ქართულ პოლიტიკაში ბოლო დროს პოპულარული გახდა ყოფილი სახელისუფლებო პირების გაოპოზიციონერება. საგარეო საქმეთა მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის გაოპოზიციონერების შემდეგ, პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობასთან დაკავშირებით, პრეტენზიები დიდი ხნის განმავლობაში აღარავის გამოუთქვამს. ეს დუმილი ერთი წლის წინ თავდაცვის ექს-მინისრტმა, ირაკლი ოქრუაშვილმა დაარღვია თავისი ცნობილი აღსარებით.
ბოლო დღეებში კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის მხრიდან გამოიკვეთა გაოპოზიციონერების მცდელობა. 2007 წლის ნოემბრის მოვლენები არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისათვის იყო მტკივნეული. მაშინ ამ მოვლენებს, ხმაურისა და დიდი აჟიოტჟის გარეშე, რამდენიმე სახელისუფლებო სკამიც შეეწირა.
პრეზიდენტ სააკაშვილის ნავიდან გადამხტარი პოლიტიკოსები დღეს აძრომას ოპოზციის ნავზე ცდილობენ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ნიკო ორველაშვილმა განაცხადა: - საერთოდ, პოლიტიკაში მაინცა და მაინც კატეგორიული პოზიციების ქონა მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ არის შემთხვევები, როცა უნდა იყო კატეგორიული მანამდე, სანამ ობიექტი, სულ მცირე, არ მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს. ამასწინათ, ზურაბ ნოღაიდელის ’’შემტევ” ინტერვიუს ვკითხულობდი. იქეთ უტევდა ჟურნალისტს, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ქვეყანა სწორად მიდიოდა და ჩემს მერე ყველაფერი უკან-უკან წავიდაო. ღირსი არ არის ნოღაიდელი, პირისპირ დავისვა და დავუსვა ისეთი მწვავე კითხვები, წესიერ კაცს გული რომ გაუსკდება იმის მოსმენისას?
დღეს ნებისმიერ მცდელობას, რომ ეს ქვეყნის დამქცევი ხალხი, რომლებიც ზოგი ნებით გადახტა პრეზიდენტ სააკაშვილის ნავიდან და ზოგი ძალით გადააგდეს, ჩაიძირნენ, ახლა ამოტივტივდნენ და ცდილობენ, აძვრნენ ოპოზიციის ნავზე. რომელი ოპოზიციაც მათ თავის ბორტზე მიუჩენს ადგილს, მივიჩნევ, რომ ეს ოპოზიცია მათზე უკეთესი არ არის!
ოპოზიციასთან ერთ ნავში ჩაჯდომის შანსი ვის უფრო აქვს - ნოღაიდელს თუ ნინო ბურჯანაძეს? ჯერ-ჯერობით თავდაცვის ექს - მინისტირის, ირაკლი ოქრუაშვილის მსგავსი აღსარება ქართულ საზოგადოებას არც ერთი მათგანისაგან არ მოუსმენია... - ოქრუაშვილმა კი თქვა, რომ ეს მისი აღსარება იყო, მაგრამ ზოგისთვის იყო ეს საკმარისი, ზოგისათვის კი - არა, ვიღაცისათვის კი, საერთოდ, - მიუღებელი. მაგრამ, ფაქტია, რომ სუბიექტის მხრიდან აღსარების თქმის მცდელობა იყო. ნინო ბურჯანაძე, საერთოდ, გატრუნულია და ნოღაიდელი კი აქეთ გვიტევს. თურმე, ქვეყანა მაგას აუშენებია, ჩვენ, ყველანი კი ბრმა და ყრუები ვართ - ეს ვერ შევამჩნიეთ.
მონანიების შემთხვევაში, უნდა დადგეს თუ არა ასეთი ფიგურების პასუხისმგებლობის საკითხი? - არსებობს სასჯელის სახეობა - პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლების ჩამორთმევა. მხოლოდ სიტყვიერი მონანიება ბურჯანაძის მხრიდან, მე, როგორც მოქალაქეს არ დამაკმაყოფილებდა. ოპოზიცია ჯერ-ჯერობით თვითონ არის ძალიან ჭრელი და გაურკვეველი. თავისთავად, ოპოზიციის სიჭრელე ნაკლი არ არის, ნაკლად მიმაჩნია ის, რომ ოპოზიციას არ აქვს გამოკვეთილი ორი-სამი პრინციპი, რომელსაც აუცილებლად უნდა უერთგულონ. ამაში, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ელიტა - ხელისუფლებაა დამნაშავე. ჯერ კიდევ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დროს დაიწყეს საარჩევნო კანონმდებლობის შეთხზვა და იქ ისეთი უსინდისო ნორმები ჩაიდო, რაც ყველა პონეტციურ მოწინააღმდეგეს გზას უკეტავდა არათუ არჩვებში გამარჯვებაზე, არამედ - არჩევნებში მონაწილეობაზეც კი.
საქართველოში ყველა ხელისუფლება ცდილობს, საკუთარ თავზე მოირგოს კანონები, ვიდრე ქვეყანაში დაამყაროს კანონის უზენაესობა. ის, რომ არ გვყავს კლასიკური გაგებით ჩამოყალიბებული პოლიტიკური ორგანიზაციები, ეს არის ქვეყნის უბედურება, მაგრამ, თავისთავად, ოპოზიურ პატიებს ამაში ვერ დაადანაშაულებ. ამაში, პირველ რიგში, დამნაშავეები ის პირები არიან, ვისაც ხელისუფების სადავეები ხელთ ეპყრათ და ყველაფრი გააკეთეს, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ შექმნილიყო, ან თუ შეიქმნებოდა, ყოფილიყო ისეთი ხელისბიჭი, როგორიც დღეს არის გიორგი თარგამაძე.
გიორგი თრგამაძის ოპოზიციონერობაში ეჭვი რატომ გეპარებათ? - რამდენიმე დღის წინ წავიკითხე გორში რუსი კომენდატის ინტერვიუ, სადაც მან გიორგი თარგამაძე თავის მეგობრად დაასახელა. ალბათ, მათი ეს ნაცნობობა აჭარის მაშინდელი მეთაურის, ასლან აბაშიძის დროიდან მოსდევთ, მაგრამ რუს გენერალს, გორის ამღებს და დამპყრობელს თარგამაძის ადგილას გუბაზ სანიკიძე რომ დაესახელებინა, რა დღეში იქნებოდა ახლა გიგა ბოკერია ან გივი თარგამაძე? მაშინვე მეხუთე კოლონად გამოაცხადებდნენ სანიკიძეს.
გიორგი თარგამაძე ხელისბიჭად ჰყავთ. სააკაშვილს მეთიუ ბრაიზამ ურჩია, თავად გამოზარდე შენთვის მისაღები ნომინალური ოპოზიციაო და ესეც ასე მოიქცა. 1999 წელს, როცა ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სემინარზე კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ვიყავით მიწვეულები, იქ გაგვაფრთხილეს, შეიძლება, აქ ისეთი რამე მოისმინოთ, რომ ხარხარი აგიტყდეთ და თავი შიკავეთო.
კიდევ კარგი, გაგვაფრთხილეს. ადგა ერთ-ერთი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელი და ასეთი რამ თქვა: - ჩვენთან ოპოზიციამ თავისი თავი ვერ გაამართლა და იძულებული გავხდით, შეგვეცვალაო. ჩვენ 9 წლის მერე მივედით აქამდე. ოპოზიციამ პრეზიდენტ სააკაშვილს ვერ გაუმართლა და შეგვცვალა. მოიგონა თავისი ოპოზიცია. დღეს ოპოზიცია არის, თურმე, გიორგი თარგამაძე და ჯონდი ბაღათურია.
ოპოზიციის სისუტსეს მთლად ხელისუფლებას ნუ დააბრალებთ... - მანქანის მფლობელმა უნდა იცოდეს, რომ თანაბრად სჭირდება საჭე და მუხრუჭი. ოპოზიცია, ხშირ შემთხვევაში, ასრულებს მუხრუჭის ფუნციას და თუ იგი მოშლილია, შენი ვალია, აღადგინო. თუ რომელიმე მათგანი მოშლილია, არ უნდა დაძრა მანქანა. ქვეყნის მართვისათვის კი, როცა მუხრუჭი არ არსებობს, ეს არის უბედურება. კარგად გვახსოვს ბურჯანაძის სიტყვები, ჩემი ფუნქცია არ არის, ოპოზიცა გავაძლიეროო. ამ დროს ბურჯანაძე ნომინალურად ქვეყნის მეორე პირი იყო და კარგად უნდა სცოდნოდა, რომ საქართველოს, როგორც ერთიან სისტემას მუხრუჭი სჭირდება. რა უბედურება იყო, 21 მაისის საპარლამნეტო არჩევნებში გასულ ოპოზიციურ პარტიებს დაფინანსება ჯერ სასჯელის სახით რომ წაართვეს და ახლა დაბრუნებას ჰპირდებიან?!
არსებობს მოსაზრება, რომ ცხინვალის მოვლენების შემდეგ დასავლეთი საქართველოში პრეზიდენტ სააკაშივლის შემცვლელს ეძებს, ამ შემხვევაში, ბურჯანაძისა და ნოღაიდელის ფაქტორი საინტერესო ხომ არ გახდება ქართული ოპოზიციისთვის, რადგან ამ ადამიანებს იცნობენ დასავლეთში ? - საერთაშორისო ავტორიტეტი სააკაშვილსაც ჰქონდა. მთავარია, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რა განაპირობებს კეთილგანწყობას ამა თუ იმ ჩვენი პოლიტიკური ლიდერის მიმართ. ამერიკისათვის ის პოლიტიკოსებია მისაღები, რომლებიც აქ ამერიკის ინტერსებს აკმაყოფილებებნ. გერმანიისათვის კარგი იქნება ის, ვინც გერმანიის ინტერსებს გაატარებს საქართველოში, მაგრამ ეს საკმარისი პირობაა იმისათვის, რომ ჩვენ ვაღიაროთ ეს ადამიანები ღირსეულ წინამძღოლებდ.
სააკაშვილის მიმართ ბუშს არც უნდა ჰქონოდა პრეტენზიები იმიტომ, რომ საქართველოსაგან ბუშს რისი მიღებაც უნდოდა, მიიღო - იაფი ჯარისკაცი ერაყში, მისი ინტერსების ყურმოჭრილი მსახურება, საიდუმლო პროგრამებში მონაწილეობა ჩვენი რისკით და ჩვენი ხარჯით. სააკაშვილის მიმართ პრეტენზიები გვქონდა ჩვენ, ქართველებს. პრეტენზიები ამერიკას გაუჩნდა ბოლოს, როდესაც სააკაშვილმა უადგილო დროს ითამაშა დედონატორის როლი - ააფეთქა ის, რაც არ უნდა აეფეთქებინა და ამერიკა დაუპირისპირა რუსეთს იმ დროს, როდესაც ამერიკას ეს საერთოდ არ აინტერესებდა.
ბურჯანაძისაგანაც რა უნდა დასავლეთს? საფრანგეთის პრეზიდენტის, ნოკოლა სარკოზის გამოსვლა გაეროში იყო სულ 15-წუთიანი და ამ ხნის განმავლობაში 4-ჯერ თუ 5-ჯერ ახსენა მყარი და სტაბილური მშვიდობა. აი, რა უნდა ბებერ ევროპას კავკასიაში. ბურჯანაძეს როცა უყურებენ, ხედავენ , რომ ის შეიძლება, არაფრის მაქნისი არ არის და იდეები მისგან ამ წამოვა, მაგრამ შფოთის თავი არ არის და უკანასკნელი შეუძლია დათმოს. კავკასია ნინო ბურჯანაძის ხელში იქნება უფრო მშვიდობიანი, ვიდრე - სააკაშვილის პირობებში. მაგრამ საარჩევნო უბნებთან არც სარკოზი მივა და არც - ბუში, უნდა მივიდეს ქართველი ხალხი და გააკეთოს თავისი არჩევანი...
როგორც პოლიტიკური ფიგურა, რამდენად არის ბურჯანაძე საზოგადოებისთვის აქტუალური და ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანი? - ბურჯანაძემ დაგვამადლა, ქვეყანა რამდენჯერმე სისხლისღვრას გადავარჩინეო, ისიც ეთქვა, სისხლისღვრას ვინ აპირებდა. თუკი ხელისუფლებაში არსებობდა ასეთი საფრთხის შემცველი პირი, ბურჯანაძე , როგორც ქვეყნის მეორე პირი, ამ დროს, უბრალოდ, მოვალე იყო, ეს ხალხისთვის ეთქვა და ეს ადამიანი დაესახელებინა. ამის ნაცვლად, ბურჯანაძე სადღაც გაუჩინარდა, სხვათა შორის, ”ტრადიციონალების” ლიდერი აკაკი ასათიანი ბრძენი ადამიანია. პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბურჯანაძის მსგავსად, ისიც პარლამენტის თავმჯდომარე იყო.
ასათიანს ქართულმა საზოგადოებამ დღემდე ვერ აპატია, რომ ქვეყნისთვის კრიტიკულ ვითარებაში მან დატოვა თანამდებობა. თუკი საზოგადოებამ ეს ასათიანს ვერ აპატია, რატომ უნდა აპატიოს ბურჯანაძეს? მითუმეტეს, კაკოზე ვერავინ იტყვის, რომ მან ოდესმე თავისი თანამდებობა გამოიყენა ქვეყნის საზიანოდ. კაკოს ბიჭი, თორნიკე ერაყში მსახურობდა, მერე ჩამოვიდა და აქ იბრძოდა. ბურჯანაძის ვაჟიც იყო ბრძოლის ველზე, ამას ვერ დავუკარგავთ, მაგრამ შედარებაც არ არის, რა სიკეთე მიიღო ბურჯანაძის ოჯახმა ქვეყნისაგან და რა სიკეთე აქვს მიღებული ასათიანს.
|