ახალგორში დე-ფაქტო რესპუბლიკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინააღმდეგ ტერაქტი განხორციელდა, - იუწყება "ინტერფაქსი".
"განხორციელდა თავდასხმა სამხრეთ ოსეთის ლენინგორის რაიონის ადმინისტრაციის უფროსზე ანატოლი მარგიევზე. რაიონის ქართული სოფლების ახლოს, მოხდა აფეთქება, როდესაც მარგიევი ცხინვალისკენ მიემგზავრებოდა. მანქანა მთლიანად დაიწვა. მარგიევმა შეძლო მანქანიდან გადასვლა", - განაცხადა დე-ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს წარმომადგენელმა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.