გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ”თანასწორობის ინსტიტუტის” წევრი გოგა ხაინდრავა საფრანგეთისთვის პოლიტიკური თავშესაფარის თხოვნით მიმართვას არ აპირებს.
ამის შესახებ ”თანასწორობის ინსტიტუტის” წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომელიც საფრანგეთში მყოფ გოგა ხაინდრავას სააგენტოს თხოვნით დაუკავშირდა.
მისი თქმით, გოგა ხაინრავამ კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგი საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების მოთხოვნით იმყოფება.
”არ ვაპირებ, საფრანგეთს პოლიტიკური თავშესაფარი ვთხოვო. მიუხედავად ყველაფრისა, მე სამშობლოს ვერ ვუღალატებ. მე არ ვარ ის კაცი, საქართველო დავტოვო და თავშესაფარი სხვა ქვეყანაში ვეძიო”, - აცხადებს ხაინდრავა.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გოგა ხაინდრავა საფრანგეთისთვის პოლიტიკური თავშესაფრას თხოვნით მიმართვას აპირებს, გუშინ საპარლამენტო კულუარებში გავრცელდა.
|