|
Главная » 2008 » ოქტომბერი » 6 » ლაგოდეხის სასაზღვრო სექტორის კონტროლიორი დააკავეს
ლაგოდეხის სასაზღვრო სექტორის კონტროლიორი დააკავეს | 14:55 |
ქრთამის აღების ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სასაზღვრო სექტორის კონტროლიორი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის აღების ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სასაზღვრო სექტორის კონტროლიორი მირიან მდივანი დააკავა.
აღნიშნულმა პირმა დაზიანებული პასპორტით საზღვრის უპრობლემოდ გადაკვეთაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამის სახით 25 ლარი აიღო.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 338-ე მუხლით აღიძრა.
მიმდინარეობს გამოძიება.
|
Просмотров: 872 |
Добавил: admin
| Рейтинг: 0.0/0 |
|
|
|
|