ამერიკელმა მილიარდერმა, ჯორჯ სოროსმა ევროკავშირისა და აშშ-ის ხელისუფლება გააკრიტიკა. მილიარდერს არ აკმაყოფილებს ხელისუფლებების მიერ მსოფლიო კრიზისთან ბრძოლისთვის განკუთვნილი ქმედებები.
სოროსის აზრით, ამერიკის ფინანსთა მინისტრის, ჰენრი პოლსონის გეგმა, რომელიც კრიზისის დასაძლევად 700 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, ”ძალიან ნელა” შეიმუშავეს, ხოლო ევროპელმა ხელისუფლებებმა ძალიან გვიან გააცნობიერეს, რომ მსოფლიო სერიოზულ კრიზისს ”შეეჯახა”.
თუმცა, ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ამჟამად დასავლეთის ქვეყნები ”გაცილებით უფრო პროდუქტიულ ნაბიჯებს დგამენ, ვიდრე - ერთი კვირის წინ”.
სოროსმა იგულისხმა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების მიერ მიღებული საერთო გეგმა ფინანსური კრიზისის დაძლევის შესახებ.
|