მოსკოვს უკრაინის ხელისუფლების “ბევრი ქმედება აშფოთებს”.
როგორც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინელ კოლეგასთან იულია ტიმოშენკოსთან შევხედრისას განაცხადა, “მოსკოვს უკრაინის მოქმედ ხელისუფლებასთან ბევრი კითხვა აქვს”.
“თქვენი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის კურსში ბევრი რამ გვაშფოთებს. გეუბნებით ამას პირდაპირ!” – განაცხადა პუტინმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ “ეს ყველაზე მეტად საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის დროს უკრაინის ხელისუფლების პოზიციას და არა მარტო ამ საკითხს ეხება”.
“ეს ეხება საერთო ისტორიის დამახინჯებისა და იმ პირთა რეაბილიტირების მცდელობას, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებთან თანამშრომლობდნენ, ეს ეხება შავი ზღვის ფლოტის ბაზირების ირგვლივ შექმნილ სიტუაციასაც”, - განაცხადა რუსეთის პრემიერმა.
როგორც ცნობილია, უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელიც ბოლო დროს პრეზიდენტ იუშჩენკოს ღიად დაუპირისპირდა, მათ შორის საქართველოსთან იარაღით ვაჭრობაში დასდო ბრალი, მოსკოვს უშუალოდ პუტინის მიწვევით ესტუმრა და გუშინ მასთან ხანგრძლივი მოლაპარაკებები გამართა.
|