ მცირე, არ მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს. ამასწინათ, ზურაბ ნოღაიდელის ’’შემტევ” ინტერვიუს ვკითხულობდი. იქეთ უტევდა ჟურნალისტს, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ქვეყანა სწორად მიდიოდა და ჩემს მერე ყველაფერი უკან-უკან წავიდაო. ღირსი არ არის ნოღაიდელი, პირისპირ დავისვა და დავუსვა ისეთი მწვავე კითხვები, წესიერ კაცს გული რომ გაუსკდება იმის მოსმენისას?
დღეს ნებისმიერ მცდელობას, რომ ეს ქვეყნის დამქცევი ხალხი, რომლებიც ზოგი ნებით გადახტა პრეზიდენტ სააკაშვილის ნავიდან და ზოგი ძალით გადააგდეს, ჩაიძირნენ, ახლა ამოტივტივდ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 813 |
თარიღი: 06.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუა "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში ტერმინ "ოკუპაციის" განმარტების ჩაწერას ითხოვს.
ამის შესახებ ნიკა რურუამ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო სამართალი კანონიერ ოკუპაციასაც იცნობს და შესაბამისად აუცილებელია კანონში დაკონკრეტდეს, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია განახორციელა.
რურუამ დასძინა, რომ წინააღმდეგ შემთხვევში, ის ემოციური მუხტი, რასაც ეს კანონი ატარებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სათანადოდ ვერ იქნება აღქმული. "ოკუპირებული ტერიტორიების" შესახებ კანონპროექტი ჯერჯერობით მხოლოდ პირველი მოსმენით არის მიღებული. არ არის გამორიცხული პარლამენტმა აღნიშნული კანონი მესამე მოსმენითაც მიმდინარე კვირას მიიღოს.
წაკითხულია: 800 |
თარიღი: 06.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოსთვის სერიოზული იარაღი უწოდა ევროსაბჭოში მიღებულ დოკუმენტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ და მიაჩნია, რომ ეს დოკუმენტი რუსეთისთვის მუდმივად "დამოკლეს მახვილივით" იქნება.
როგორც ბაქრაძემ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, "ამ იარაღით" ქართული მხარე წარმატებულად შეძლებს მიმართოს საერთაშორისო სასამართლოებს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ ეთნოწმენდაზე და მოითხოვოს ეთნოწმენდის ორგანიზატორთა გასამართლება.
ბაქრაძის თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუციის ის პუნქტი, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ რუსეთმა უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობაზე, მუდმივად დამოკლეს მახვილივით იქნება რუსეთისთვის და მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში, რუსეთი ევროსაბჭოში მუდმივად ბრალდებულის მდგომარეობაში დარჩება. "ევროსაბჭოს რეზოლუცია რუსეთისთვის დამოკლეს მახვილად იქცა და მანამ, სანამ რუსეთი რეზოლუციით დაკისრებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, იგი ევროსაბჭოს მიერ მუდმივად იქნება ბრალდებული", -აღნიშნა ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ რეზოლუციის სხვა მნიშვნელოვან პუნქტებზეც ისაუბრა, კერძოდ, რუსეთის ვალდებულებაზე, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს ჯარი და ევროკავშირის დამკვირვებლები კონფლიქტის ზონაში უნდა განლაგდნენ და ა.შ.
ევროსაბჭოში მიღებულ დოკუმენტისადმი ნეგატიურად განწყობილ ძალებს კი პარლამენტის თავმჯდომარე ურჩევს, რომ დოკუმენტს რეალური თვალით შეხედონ და ქვეტექსტებით არ ისაუბრონ.
მისი შეფასებით, დოკუმენტი ქვეყნის გამარჯვებაა და იგი საქართველოს ინტერე
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 922 |
თარიღი: 06.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსული ეკლესია საქართველოს მთლიანობას აღიარებს. დღეს მოსკოვში სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს.
რუსი სასულიერო პირები, განმარტავენ, რომ ისინი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მდებარე ტაძრებს ქართული ეკლესიის შემადგენლობაში განიხილავენ.
„რა თქმა უნდა, პოლიტიკა გავლენას ახდენს ზოგიერთ საკითხებზე, მაგრამ ამჟამად არ არსებობს საიმისო მიზეზი. რომ გადაიხედოს ეკლესიური საზღვრები. ამის შესახებ პატრიარქმაც განაცხადა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ისტორიულად ნებისმიერი ქვეყნის საეკლესიო საზღვრებს და ამჟამად არ დგას საკითხი გადაიხედოს ნებისმიერი ქვეყნის ეკლესიების საზღვარი“, - განაცხადა რუსული ეკლესიის ერთ-ერთმა ბერმა.
წაკითხულია: 863 |
თარიღი: 06.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ოპოზიციის მიერ 7 ნოემბრისთვის დაგეგმილ საპროტესტო ღონისძიებებში გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავაც გეგმავს მონაწილეობას.
“მე ყოველთვის ვიქნებით იქ, სადაც ქართული საზოგადოება იქნება. არ ვიცი, რა შეიძლება, მოხდეს 7 ნოემბერს, მაგრამ ვიცი, რა აღარ შეიძლება, გაგრძელდეს: აღარ შეიძლება, გაგრძელდეს სააკაშვილის რეჟიმი საქართველოში, - ეს არის უბედურება ჩვენი ქვეყნისთვის” – აცხადებს საფრანგეთში მყოფი ხაინდრავა.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი თავს “ეროვნული საბჭოს” იმ ნაწილის წევრად თვლის, რომელმაც “დღემდე ერთობა შეინარჩუნა” და აცხადებს, რომ არ გაუწყვეტია მეგობრობა და თანამშრომლობა კოკა გუნცაძესთან, კახა კუკავასთან, კობა დავითაშვილთან და “ეროვნულ ფორუმთან”.
“თავის დროზე ვთქვი, რომ “ეროვნული საბჭო” ვირტუალურია და ფაქტობრივად დაიშალა... ეს იმიტომ განვაცხადე, რომ იმ მომენტში მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა მორატორიუმი გამოაცხადა. როდესაც პოლიტიკოსები შეფასებას არ აძლევენ არსებულ ვითარებას, მაშინ პოლიტიკურ გაერთიანებებზე საუბარიც ზედმეტია. მე არ გამიწყვეტია მეგობრობა და თანამშრომლობა კოკა გუნცაძესთან, კახა კუკავასთან, კობა დავითაშვილთან, “ეროვნულ ფორუმთან”... ვფიქრობ, ჩვენ ერთობის წევრები ვართ იგივე “მემარჯვენეებთან” – აცხადებს გოგა ხაინდრავა.
როგორც ცნობილია, გაერთიანებული ოპოზიცია 7 ნოემბრისთვის საგანგებოდ ემზადება და გასული წლის ნოემბრის მოვლენების გრანდიოზული გამოსვლებით აღნიშნვას გეგმავს.
წაკითხულია: 790 |
თარიღი: 06.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია დევნილთა დაბრუნების სქემის შემუშავების ინიციატივით გამოდის.
მისი თქმით, შეიძლება, იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ევროკავშირის სწრაფი რეაგირების კორპუსს დაეკისროს და დევნილები მუდმივ საცხოვრებელ ადგილებს , მისი უშუალო ჩარევით დაუბრუნდნენ.
”15 ოქტომბრისთვის უნდა შემუშავდეს იძულებით გადაადილებულ პირთა დაბრუნების სქემა როგორც ჟენევის ფორმატში, ასევე გაეროში. საუბარია 1992 წლიდან დევნილებზე და არა მხოლოდ ბოლო საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებზე. აუცილებელი იქნება მოსახლეობის ამ კატეგორიის დაცვის სისტემის ამოქმედება”, - განაცხადა მალაშხიამ, რომლის აზრით, ამ თვალსაზრისით ყველაზე ეფექტიანი შესაძლებლობა პოლიციური და ევროკავშირის სწრაფი რეაგირების კორპუსებია.
”მათ საკმაოდ სერიოზული ბიუჯეტი აქვთ, აქვთ შეიარაღებული სტრუქტურები, საფრენი აპარატები, მძიმე ტექნიკა და ასე შემდეგ”, - განმარტა დეპუტატმა.
წაკითხულია: 872 |
თარიღი: 06.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
გიორგი თარგამაძის ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” ევროსაბჭოს ”სახალხო პარტია – ქრისტიან-დემოკრატების” ჯგუფში გაერთიანდა.
ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან დაბრუნებულმა გიორგი თარგამაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, იგი ევროსაბჭოში ვიზიტისას ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა. საუბარი საქართველოს უსაფრთხოებასთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასათან დაკავშირებულ საკითხებს შეეხო.
წაკითხულია: 897 |
თარიღი: 06.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, ევროსაბჭოში მიღებული რეზოლუციით 100%-ით კმაყოფილი ვერავინ იქნება, თუმცა ეს საქართველოსთვის საკმაოდ დადებითი დოკუმენტია. როგორც თარგამაძე განმარტავს, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რეზოლუციის დასკვნით ნაწილში რუსეთთან მიმართებაში ყველა ის ვალდებულება ჩაიწერა, რომელსაც ქართული მხარე აყენებს.
”ევროსაბჭომ საკუთარ რეზოლუციაში დააფიქსირა, რომ სამხრეთ ოსეთში ქართველების ეთნიკური წმენდა განხორციელდა, ასევე პირველად დაფიქსირდა ყველა ის რეგიონი, სადაც ევროკავშირის დამკვირვებლები უნდა შევიდნენ და ამ რეგიონებს შორის სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთიც არის დასახელებული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭო რუსეთისაგან მოითხოვს საქართველოს კონფლიქტური ზონების აღიარების გადაწყვეტილების შეცვლას”, - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ახლადდაბრუნებულმა გიორგი თარგამაძემ პარლამენტში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე.
რაც შეეხება რეზოლუციის მე-5 პუნქტს, რომელშიც რუსეთის მიერ საქართველოზე ”კონტრშეტევის” განხირციელებაზეა საუბარი, როგორც თარგამაძე აცხადებს, “ეს არის ყველაზე წინააღმდეგობრივი მუხლი”, რომლის რეზოლუციაში შეტანას ~ქრისტიან-დემოკრატები~ აქტიურ წინააღმდეგობას უწევდნენ.
”ცხინვალის რეგიონში ომის დაწყება უნდა წარმოადგენდეს საერთაშოირისო გამოძიების თემას, თუმცა თავად საქართველოს რომც დაეწყო საომარი მოქმედებები, რუსეთთან დაკავშირებით ტერმინ ”კონტრშეტევის” გამოყენება მაინც გაუმართლებელია, რადგან ეს არ იყო შეტევა
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 811 |
თარიღი: 06.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსული საიტები, ცხინვალში 3 ოქტომბერს მომხდარ აფეთქებაში ეუთოს მისიას ადანაშაულებენ. “ლენტა.რუ”-ს ცნობით, მანქანა, რომელიც ცხინვალში აფეთქდა და რომლის შედეგად რუსი ე.წ. სამშვიდობოები დაიღუპნენ, ეუთოს ეკუთვნოდა. როგორც სააგენტო ავრცელებს, ასეთი ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ანონიმური მაღალჩინოსნისგან მიიღეს, რომელიც აფეთქების თვითმხილველი იყო. მაღალჩინისნის თქმით, მანქანაში საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რომლებსაც არ ჰქონდათ დოკუმენტები. დაზუსტებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.
წაკითხულია: 802 |
თარიღი: 06.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსი ოკუპანტების საქართველოს ტერიტორიიდან გასვლა ძნელად, მაგრამ მაინც მიმდინარეობს. 5 ოქტომბერს, დილით, მოიხსნა პოსტი გორიდან რამდენიმე კილომეტრზე, იგოეთის გადასახვევის პირველივე სოფელ ალთან. ამის გამო, ევროპელი დამკვირვებლები თვლიან, რომ რუსეთი აღებულ ვალდებულებას უკვე ასრულებს. მათ იმედი აქვთ, რომ 10 ოქტომბრისთვის რუსები სამეგრელოს ტერიტორიიდანაც გავლენ.
წაკითხულია: 822 |
თარიღი: 06.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
სეპარატისტული ხელისუფლება საქართველოსთან ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას აპირებს. განსაკუთრებული შეზღუდვა მშვიდობიან მოსახლეობას ეხება. სააგენტო ”ინტერფაქსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ედუარ კოკოითი ამბობს, რომ ეს ზომა მან სწორედ მოქალაქეების დასაცავად მიიღო.
''სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბოლო დროს მომხადრი ტერაქტები გვაიძულებს, საქართველოსთან საზღვარზე კონტროლი გავამკაცროთ'', - განაცხადა კოკოითმა.
თბილისში მიაჩნიათ, რომ კოკოითი ამჯერადაც მოსკოვის კარნახით მოქმედებს. საზღვრის ჩაკეტვით ოკუპანტები შეეცდებიან კონფლიქტურ ზონებზე კონტროლი შეინარჩუნონ.
”რუსებს უნდათ, რომ კოტროლი ჰქონდეთ ამ ტერიტორიაზე, გააჭიანურონ დრო და არ გავიდნენ ამ ტერიტორიებიდან, სწორედ ამიტომ ხდება ტერაქტები ამ ზონაში. არანაირი საზღვარი არ არსებობს, ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის უფლება კი აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს,'' - აცხადებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია.
წაკითხულია: 809 |
თარიღი: 06.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
წალენჯიხის რაიონში ხუთი ძლიერი აფეთქება მოხდა.
აფეთქებები სოფელ ფახულანის საჯარო და არასრული სკოლების, ასევე საბავშვო ბაგიდან 200 მეტრის რადიუსში მოხდა.
წალენჯიხის რაიონის იმ სოფლებში, სადაც დღემდე რჩებიან საოკუპაციო ჯარები სკოლებში სასწავლო პროცესი ერთი კვირით შეწყდა.
აფეთქებას უშუალოდ ევროკავშირის სადამკვირვებლო მიისის წევრები შეესწრენენ. შემთხვევის ადგილზე მისული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საგამოძიებო ჯგუფი და სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია.
მომხდარ ფაქტებზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
წაკითხულია: 866 |
თარიღი: 06.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ”მემარჯვენეების” წევრის ფიქრია ჩიხრაძის მონაცემებით, ”ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მე-5 პუნქტში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 7 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში თავდასხმა ქართულმა მხარემ განახორციელა”.
ჩიხრაძის განცხადებით, ”რეზოლუციაში ჩაწერილი თითოეული პუნქტი ქართული საზოგადოებისთვის კარგად უნდა იყოს ცნობილი და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რეალურად რა ხდება არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც”.
როგორც მან დღეს სასტუმრო ”თბილისი მერიოტში” გამართულ პრეს-სკონფერენციაზე განაცხადა, “ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხებზე მიღებული რეზოლუციით ის დაამტკიცა, რასაც ოპოზიცია დიდი ხნის განმავლობაში ამბობდა”.
”ამ რეზოლუციაში ნათლად არის აღნიშნული, რომ 7 აგვისტოს შეიარაღებული თავდასხმა სწორედ ქართულმა მხარემ დაიწყო. აქედან გამომდინარე, საქართველო დადანაშაულებულია იმაში, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების შესახებ მსოფლიოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს გადაუხვია”, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ამასთან, იგი მიესალმება აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას და აცხადებს, რომ ”გამოძიების საშუალებით სიმართლე უნდა გაირკვეს და ყველაფერს ფარდა უნდა აეხადოს”.
წაკითხულია: 816 |
თარიღი: 06.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
წაკითხულია: 837 |
თარიღი: 06.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
წაკითხულია: 869 |
თარიღი: 06.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
წაკითხულია: 872 |
თარიღი: 06.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
|
|
|
|