ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გერმანიის შპაიერის საჯარო მმრთველობის უმაღლესი სკოლა დღეს გამართავენ ერთობლივ კონფერენციას თემაზე “საჯარო მმრთველობის ევროპეიზაცია და ინტერნაციონალიზაცია” (გერმანული გამოცდილება და ქართული პერსპექტივები).
კონფერენციას დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ: თსუ-ს რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა, შპაიერის საჯარო მმრთველობის უმაღლესი სკოლის რექტორი, პროფესორი კარლ-პეტერ ზომერმანი,
კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლი საქრთველოში კატია კრისტინა პლატე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მარალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ვანო ხუხუნაიშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, პროფესორი მაია კოპალეიშვილი.
საჯარო მოხელეთა გადამზადების პროექტის პრეზენტაციას გააკეთებს თსუ-ს ასოცირებული პროფესორი პაატა ტურავა.
კონფერენციას დაესწრებიან სახელმწიფო მინისტრი რეგიონალური მმართვის საკითხებში დავით ტყეშელაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გია ნოდია, ეკონომიკური განვითარების მინისტრი ეკატერინე შარაშიძე, იუსტიციის მინისტრის სასწავლო ცენტრის დირექტორი სულხან გამყრელიძე.
|