თავდაცვის სამინისტროში რეზერვისტთა მომზადების სრულიად ახალი კონცეფცია მუშავდება.
როგორც თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი გივი თარგამაძე განმარტავს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ დეტალების შესწავლა და ანალიზი, რომელიც რეზერვისტებთან მიმართებაში როგორც საომარი მოქმედებების დროს, ასევე მანამდე, მათი მომზადების პერიოდში გამოჩნდა.
“ახალი კონცეფცია ამ ანალიზის დასრულების შემდეგ დაიდება” – განაცხადა დეპუტატმა და დასძინა, რომ კონცეფციის შემუშავების პროცესში აქტიურად არიან ჩართულები საქართველოს ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები
|