ხუთშაბათი, 26.12.2024, 20:26
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » ოქტომბერი » 6 » ევროპის საერთაშორისო დემოკრატთა კავშირი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
ევროპის საერთაშორისო დემოკრატთა კავშირი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
20:31
ევროპის საერთაშორისო დემოკრატთა კავშირი გმობს ისეთ მცნებას, როგორიცაა გავლენის სფეროები და სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში ევროპის საერთაშორისო დემოკრატთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე იან პეტერსონმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა და დასძინა, რომ ”გავლენის სფეროების” ცნება მიუღებელია განსაკუთრებით 21-ე საუკუნეში.

მისი თქმით, საქართველოში ვიზიტის მიზანი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე უახლესი ინფორმაციისა და ხედვის გაცნობაა, რათა ევროპაში სათანადო და ობიექტური მესიჯები წაიღოს. ამასთან, ვიზიტის კიდევ ერთ მიზნად სტუმარმა ევროპის საერთაშორისო დემოკრატთა კავშირის საქართველოსადმი მხარდაჭერისა და თანადგომის დემონსტრირებაც დაასახელა.

ამას გარდა, სრტუმარმა აღნიშნა, რომ იგი მომხსენებელია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს საკითხებზე, ამიტომ მისთვის დღევანდელ ვიზიტს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. პეტერსონმა დასძინა, რომ ორი დღის წინ კავშირის აღმასრულებელმა კომიტეტმა სპეციალური განცხადებაც გააკეთა, სადაც საქართველოსადმი სრული მხარდაჭერა გამოხატა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის განცხადებით კი, ევროპის საერთაშორისო დემოკრატთა კავშირი წამყვანი მემარჯვენე ორიენტაციის ორგანიზაციაა, რომელსაც ყველა საერთაშორისო ევროპულ ორგანიზაციებში სერიოზული წარმომადგენლობა ჰყავს.

მისი თქმით, ამ კავშირში ”საქართველოს ნაციონალური მოძრაობაცაა” გაერთიანებული, რაც ქვეყნის პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან რაც მეტი პოლიტიკური პარტია გაერთიანდება საერთაშორისო ინსტიტუტებში, მით უფრო უკეთესია ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის.

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ კავშირის ვიზიტი ერთჯერადი არ არის და ისინი მუდმივად იქნებიან ჩართული საქართველოს დემოკრატიზაციის განვითარების პროცესში.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, ნატოში გაწევრიანებაზე, ევროკავშირთან დაახლოებაზე, ასევე, თუ რა უნდა გაკეთდეს საქართველოს დასახმარებლად და მაქსიმალურად უნდა გაღრმავდეს ევროპის საერთაშორისო დემოკრატთა კავშირსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობა.

Просмотров: 823 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz