რუსეთმა უნდა დაიმსახუროს მსოფლიო თანამეგობრობის პატივისცემა, ამისთვის ვალდებულია, იკისროს ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელიც მსოფლიო ლიდერობასთან არის დაკავშირებული, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუშმა.
- ”რუსეთმა პატივი უნდა სცეს მეზობელი ქვეყნების სევერენიტეტსა და ტერიტორიებს. რუსეთმა უნდა იკისროს ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელიც მსოფლიო ლიდერობასთან არის დაკავშირებული”, - განაცხადა ბუშმა თეთრ სახლში იტალიის პრემიერ-მინისტრთან სილვიო ბერლუსკონისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ბერლუსკონი, ამერიკის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
- ”ამერიკა და იტალია მჭიდროთ მუშაობენ, რათა ბოლო მოუღონ საქართველოში კონფლიქტს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, - განაცხადა ჯორჯ ბუშმა.
მისივე თქმით, აშშ და ევროკავშირი თანხმდებიან, რომ საქართველოს ტერიტორია მოიცავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს.
- ”ჩვენ ვმუშაობთ, რათა დავაკმაყოფილოთ ქართველი ხალხის ჰუმანიტარული მოთხოვნები და დახმარება გავუწიოთ იძულებით გადაადგილებულ პირებს, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა.
|