ცხინვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.
ამის შესახებ ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტი იუწყება. შეხვედრის მსვლელობისას ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის საელჩოს ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული საკითხი განიხილება. მხარეები ასევე განიხილავენ რომელიმე შენობაში რუსეთის საკონსულოს დროებითი განთავსების საკითხს. ცხინვალში რუსეთის საელჩოს გახსნა უახლოეს მომავალში იგეგმება.
|