რუსმა სეპარატისტებმა გალის რაიონში დღეს, 10:00 საათზე სოფელ ჭუბურხინჯში, ფიჩორსა და ოტობაიაში პროკლამაციები გაავრცელეს.
როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მედია-ცენტრში განაცხადეს, რუსული ვერტმფრენებიდან გალის რაიონის ქართულ მოსახლეობაში ორი ტიპის პროკლამაციები ჩამოყარეს.
პროკლამაციებში მიხეილ სააკაშვილისა და კონდოლიზა რაისის გაშარჟებული სურათები და ქართულ-რუსული ომის დროს დაღუპული ადამინებისა და საბრძოლო ტექნიკის ფოტოებია განთავსებული.
პროკლამაციებში რუსები აგვისტოში მომხდარ მოვლენებში საქართველის ხელისუფლებას ადანაშაულებენ. აგრესორები გალში მცხოვრებ ეთნიკურად ქართულ მოსახლეობას მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ აფხაზური სახელმწიფოს მშენებლობაში. მსგავსი შინაარსის პროკლამაციები რუსმა აგრესორებმა გალის რაიონში ორი დღის წინაც გაავრცელეს.
|