რუსული საიტები, ცხინვალში 3 ოქტომბერს მომხდარ აფეთქებაში ეუთოს მისიას ადანაშაულებენ. “ლენტა.რუ”-ს ცნობით, მანქანა, რომელიც ცხინვალში აფეთქდა და რომლის შედეგად რუსი ე.წ. სამშვიდობოები დაიღუპნენ, ეუთოს ეკუთვნოდა. როგორც სააგენტო ავრცელებს, ასეთი ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ანონიმური მაღალჩინოსნისგან მიიღეს, რომელიც აფეთქების თვითმხილველი იყო. მაღალჩინისნის თქმით, მანქანაში საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რომლებსაც არ ჰქონდათ დოკუმენტები. დაზუსტებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.