შაბათი, 20.04.2024, 01:26
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » ოქტომბერი » 14 » ფინანსური ქარიშხალი საქართველოს გვერდს აუქცევს?!
ფინანსური ქარიშხალი საქართველოს გვერდს აუქცევს?!
12:08
მსოფლიომ ეკონომიკური ვითარების გამოსწორებაზე ლამისაა ხელი ჩაიქნიოს. უკვე შეიმჩნევა 30-იანი წლების კრიზისის მსგავსი ნიშნები. ზოგი ჭირი მარგებელია და თურმე ცუდი სულაც არ არის, რომ მსოფლიო ეკონომიკურ სისტემებთან საქართველო მჭიდროდ არ არის დაკავშირებული.

რა თქმა უნდა, ფინანსური ქარიშხალი საქართველოს გვერდს არ აუქცევს, მაგრამ თუკი ევროპის ქვეყნებში მას გრიგალის ეფექტი ექნება, საქართველოში ვინძლო ნიავქარის სიძლიერეზე მეტად არც დაჰბეროს.

აშშ-სა და ევროპის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტების ფინანსური მდგომარეობა, მსოფლიო ფინანსური სისტემას სისტემური კრახისკენ მიჰყავს, ასეთი განცხადებით ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტოროი დომენიკ სტროს-კანი გამოვიდა.

“მსოფლიო ფინანსური კრიზისი ბანკების მიმართ, როლებსაც ვალები აქვთ ძალიან სწრაფად იზრდება. ამ დრომდე მდიდარი ქვეყნებმა მათ მიმართ ნდობის აღდგენა ვერ შეძლეს”, - აღნიშნა მსოფლიო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა.

თვით ისეთი გაქნილი და კვაჭი ფინანსისტი როგორიც ჯორჯ სოროსია, დამაიმედებელს ვერაფერს ამბობს. “მიმდინარე ეკონომიკურმა კატასტროფამ დაადასტურა, რომ საბაზრო ფუნდამენტალიზმის ერა, ანუ რწმენა იმისა, რომ ბაზრებს თავისი თავის კორექტირება შეუძლიათ დასრულდა”, - გულდათუთქული ამბობდა ჯორჯ სოროსი და ვინ იცის, ამ დროს ეგებ გაჩაღებულ ხანძარზე ხელის მოთბობის ცინცხალ გეგმას ამუშავებდა.

“მე იმედი მაქვს რომ კატასტროფა ზღვარს არ გადავა, რადგან ეს ძალიან იშვიათად ხდება. ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ 1930-იან წლებში მოხდა. მას შემდეგ როცა ფინანსური კრიზისი წარმოიქმნებოდა, მისი გადაწყვეტა ხდებოდა. 30-იანი წლების შემდეგ, მიმდინარე კრიზისი ყველაზე სერიოზულია”, - აღნიშნა სოროსმა.

ფინანსისტმა, ამერიკის მთავრობის მიერ შემუშავებული ბანკების სისტემის გადარჩენის გეგმა (რომლის თანახმადაც ბანკების ვალების დასაფარავად 700 მილიარდი დოლარის გამეოყოფა) გააკრიტიკა. მისი აზრით, გეგმის ნაცვლად მთავრობამ პრობლემურ ბანკებში კაპიტალი პირდაპირ უნდა ჩადოს.

სოროსი დარწმუნებულია, რომ რაც აქამდე აშშ-ის მთავრობამ ფინანსური ბაზრის სტაბილიზაციისთვის ვერაფერიც ვერ გააკეთა.  ამიტომაც ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ჰენრი პოლსონი, რომელიც “იმ ფინანსური ტიპის მმართველს წარმოადგენს გასაჭირში რომ შეგვიძღვა, უნდა გადადგეს”.

მსოფლიო დიდ განსაცდელში ჩავარდნილა, მაგრამ ქართველები შექმნილ სიტუაციას მუდამ ოპტიმისტურად უყურებენ. ამ ვითარებაში შედარებითი სიმშვიდის საფუძველს იძლევა ის, რომ საქართველო გლობალურ სივრცეში ინტეგრირებული ნაკლებადაა, ამიტომ, შესაძლოა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი საქართველოზე ნაკლებად აისახოს.

“მსოფლიო ეკონომიკურ კრიზის საქართველოზე გარკვეული უარყოფით გავლენას იქონიებს, თუმცა არა ისეთს, როგორიც პროცესებში უშუალოდ ჩართულ სახელმწიფოებზე შეიძლება ჰქონდეს. რა თქმა უნდა, მსოფლიო კრიზისი უარყოფითად აისახება თუნდაც დახმარებათა მოცულობაზე, ასევე საფინანსო სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფის საშუალებებზე, მაგრამ შედარებით მსუბუქად”, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, დონორთა მიერ გამოყოფილი თანხები მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში საქართველოს ეკონომიკის სტაბილიზაციას ხელს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს.

Просмотров: 815 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz