სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა ადგილობრივი თვითმმართველობის და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს არღვევს.
როგორც ცენტრს საქართველოს სტარტეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრიდან აცობეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა კანონს არღვევს.
“სიღნაღის 2008 წლის ბიუჯეტში 9700 ლარით არის განსაზღვრული პოლიციის ხარჯი. ეს ფაქტი კანონის უხეში დარღვევაა, რადგან საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება», - აღნიშნეს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში და დასძინეს, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა საკანცელარიო მოხმარების ნივთებსაც არამიზნობრივად ხარჯავს.
|