სამშაბათი, 23.04.2024, 11:51
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » ოქტომბერი » 13 » ოპოზიციის “ყალბი ერთიანობა”
ოპოზიციის “ყალბი ერთიანობა”
13:45
აგვისტოს მოვლენების დროს გამოცხადებული მორატორიუმის შეწყვეტის შემდგომ, ოპოზიციური პარტიები კვლავ აქტიურად ითხოვენ ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.

მათ უმეტესობას მიაჩნია, რომ ადრე თუ გვიან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ამგვარ რეკომენდაციას საერთაშორისო ორგანიზაციებიც წაუყენებენ, რადგან ცხინვალის მოვლენებმა და ”არადემოკრატიულმა არჩევნებმა” ხელისუფლებას საერთაშორისო იმიჯი საკმაოდ შეურყია.

პოლიტიკური კრიზისის გარდაუვალობის ერთ-ერთ წინაპირობად, პოლიტოლოგი ნიკო ორველაშვილი 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის 9 სექტემბრის დასკვნას ასახელებს. ამ დოკუმენტის ქართული ვარიანტი ორიოდე დღის წინათ გამოქვეყნდა.

ნიკო ორველაშვილის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობის მანძილზე, პირველი შემთხვევაა, როცა ასეთი დონის ოფიციალურ დოკუმენტში აღარ წერია: ”მთელი რიგი ხარვეზების მიუხედავად, არჩევნები შეესაბამებოდა ევროპულ სტანდარტებს’’.

ქართველი ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ეუთო-ს კრიტიკულ დასკვნაზე გავლენა ცხინვალის მოვლენებმაც იქონია:

- ’’ეს კარგი გაკვეთილია პატივცემული ეუთო-სათვის. აი სადამდე შეიძლება მიიყვანოს საქმე სიმართლეზე თვალის დახუჭვამ. საქართველოს დღეს ლეგიტიმური პარლამენტი რომ არ ჰყავს, ამას ბევრი მტკიცება აღარ სჭირდება. აქამდე რომ აცხადებდა გოკა გაბაშვილი, ”ვარდების რევოლუციით” იმიტომ დავამხეთ ის პარლამენტი, რომ არალეგიტიმური იყოო, ახლა თავად გოკა გაბაშვილი იმსახურებს ათასგზის ბევრად ცინიკურად დაამხონ, ვიდრე მათ დაამხეს ექს-პრეზიდენტი შევარდნაძე”, - აცხადებს ორველაშვილი.

ქვეყნის კრიზისული მდგომარებიდან გამოსაყვანად სახელისუფლებო წრეებში ”მიუნჰაუზენობას” არავინ აპირებს. მათი თქმით, საქართველოს ნატოში შესვლის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ აყენებს და კამათი მხოლოდ იმაზე მიმდინარეობს, თუ რა მეთოდოლოოგითა და დროის რა პერიოდში უნდა მიგვიღონ ევროატლანტიკურიმა სტრუქტურებმა.

როგორც სააგენტო ”ფაქტს” რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განუცხადა, საქართველოს მაპ-ის მიღების შანსები აქვს, მაგრამ არა 100 პროცენტით, და დეკემბერში მაპ-ი რომ ვერ მივიღოთ ამაში კატასტროფული არაფერი იქნებაო.

- ”ისეთ პროცესებში ვართ შესული, რომ ჩვენი უკან შემობრუნება ვეღარ მოხდება, ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებაზე უარის თქმას ვგულისხმობ.” - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.

ერთ დროს გაერთიანებულ ოპოზიციაში მყოფი პარტიების ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ დასავლეთმა თვალებიდან უკვე მოიხსნა ”ვარდისფერი სათვალე”, რომლითაც ისინი აქამდე პრეზიდენტ სააკაშვილის ხელუფლებას უყურებდნენ და ოპოზიციის მოთხოვნების სამართლიანობაშიც დარწმუნდნენ.

- ”ამ ხელისუფლებამ ქვეყანას ევროატლანტიკურ სრტუქტურებთან მიახლოების შანსი ჯერ კიდევ წინა პერიოდში დაუკარგა, როცა არ განავითარა აქ დემოკრატიული რეფორმები, ახლა კი აგვისტოს მოვლენების წყალობით, საერთოდ დავკარგეთ პერსპექტივა, არა თუ რაიმე მოკლევადიანი შანსი”, - აცხადებს პოლიტიკური პარტია “ახალი მემარჯვენეების” წევრი ფიქრია ჩიხრაძე.

მისი აზრით, პრეზიდენტ სააკაშვილს თუ გაუჭირდა, იოლად გაწირავს ”თავის ჯიბის პარლამენტს” და თანამდებობის შესანარჩუნებლად ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს.

მოქმედი საარჩევნო კოდექსისა და წინა არჩევნებში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, არასაპარლამენტო ოპოზიციას მაინცადამაინც არ ხიბლავს ნებისმიერ ახალ არჩევნებში მონაწილეობის პერსპექტივა. სწორედ ამ მიზეზის გამო თქვა მათმა უმეტესობამ უარი მიეღოთ მონაწილეობა ნოემბრის აჭარის უმაღლესი საბჭოსა და თბილისის შუალედურ არჩევნებში.

თუმცა, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც, კონსტიტუციის თანახმად სააკაშვილი მესამე ვადით პრეზიდენტობაზე კენჭს ვეღარ იყრის, აქედან გამომდინარე ”მემარჯვენეები” კვლავ რჩებიან იმ პოზიციაზე, რომ არსებულ ვითარებაში ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის საუკეთესო საშუალება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებია, რაც მათი აზრით, თავისთავად იძლევა ხელუსუფლების შეცვლის რეალურ შანს.

ის ფაქტი, რომ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაერთიანებული ოპოზიცია დაიშლა და “ხალხის დაკვეთის” მიუხედავად ეროვნული საბჭო დიდი ხანია აღარ შეკრებილა, არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან ოპონირებას აღარ აპირებს.

არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვიტეს “ყალბი ერთიანობის” გარეშე ითანამშრომლონ ერთმანეთთან და ქართულ პოლიტიკაში ჯანსაღი კონკურენციის პრაქტიკა დაამკვიდრონ.

ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით ოპოზიციაში მკვეთრად განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.

- “უნდა გვესმოდეს, რომ ამ შემთხვევაში, ეს აშკარად პოზიტიური ნაბიჯია. ყალბი ერთიანობა, რომ “ყველანი ერთად დავდგეთ”, - დამთავრდა იმით, რომ პალამენტს შევძინეთ ჯონდი და ცაგარეიშვილი. სწორედ მათ გაუწიეს მიშას ძვირფასი სამსახური და ეუთო-ს მიერ არალეგიტიმურად აღქმულ პარლამენტს ერთგვარ შირმად ჩამოეკონწიალნენ, ან ლეღვის ფოთლის როლი საკუთარი სურვილით აირჩიეს. მიზნის მისაღწევი გზა არ უნდა იყოს ერთადერთი, ეს გზა ხშირად მრავალია, - ზოგი მოკლე, ზოგიც უფრო გრძელი.

ამიტომ არ არის საჭირო მთელი ოპოზიცია ერთ ჯოგად ან ფარათ დაეწყოს და ერთი გზით იაროს და თუ ეს გზა მცდარი აღმოჩნდა.

- ”ყველა მათგანი მოყვეს სულ ცოტა ლუსტრაციაში, ან შევიდნენ ჩიხში”, - აცხადებს პოლიტოლოგი ნიკო ორველაშვილი.

რესპუბლიკური პარტიის წევრ ვახტანგ ხმალაძეს კი მიაჩნია, რომ ვადამდელი საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა ეფექტური იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამავე დროს დასმული იქნება მოთხოვნები საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ.

- ”ჩვენს ხელისუფლებას საკმაოდ ვარდისფერი სათვალით უყურებდა ევროპა და აშშ. მემგონი მათ თვალებზე ეს სათვალე უკვე აღარ უკეთიათ. თუ ხელისუფლება არ მიიღებს სათანადო ზომებს და საარჩევნო კოდექსში მთელ რიგ საკანონმდებლო ცვლილებებს არ განახორციელებს, დიდი იმედი მაქვს, რომ ამას ევროსაბჭოს, ევროკავშირისა და აშშ-ს მხრიდან მოჰყვება აქტიური ზემოქმედება ხელისუფლებაზე”.

ამის შემდეგ კი ადვილი შესაძლებელია ევროპამ და ამერიკამ სათანადო დასკვნები გამოიტანოს და მათი მხრიდან შემცირდეს სააკაშვილის ხელისუფლების მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით.

- ”დღევანდელ კრიზისულ სიტუაციაში თავად ქართულმა საზოგადოებამ უნდა დაანახოს მსოფლიოს, რომ კარგად იცის დემოკრატიის ფასი. ასეთ შემთხვევაში მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ არ შესუსტდება და გაიზრდება ზეწოლა ხელუსუფლებაზე”, - მიაჩნია ხმალაძეს.

“პრესა.გე”-ს კითხვაზე, როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში ოპოზიცია, რომ ეფექტურად გამოიყენოს ეუთოს ეს დასკვნა, ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა: “ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგად შეძლებს ოპოზიცია ამ დასკვნის შინაარსის მიტანას საზოგადოებამდე და რამდენად მოიპოვებს საზოგადოების მხარდაჭერას. არსებულ პირობებსა და არსებული კანონმდებლობის ფარგლებში ახალი არჩევნების ჩატარება რეალურად არ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მივიღოთ სამართლიანი შედეგი”.

როგორც წესი, ასეთი სახის საერთაშორისო დასკვნებს არა აქვთ იურიდიული ძალა და ისინი მხოლოდ მორალურ ზემოქმედებაზეა გათვლილი. რამდენად გამოდგება ქართველი ამომრჩეველისათვის ეუთო-ს აღნიშნული დასკვნა ხელისუფლების ჩანაცლვების არგუმენტად ძნელი სათქმელია, რადგან არსებული ხელისუფლების მიმართ პროტესტის მიუხედავად, მათმა უმეტესობამ თავად ოპოზიციის ნდობაც დაკარგა. ყალბი ერთიანობა, რომ “ყველანი ერთად დავდგეთ” - დამთავრდა.

Просмотров: 791 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz