ხუთშაბათი, 26.12.2024, 20:28
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » ოქტომბერი » 6 » ჩვენ ყველა, როგორც ერთი...
ჩვენ ყველა, როგორც ერთი...
20:31
სამაჩაბლოში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით ”მშვიდობა …კავკასიაში” ფონდის დამფუძნებლების მიმართვა კულტურის მოღვაწეებს

როგორც იქნა, ისინი დაბრუნდნენ!

ო, დაუვიწყარი დღეები ერთობისა! ო, ბედნიერება ეზიარო დიდებულ გრძნობას სახელით კლასი? ო, დაუვიწყარი დრო აგრესიული კოლექტიური წერილებისა!

- ”ჩვენ ყველა, როგორც ერთი, განვიკითხავთ, განრისხებულად ვდაღავთ ამერიკულ იმპერიალიზმს, ფრანკოს რეჟიმს, დიქტატორ სამოსას, აკადემიკოს სახაროვს, მკვლელებს თეთრ ხალათებში, მწერალ პასტერნაკს”...

ჩვენ, მე და ჩემმა მეგობრებმა - წავიკითხეთ თქვენი კოლექტიური წერილი, ბატონებო! ჩვენ ის ერთხელ წავიკითხეთ და არ დავუჯერეთ ჩვენს თვალებს - ო, არა, ამისთანა ადამიანებს შეუძლებელია ასეთი რამ დაეწერათ! დაეწერათ და ხელი მოეწერათ! თვალებს არ დავუჯრეთ და ისევ თავიდან წავიკითხეთ. არა, სამწუხაროდ, ყველაფერი სწორია, ჩვენმა თვალებმა არ მოგვატყუეს.

თქვენს ნამუსზე ვტოვებ ისეთ სტილისტურ გესლიან ფრაზებს, როგორიცაა გამოუცხადებელი ომი, რომელიც აშშ-მ და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა გააჩაღეს რუსეთის წინააღმდეგ, მოძმე საქართველოს მეშვეობით”. (თქვენი გეზი)

თქვენივე სიტყვებია:… ”რუსეთმა… აირჩია დემოკრატიული განვითარების გზა” -ამას ამბობენ იმ ქვეყნის შესახებ, სადაც ბრწყინვალებას სწორედ ამ დემოკრატიული განვითარებისა ერთი მეორის მიმდევრობით ადეკვატურად აფასებენ სტრასბურგში, აღიქვამენ ცრემლნარევი იუმორით - ანდა, როგორც დარდიანი კაზუსი უცნაურად შეცვლილი აზროვნებისა.

ციტატა თქვენი წერილიდან: ”ქართულმა არმიამ მიწასთან გაასწორა ათობით დასახლებული პუნქტი... გაანადგურა სკოლები, საბავშვო ბაღები, საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები, საცხობები...…სასტიკად აწამეს და შეურაცხყვეს ბავშვები, ქალები, მოხუცები, გაანადგურეს ორიათასამდე მშვიდობიანი მოსახლეობა”.

თქვენი წერილი გამოჩნდა ინტერნეტში რუბრიკით ”ხმა სამართლიანი ადამიანებისა”. ხომ არ ფიქრობთ უცნაური რუბრიკაა თქვენი სტატიისათვის, ასე არ არის? ის ჰარმონიაში რაღაც არ მოდის თქვენი პუბლიკაციის შინაარსთან.

თუმცა, რა დროს ჰარმონიაა, როდესაც მთელი სულიერი ცხოვრება “დაჩოქილ ქვეყანაში“, რომელიც ნელ-ნელა ფეხზე დგება და ძლიერდება, საიდანაც გაისმა თქვენი მრისხანე, დაბოღმილი მჭექარე ხმა მიმდინარეობს ორ პოლუსს შორის. ალილუია (თავის ბატონს) და ანათემა (მათ მტრებს) რომ არ იყვირო ამ სულისჩამდგმელ გარემოში მე, მე, რაღაც უხერხულია, რა, ბატონებო?

თქვენი რისხვა არც თუ ისე ახალია და რაღაც ნასესხები (მაგალითად, რატომ არ მიმართავთ თქვენს რისხვას, როდესაც არიგებთ რუსულ პასპორტებს სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე?), ალბათ იმიტომ, რომ ეს სხვაა და ამიტომ ცოტა რომ დავატკბოთ, ჩნდება საოცარი და რაც მთავარია, ღრმა ორიგინალური სიტყვები ”მეგობარ ქართველ ხალხზე” ჩაფიქრებულია როგორც უკუმედეგობა ”არამეგობარი საქართველო - მეგობარი ქართველი ხალხი”.

ამონარიდი თქვენი წერილიდან: ”ქართველი ხალხის უმეტეს ნაწილს დაავიწყდა იარაღს რომ იღებდა ძმებისა და მეგობრების წინააღმდეგ, რომელთა ერთგულება და მეგობრობა საუკუნეებითაა გამოცდილი”.

ოქროს სიტყვებია! როგორც ამბობენ ”ათას ერთ ღამეში” სასურველია ჩაიწეროს ნემსით თვალის გუგებზე, ან გადავიტანოთ მუსიკის ჰანგებზე, მაგრამ აქ გვახსენდება გეორგიევსკის ტრაქტატი, რომელმაც საბოლოოდ გამოიწვია საქართველოს ანექსია რუსების მიერ - ანდა 1921 წელს პირველი ქართული რესპუბლიკის დამხობა და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომაც გვიქრება სურვილი გადავიტანოთ თქვენი სიტყვები ჩვენს ქართულ მუსიკაზე, სურვილი აღარ გვიჩნდება.

მრავალი წლის წინ ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევის ”მეფობის” დროს, შეჭრა ჩეხოსლოვაკიაში, სინიავსკის და დანიელის პროცესი, ჯალათი ფსიქიატრები, მათი მეთოდები, დემონსტრაციები სრულყოფილი სოციალიზმისა და მრავალი სხვა. ერთმა ჩემმა მეგობარმა სრულიად შემთხვევით ქ. რიგაში გაიგონა ასეთი სიტყვები: ”რიგა იქნებოდა არაჩვეულებრივი ქალაქი ლატვიელების გარეშე”.

თქვენ ხომ მომცემთ უფლებას ცოტათი გადავაკეთო? ”საქართველო იქნებოდა მშვენიერი ქვეყანა, რომ არა...… რომ არ არსებობდეს ეს საზიზღარი სული თავისუფლებისა, დამოუკიდებლობისა და ეს ლტოლვა დასავლეთისაკენ”.

იცით, რა გვახსენდება თქვენი წერილის პირველად წაკითხვის დროს? - თქვენ გამოიცანით, დიახ! დიახ! სწორედ ის რაც თქვენ ზემოთ წაიკითხეთ.

და კიდევ ციტატა რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნებული მოთხრობიდან სიმბოლური სათაურით ”ჩვენ, ჩვენს ახალ სამყაროს ავაშენებთ”.

კომუნიზმმა გაიმარჯვა!

გონება, ნამუსი და სინდისი ჩვენი ეპოქისა!

დიახ!…იყო ყველაზე ბნელი დრო უძლეველი რესპუბლიკების კავშირის ერთობა და სხვ.

გვახსენდება არაჩვეულებრივი მეგობრობა საბჭოთა ინტელიგენციისა, რომლებმაც ხელი მოაწერეს შუამდგომლობას დანიელის და სინიავსკის განთავისუფლებაზე - ანტოკოლსკი, ახმადულინა, ვოინოვიჩი, დომბროვსკი, კავერინი, კოპელევი, ტარკოვსკი, ერენბურგი...……დიახ! ეს იყო. თქვენ, მაპატიეთ, მაგრამ სხვა ხალხი ხართ.

ნახვამდის, ბატონებო! დარჩით თქვენი არსებული წარმოდგენებით საქართველოზე, შესაძლებელია, იქნებ სწორედ მაგ შეხედულებებით უფრო ადვილად გადაიტანოთ თქვენი ”სუვერენული დემოკრატია”, შემოიფარგლოთ თქვენც და მთელი მსოფლიო ”ბოროტების იმპერიისაგან”.

ერთ დროს ჩვენ მეგობრები ვიყავით. ალბათ, რომელიმე თვენგანს უყვარდა ჩვენთან ჩამოსვლა და სტუმრობა ჩვენი ”მეგობარი ქართველი ხალხის” სტუმართმოყვარეობა. სწორედ ამით მოხიბლულია ”ბოროტების იმპერია”, მაგრამ ხომ შეიძლება ყველაფრის გამოსწორება, ასე არ არის? ჯერ კიდევ შეიძლება ყველაფრი კარგად იყოს?”

წარმოიდგინეთ იდეალური სურათი: ბოროტება (საქართველო) დასჯილია, სიკეთემ იზეიმა. ზამთარია. ყინვაში მრავალკილომეტრიანი რიგია - დაახლოებით ისეთი სცენა, როგორიცაა კინოფილმ ”ივანე მრისხანეში” დგანან ქართველები, მოთმინებით ელოდებიან როდის დაუშვებენ მათ ”ხელზე მთხვევის” ცერემონიაზე.

გარეთ მინუს ოცი გრადუსია. ათასობით ადამიანისაგან ამონასუნთქი ჰაერი ნელა მიიწევს ზევით, დიდხანს რჩება ჰაერში, მერე იფანტება სწორედ ისე, როგორც გადამწვარ სოფლებზე, სამაჩაბლოში.

როგორც იქნა დადგა ამაღელვებელი მომენტი, სადღესასწაულო ჰიმნის თანხლებით ”უფალო დაიფარე ჩვენი მეფე და მთავრობა”, რიგში მდგომი ერთმანეთის მიყოლებით იჩოქებენ და ემთხვევიან ორთავიანი არწივით შემკობილ ოქროს ტატხტრევანზე მჯდომს. (დეტალები დღესასწაულის ორგანიზატორისთვის მიმინდვია) თქვენ კი დგახართ მოშორებით, უყურებთ ამ უკვდავ დაუვიწყარ სცენას და სიხარულისა და ნეტარების ცრემლები გიბინდავთ თვალებს.

მშვიდობით! არსებობს ადამიანის ორი უძვირფასესი თვისება - სინდისი და სახელი. ეს გვენიჭება ყოველ ჩვენგანს მხოლოდ ერთხელ, მაგრამ დაკარგვაც მხოლოდ ერთხელ შეიძლება, თანაც სამუდამოდ.

ფონდის დამფუძნებელთა სახელით - დავით ზამბახიძე

Просмотров: 784 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz