კვირა, 03.11.2024, 02:46
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » ოქტომბერი » 14
მსოფლიომ ეკონომიკური ვითარების გამოსწორებაზე ლამისაა ხელი ჩაიქნიოს. უკვე შეიმჩნევა 30-იანი წლების კრიზისის მსგავსი ნიშნები. ზოგი ჭირი მარგებელია და თურმე ცუდი სულაც არ არის, რომ მსოფლიო ეკონომიკურ სისტემებთან საქართველო მჭიდროდ არ არის დაკავშირებული.

რა თქმა უნდა, ფინანსური ქარიშხალი საქართველოს გვერდს არ აუქცევს, მაგრამ თუკი ევროპის ქვეყნებში მას გრიგალის ეფექტი ექნება, საქართველოში ვინძლო ნიავქარის სიძლიერეზე მეტად არც დაჰბეროს.

აშშ-სა და ევროპის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტების ფინანსური მდგომარეობა, მსოფლიო ფინანსური სისტემას სისტემური კრახისკენ მიჰყავს, ასეთი განცხადებით ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტოროი დომენიკ სტროს-კანი გამოვიდა.

“მსოფლიო ფინანსური კრიზისი ბანკების მიმართ, როლებსაც ვალები აქვთ ძალიან სწრაფად იზრდება. ამ დრომდე მდიდარი ქვეყნებმა მათ მიმართ ნდობის აღდგენა ვერ შეძლეს”, - აღნიშნა მსოფლიო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა.

თვით ისეთი გაქნილი და კვაჭი ფინანსისტი როგორიც ჯორჯ სოროსია, დამაიმედებელს ვერაფერს ამბობს. “მიმდინარე ეკონომიკურმა კატასტროფამ დაადასტურა, რომ საბაზრო ფუნდამენტალიზმის ერა, ანუ რწმენა იმისა, რომ ბაზრებს თავისი თავის კორექტირება შეუძლიათ დასრულდა”, - გულდათუთქული ამბობდა ჯორჯ სოროსი და ვინ იცის, ამ დროს ეგებ გაჩაღებულ ხანძარზე ხელის მოთბობის ცინცხალ გეგმას ამუშავებდა.

“მე იმედი მაქვს რომ კატასტროფა ზღვარს არ გადავა, რადგან ეს ძალიან იშვიათად ხდება. ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ 1930-იან წლებში მოხდა. მას შემდეგ როცა ფინანსური კრიზისი წარმოიქმნებოდა, მისი გადაწყვეტა ხდებოდა. 30-იანი წლების შემდეგ, მიმდინარე კრ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 838 | თარიღი: 14.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ეკონომისტმა პოლ კრუგმანმა, რომელიც გუშინ ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა, განაცხადა, რომ მსოფლიო ეკონომიკას რეცესია ელის, თანაც ეს შესაძლოა, საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდეს, - იუწყება სააგენტო ”როიტერი”. მიუხედავად პესიმისტური პროგნოზისა, კრუგმანმა ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო ეკონომიკის ნგრევა მოსალოდნელი მაინც არ არის.

კრუგმანმა, ასევე, აღნიშნა, რომ იმედი აქვს, გამოკვლევებს ნობელის პრემიის მიღების შემდეგ გააგრძელებს. მისი თქმით, ასეთმა პრესტიჟულმა ჯილდომ შესაძლოა, მისი ცხოვრება რამდენიმე კვირით შეცვალოს, თუმცა შემდეგ საკუთარ კალაპოტს დაუბრუნდება.

პოლ კრუგმანი რამდენიმე წლის მანძილზე ითვლებოდა ნობელის პრემიის ძირითად პრეტენდენტად. მისი სპეციალობაა საერთაშორისო ვაჭრობის შესწავლაა. კრუგმანი აშშ-ის პრინსტონის უნივერსიტეტში ასწავლის. 2000 წლიდან მას ”ნიუ-იორკ თაიმსში” საკუთარი საავტორო სვეტი აქვს.

წაკითხულია: 885 | თარიღი: 14.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთმა უნდა დაიმსახუროს მსოფლიო თანამეგობრობის პატივისცემა, ამისთვის ვალდებულია, იკისროს ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელიც მსოფლიო ლიდერობასთან არის დაკავშირებული, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუშმა.

- ”რუსეთმა პატივი უნდა სცეს მეზობელი ქვეყნების სევერენიტეტსა და ტერიტორიებს. რუსეთმა უნდა იკისროს ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელიც მსოფლიო ლიდერობასთან არის დაკავშირებული”, - განაცხადა ბუშმა თეთრ სახლში იტალიის პრემიერ-მინისტრთან სილვიო ბერლუსკონისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ბერლუსკონი, ამერიკის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

- ”ამერიკა და იტალია მჭიდროთ მუშაობენ, რათა ბოლო მოუღონ საქართველოში კონფლიქტს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, - განაცხადა ჯორჯ ბუშმა.

მისივე თქმით, აშშ და ევროკავშირი თანხმდებიან, რომ საქართველოს ტერიტორია მოიცავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს.

- ”ჩვენ ვმუშაობთ, რათა დავაკმაყოფილოთ ქართველი ხალხის ჰუმანიტარული მოთხოვნები და დახმარება გავუწიოთ იძულებით გადაადგილებულ პირებს, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა.

წაკითხულია: 856 | თარიღი: 14.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

13 ოქტომბერს ლუქსემბურგში შკრებილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რუსეთთან მოლაპარაკებების აღდგენის შესახებ, ვერავითარ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ლაპარაკია, რუსეთსა და ევროკავშრს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის ახალ ხელშეკრულებაზე, რომელზეც მოლაპარაკებები რუსეთის საქართველოზე თავდასხმის გამო შეწყდა.

საკითხი გადაეცა განსახილველად ევროკავშირის ქვეყნების და მთავრობების პირველ პირებს, რომლებიც 15-16 ოქტომბერს ბრიუსელში შეიკრიბებიან.

ამის შესახებ, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა განაცხადა:
”ამ დროისთვის უკვე იქნება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უსაფრთხოების შესახებ კონფერენციის პირველი შედეგი, რომელიც ოთხშაბათს ჟენევაში უნდა გაიხსნას”.

მაგრამ, როგორც კუშნერის სიტყვებიდან გამოჩნდა, ბრიუსელის მოლაპარაკებები ამ საკითხს წერტილს ვერ დაუსვამს:
”ამ საკითხს რუსეთთან შეგვიძლია დავუბრუნდეთ ნოემბერში, ნიცაში, სადაც რუსეთ-ევროკავშირის სამიტი გაიმართება”.

მინისტრებმა ლუქსემბურგში მხოლოდ ბელორუსს მოუხსნეს ზოგიერთი სანქცია. სავარაუდოდ, ევროკავშირის რუსეთთან ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების გაგრძელება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეასრულებს იგი ნაკისრ ვალდებულებას საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე.

პარიზი და ბერლინი მოლაპარაკებების სასწრაფოდ გაგრძელების მომხრეა მაშინ, როდესაც ლონდონი, სტოკჰოლმი და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ფიქრობს, რომ აჩქარება არ ღირს. რუსეთი კი აცხადებს, რომ შეთანხმების პაკეტის მიღება ევროკავშირისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია, - წერს BBC.

წაკითხულია: 871 | თარიღი: 14.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz