ხუთშაბათი, 26.12.2024, 20:31
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » ოქტომბერი » 6 » 7 ნოემბრისთვის დაგეგმილ საპროტესტო ღონისძიებებში გოგა ხაინდრავაც გეგმავს მონაწილეობას
7 ნოემბრისთვის დაგეგმილ საპროტესტო ღონისძიებებში გოგა ხაინდრავაც გეგმავს მონაწილეობას
16:52

ოპოზიციის მიერ 7 ნოემბრისთვის დაგეგმილ საპროტესტო ღონისძიებებში გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავაც გეგმავს მონაწილეობას.

“მე ყოველთვის ვიქნებით იქ, სადაც ქართული საზოგადოება იქნება. არ ვიცი, რა შეიძლება, მოხდეს 7 ნოემბერს, მაგრამ ვიცი, რა აღარ შეიძლება, გაგრძელდეს: აღარ შეიძლება, გაგრძელდეს სააკაშვილის რეჟიმი საქართველოში, - ეს არის უბედურება ჩვენი ქვეყნისთვის” – აცხადებს საფრანგეთში მყოფი ხაინდრავა. 

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი თავს “ეროვნული საბჭოს” იმ ნაწილის წევრად თვლის, რომელმაც “დღემდე ერთობა შეინარჩუნა” და აცხადებს, რომ არ გაუწყვეტია მეგობრობა და თანამშრომლობა კოკა გუნცაძესთან, კახა კუკავასთან, კობა დავითაშვილთან და “ეროვნულ ფორუმთან”. 

“თავის დროზე ვთქვი, რომ “ეროვნული საბჭო” ვირტუალურია და ფაქტობრივად დაიშალა... ეს იმიტომ განვაცხადე, რომ იმ მომენტში მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა მორატორიუმი გამოაცხადა. როდესაც პოლიტიკოსები შეფასებას არ აძლევენ არსებულ ვითარებას, მაშინ პოლიტიკურ გაერთიანებებზე საუბარიც ზედმეტია. მე არ გამიწყვეტია მეგობრობა და თანამშრომლობა კოკა გუნცაძესთან, კახა კუკავასთან, კობა დავითაშვილთან, “ეროვნულ ფორუმთან”... ვფიქრობ, ჩვენ ერთობის წევრები ვართ იგივე “მემარჯვენეებთან” – აცხადებს გოგა ხაინდრავა.

როგორც ცნობილია, გაერთიანებული ოპოზიცია 7 ნოემბრისთვის საგანგებოდ ემზადება და გასული წლის ნოემბრის მოვლენების გრანდიოზული გამოსვლებით აღნიშნვას გეგმავს. 

Просмотров: 793 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz