“ლეიბორისტული პარტია” საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართვას უგზავნის.
მიმართვაში ნათქვამია, რომ “სააკაშვილისმიერ მართული ტელევიზიების მხრიდან პარტიის ლიდერების მიერ ჩატარებული პრესკონფერენციების მიზანმიმართული დაბლოკვა გრძელდება”.
ამის მაგალითად პარტიას 2 ოქტომბერს მისი ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გუგავას მიერ “აგვისტოს მოვლენების დროს ხელისუფლების წარმომადგენლების ამაზრზენ ქმედებებთან” დაკავშირებით გამართული პრესკონფერენცია მოჰყავს, რომელიც ტელეკომპანია “კავკასიის” გარდა, არცერთი სხვა ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებებში არ გაშუქებულა.
“აღნიშნული წერილით გვსურს, გაცნობოთ იმ ცენზურის შესახებ, რომელიც ქვეყანაში “ლეიბორისტული პარტიის” წინააღმდეგ მოქმედებს”, - ნათქვამია მიმართვაში.
|