რუსეთის საელჩო ცხინვალში უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში რუსეთის საელჩოს განთავსების ადგილის განსაზღვრისა და საკონსულო განყოფილების შესაფერის შენობაში დროებით განთავსების შესაძლებლობებს დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამუშაო ჯგუფი ცხინვალში, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილავს.
“ვფიქრობთ, რომ რუსეთის საელჩო ცხინვალში უახლოეს ხანებში დაიწყებს ფუნქციონირებას. ამჟამად განიხილება საელჩოსთვის შესაფერისი შენობის გამოყოფის საკითხი. ცხინვალის ხელისუფლება რუსეთთან ყოველმხრივი ურთიერთობის განვითარებას გეგმავს”, - განუცხადა “ინტერფაქსს” დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალან ტულეევმა.
|