ხუთშაბათი, 09.05.2024, 00:02
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » ოქტომბერი » 13 » დროებითი კომისიის წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან
დროებითი კომისიის წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან
13:40

რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორცილებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები დღესსაქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

 

როგორც  კომისიის მდივანმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა განცხადა, აღნიშნული ჯგუფის წევრები ელჩებს სამუშაო გეგმას გააცნობენ. ასევე, გაიზიარებენ მათ რეკომენდაციებს იმაზე, თუ როგორ უნდა იმუშაოს კომისიამ ეფექტიანად და წარმატებულად. 

 

საპარლამენტო  კომისიის წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისგან იმ შეკითხვებსაც მოისმენენ, რაც მათ 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებზე გაუჩნდათ. ამასთან, შესაძლოა რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია თავად დიპლომატებსაც გააჩნდეთ.

 

ჩვენ ნებისმიერ ინფორმაციასა და შეკითხვას  ინტერესით მოვისმენთ, რადგან ეს ყველაფერი კომისიის მუშაობისთვის მეტად ღირებულია, - აღნიშნა ნიკოლოზ ლალიაშვილმა.

Просмотров: 834 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz