რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის საომარი მოქმედებების შემდეგ სამხედრო ბიუჯეტს ზრდის.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტმა უკვე მიღებულ 2009-2011 წლის ბიუჯეტში შესატანი შესწორებების პროექტი შეიმუშავა, რომლის თანახმად, 2009 წელს ბიუჯეტის სამხედრო ხარჯები მინიმუმ, 68 მილიარდი რუბლით უნდა გაიზარდოს.
ამის შესახებ გაზეთი “კომერსანტი” წერს, რომელიც სამხედრო ხარჯების ზრდას “სამხრეთ ოსეთის ოპერაციის საფასურად” აფასებს.
ამასთან, თავდაცვის კომიტეტი გამოდის წინადადებით 2009 წელს გამოიყოს დამატებითი 24,6 მილიარდი რუბლი სამხედრო და სპეციალური ობიექტების მშენებლობისთვის. თავდაცვის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისთვის ხარჯების 39,8 მილიარდი რუბლით გაზრდა ვარაუდობენ, ყაზარმების კაპიტალური რემონტისთვის კი 6,6-დან 10 მილიარდამდე ვარაუდობენ.
|