კიევის სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქმის განხილვა გადადო.
“პოდრობნოსტი.უა”-ს ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენის სამდივნომ გაასაჩივრა კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილება ვიქტორ იუშჩენკოს განკარგულების მოქმედების შეჩერების შესახებ. იუშჩენკომ 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.
სააპელაციო სასამართლოს სხდომა დღეს, 16.00 საათზე გაიმართება. საქმის განხილვის გადადება “იულია ტიმოშენკოს ბლოკის” შუამდგომლობის გამო მოხდა.
ბლოკის წარმომადგენელმა ვალერი პისარენკომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში არ ჩატარდება.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ კიევის პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და კიევის სააპელაციო ადმინისტრაციული სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის გამო.
“იულია ტიმოშენკოს ბლოკის” წევრებმა პრეზიდენტის სამდივნოს საჩივრის განხილვას სასამართლოში ხელი შეუშალეს.
|