ხუთშაბათი, 26.12.2024, 21:11
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 570
Главная » 2008 » ოქტომბერი » 6 » პუტინის შეცდომა
პუტინის შეცდომა
20:32

ახლა, როცა საქართველოს თემა გაზეთების პირველი გვერდებიდან ჩამოვიდა, დადგა დრო დავფიქრდეთ, თუ რა იდგა სინამდვილეში რუსეთის მასშტაბური შეტევის უკან.

სრულიად ცხადია, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთში თავისი ერთგული თავზეხელაღებული მოკავშირეების მიერ თბილისის მუდმივი პროვოცირების გზით ომი დააჩქარა. თუ პრემიერ პუტინის სიძულვილს საქართველოს პრეზიდენტისადმი სათვალავში არ ჩავაგდებთ, მაშინ რა იყო ეს - სამაგიეროს გადახდა კოსოვოს გამო თუ ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე მეზობელი სახელმწიფოებისადმი მუქარის გზავნილი - შეცვალონ თავიანთი პროდასავლური კურსი? შესაძლოა ორივე, მაგრამ ეს თუ მართლა ასეა, ცხადია ამან არ იმუშავა.

საქართველოში რუსეთის შეჭრიდან ორ დღეში პოლონეთმა აშშ-სთან ანტისარაკეტო სისტემების განათავსებაზე ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, მაშინ, როცა მანამდე მთელი ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. გარდა ამისა, რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებმა მისი ბაზრიდან 35 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გამოიტანეს. ისინი ღიად აფიქსირებენ დასავლეთთან დაახლოების სურვილს.

რასაკვირველია, პუტინის გეგმებში ტრანსატლანტიკური კავშირის განმტკიცება არ შედიოდა, მაგრამ მან სწორედ ეს გააკეთა. პუტინისთვის სულ ერთია კოსოვოელი სერბები ან ოსები, რომლებიც მას მოვლენათა განვითარების შედეგად ერგო. მისი მთავარი მიზანი იმ ენერგეტიკული მილსადენების ტრანზიტზე კონტროლია, რომლებიც ამ რეგიონზე გადის. რუსეთმა ღიად განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გავლით დასავლეთის მიერ გაზსადენ ”ნაბუკოს” მშენებლობის საწინააღმდეგო სტრატეგიას გაატარებს, რამდენადაც ამ გზით ევროპაში არარუსული გაზი გაივლის, რომელსაც მოსკოვი ვერ გააკონტროლებს.

გარდა ამისა, საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ რუსეთის სამხედრო ოპერაცია საქართველოში არცთუ ისე პროფესიონალურად ჩატარდა. არსებული მონაცემებით, რუსული ტანკების 30% საზღვრის მიღწევამდე გამოვიდა მწყობრიდან. რუსეთმა დაკარგა 7 თუ 8 თვითმფრინავი. ერთადერთი, რაც მან წარმატებით განახორციელა, ეს საყოველთაო კიბერშეტევა იყო დისიდენტურ ვებგვერდებზე.

კრიზისულ დღეებში საბოლოოდ გაქარწყლდა მითი იმის შესახებ, რომ პუტინმა მართვის სადავეები ცოტა ხნის წინ ”არჩეულ” პრეზიდენტ მედვედევს გადაულოცა. დღეს რუსეთში წონა მხოლოდ ერთ ხმას აქვს და ეს ხმა პუტნს ეკუთვნის. ენერგორესურსებზე კონტროლი პუტინს არა მხოლოდ პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტებს აძლევს, არამედ ეხმარება შეავსოს მისი ყოფილი კა-გე-ბე-ლი მეგობრების ჯიბეები.

პუტინის კლეპტოკრაპია მაფიოზური ორგანიზაციაა გამეფებული მენტალიტეტით, რომ თავისი ფასი ყველას და ყველაფერს გააჩნია. იყიდება მომსახურება, პოლიტიკოსები, ლოიალურობა... საქართველოს შემთხვევაში კი მათ ის წაიღეს, რისი ყიდვაც ვერ შეძლეს.

ევროკავშირის იმედები, რომ ენერგეტიკულ სფეროში ურთიერთობების გაფართოვება რუსეთის პოლიტიკას შეარბილებდა და აიძულებდა მას ევროპული დემოკრატიული ღირებულებები მიეღო, სრულიად ფუჭი აღმოჩნდა. დროა, იტალიამ და გერმანიამ ევროკავშირში პუტინის ნდობით აღჭურვილი პირების როლის თამაში შეწყვიტონ.

როგორც სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წარმომადგენელმა ქეით სმიტმა აღნიშნა, 2006 წლის იანვარში რუსეთის გაზის მონოპოლისტის ”გაზპრომის” მიერ უკრაინისა და საქართველოსთვის გაზის შეწყვეტამ აშკარად აჩვენა პუტინის მზაობა რუსეთის ენერგეტიკული რესურსები პოლიტიკური ზეწოლის მიზნით გამოიყენოს. ამის კიდევ ერთი დასტურია რუსეთის სამწლიანი ბლოკადა ლატვიის სანავთობო პორტ ვენტსპილსზე, რადგან მოსკოვს პორტის მფლობელად თავისი ერთ-ერთი კომპანიის დაყენება სურდა. ამის შემდეგ რუსეთულმა მონოპოლიამ, ”ტრანსნეფტმა”, მეზობელ ლიტვას აუწყა მაზეიკიაიში მისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის ნავთობის მიწოდების ხანგრძლივი შეფერხების შესახებ, რაც მილსადენების ”რემონტით” იყო გამოწვეული. ძალზედ მოსახერხებელია, არა?!

ცხადია, პოლიტიკური და ფინანსური ზემოქმედების საკითხში პუტინი ენერგორესურსებს თავის მთავარ ბერკეტად თვლის. და რადგან დასავლეთმა საქართველოში შეჭრაზე სუსტი რეაგირება მოახდინა, რუსეთი აშკარად დადგა ცდუნების წინაშე, გააფართოვოს თავისი კონტროლი. მაშინ, როცა გაზი და ნავთობი უკიდურესად მნიშვნელოვანია პუტინის კონტროლის გასაძლიერებლად, ისინი ამავე დროს მის სისუსტედ შეიძლება იქცნენ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ნავთობდოლარების სიმცირეს ჯერ-ჯერობით არ უჩივის, ეკონომიკის მხარდასაჭერად და გასავითარებლად მას ევროკავშირის ფულადი სახსრები სჭირდება. გარდა ამისა, რუსეთის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა თნდათნობით ინგრევა და კაპიტალურ რემონტს საჭიროებს.

საქართველოში შეჭრის შემდეგ ფინანსურმა ინვესტორებმა რისკების ხელახალი შეფასება დაიწყეს პუტინსა და მის კაგებელ მეგობრებთან ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით. ბიზნესსა და პოლიტიკაში რუსეთის მოქმედებების შეცვლის მთავარი გასაღები - ნავთობზე ფასის დაგდებაა.

საქართველოში შეჭრის გამო ღირსეული პასუხის გასაცემად და სხვა მეზობელი ქვეყნების მხარდასაჭერად, აუცილებელია შემდეგი ქმედებების გატარება:
1.საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ს მინიჭების დაჩქარება, ხოლო შემდგომ ნატოში გაწევრიანება. ახალმა წევრმა ქვეყნებმა უნდა მისდიონ თავდაცვითი ალიანსის პრინციპებს. წევრ ქვეყანას არ შეუძლია საომარი მოქმედებების დაწყება იმ იმედით, რომ ნატო მის დასახმარებლად გაირჯება.
2.ევროკავშირმა უნდა განახორციელოს ერთიანი ენერგეტიკული პოლიტიკა და გაძლიერებული მონოპოლისტების ”გაზპრომისა” და ”ტრანსნეფტის” მოქმდებების საპირისპიროდ თავისი წესები შემოიღოს.
3.ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკის მხარდასაჭერად, აშშ-მ უნდა დააჩქაროს საკუთარი ყოველმხრივი ენერგეტიკული პოლიტიკის რეალიზება.
4.საქართველოს უნდა გაუგრძელდეს ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური დახმარება. ქართულმა არმიამ უნდა დახვეწოს თავისი პროფესიული უნარები.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უნდა გამოეთიშოს ჩრდილოევროპული გაზსადენის ძვირადღირებული პროექტის მშენებლობას, რომელზეც პუტინთან ჯერ კიდევ მისი წინამორბედი (ახლა კი ”გაზპრომის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი) გერჰარდ შროდერი შეთანხმდა. ჩრდილოატლანტიკური გაზსადენის ”იამალ 1”-ს ღირებულება 18,5-დან 30 მილიარდ დოლარამდეა, ხოლო ”იამალ2”-ს, რომელიც შესაძლოა პოლონეთზე გავიდეს - 2,8 მილიარდი დოლარი. რატომ უნდა მოვთხოვოთ ევროპელ გადასახადების გადამხდელებს პუტინის და მისი კაგებელი მეგობრების ჯიბეების შევსება? ამ ნაბიჯის გადადგმა მერკელისთვის რთულია, მაგრამ გონივრული.

უკრაინამ კვლავ უნდა გადახედოს მილსადენის გაყვანის დიდი ხნის წინ შემუშავებულ გეგმას შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესასა და ქალაქ ბროდის შორის, რომელიც პოლონეთის საზღვართან მდებარეობს. ეს საშუალებას მისცემს ყაზახეთიდან ნავთობი რუსეთის გვერდის ავლით პირდაპირ დასავლეთ ევროპაში გავიდეს. ამგვარი გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა იმ ღონისძიებათა პაკეტის ნაწილი გახდეს, რომელიც უკრაინის ნატოში გაწევრიანებას დააჩქარებს.

ჩვენ ბევრი ისეთი პრობლემა გვაქვს, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობას ითხოვს, მაგრამ ზემოაღნიშნულის რეალიზება საშუალებას მოგვცემს პუტინის მინდვრის ნახევარზე გადავისროლოთ ბურთი და ამ თამაშში შანსები გავათანაბროთ.

Просмотров: 912 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz