კვირა, 22.12.2024, 09:20
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » ოქტომბერი » 13 » ქართული უბედურების რუსული შტრიხები
ქართული უბედურების რუსული შტრიხები
13:46
როდესაც თბილისიდან ლიახვის ხეობაში მიდიხარ, აუცილებლად უნდა დაიცვა ერთი მთავარი წესი: ომის შესახებ არავითარ შემთხვევაში არ ესაუბრო ჯარისკაცებს, რადგან ჭეშმარიტ ჯარისკაცს ომის შესახებ ლაყბობას, ამ ქვეყნად, სხვა ყველაფერზე ლაპარაკი ურჩევნია.

მიუხედავად იმისა, რომ სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შემდეგ, უკვე 8 ოქტომბრისათვის, რუსულმა საოკუპაციო ჯარმა ჩრდილოეთისაკენ გადაიწია, ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ რეგიონში რუსული გავლენა რაიმენაირად შემცირდა. რუსები ახლა კვლავ აკონტროლებენ პატარა ლიახვის ხეობის ჩრდილოეთით მდებარე და დიდი ლიახვის ხეობის ზემო წელის სოფლებს. რუსები ასევე დგანან ფრონის ხეობის აღმოსავლეთით და ახალგორის რაიონში, საიდანაც ჯერ-ჯერობით ფეხის მოცვალას არ აპირებენ.

ომის დროს, კარელეთში, ბოლო წუთამდე იმედიანად იყვნენ
გორის რაიონში შესულებს, პირველ რიგში თვალში მოგხვდებათ გამალებული მშენებლობები, რომელიც სოფელ კარალეთიდან იწყება. მრავალი უბედურების მიუხედავად, კარალეთს, შეიძლება ითქვას, რომ სხვა სოფლებზე მეტად გაუმართლა, რადგან რუსებისა და სეპარატისტების ერთობლივი მოქმედებების მძიმე შედეგები ისე მწვავედ არ უწვნევია, როგორც მაგალითად ერედვმა, თამარაშენმა ან კეხვმა.

ამჟამად კარალეთში დამწვარია ოცამდე სახლი – მათ შორის 450 ათას ლარად ღირებული ახლადაშენებული ამბულატორია, რომელიც როგორც ადგილობრივები ამბობენ, კაზაკებმა მხოლოდ იმიტომ გადაწვეს, რომ შენობა ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა, დამპყრობელს კი, პირველ რიგში, სწორედ გამორჩეული შენობების განადგურება სურს.

ომის მიმდინარეობის დროს და შედგომ პერიოდშიც, კარალეთელების დიდმა ნაწილმა საკუთარი სახლები დატოვა და თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარა. სოფელში მხოლოდ მოხუცები დარჩნენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ოკუპაციის პერიოდში აგრესორებმა ორი კარალეთელი მოხუცი მოკლეს. ერთი მათგანი მაშინ მოკლეს, როდესაც სოფელში შემოსულ რუსებს საკუთარი ეზოდან უყურებდა. მეორე კი საღამოს გზაზე გადადიოდა და მთვრალ ოკუპანტებს რატომღაც თვალში არ მოუვიდათ.

კარალეთელი გიორგი ვახტანგიშვილი თქმით, ომის დროს მის სოფელში ჯერ კიდევ სწამდათ, რომ რუსების შემოტევა დროებითი იყო ქართველებს სჯეროდათ, რომ ქართული საჯარისო შენაერთები ოკუპანტებზე კონტრ-დარტყმებს განახორციელებდნენ.

გიორგი ვახტანგიშვილი, სოფელ კარალეთის მცხოვრები: “როდესაც ხეობაში ომი დაიწყო, სოფელში ხალხი ძალიან იმედიანად იყო და გვეგონა, რომ რუსებისა და კოკოითის ხალხის პარპაში ახლა მაინც შეწყდებოდა. როდესაც ჩვენები უკან იხევდნენ, ჯარისკაცები ხალხს სახლებიდან წასვლას და უსაფრთხო ადგილზე გადასვლას ურჩევდნენ, მაგრამ ბევრმა არ დაიჯერა, რომ რუსები კარალეთამდე მოვიდოდნენ. თან, ყველას სჯეროდა, რომ ქართული ჯარი უკან მოტრიალდებოდა და კონტრ-შეტევას დაიწყებდა. თვითმფრინავების ჩამოსაგდები დანადგარები, იმის ნაცვლად, რომ ომში თავის დროზე ჩაერთოთ, უკვე 9 აგვისტოს რატომღაც თბილისში წაიღეს. ამბობდნენ, თბილისის აეროპორტი უნდა დავიცვათო. თბილისის დაცვაც საჭირო იყო, მაგრამ თბილისში თუ ცხოვრობს ხალხი და დაცვა თუ სჭირდება, აქაც ხომ ხალხი ვცხოვრობთ?”

“თბილისში ლტოლვილობას, მაინც ჩემს დანგრეულ სახლში ყოფნა მირჩევნია”
ცხინვალის სამხრეთით მდებარე ქართული სოფლებიდან (ანუ, იქ, სადაც ახლა ქართული იურისდიქცია ვრცელდება) ყველაზე მძიმე მდგომარეობა სოფელ ერგნეთში დაგვხვდა, სადაც სახლების 80% მეტი სეპარატისტების მიერ დანგრეული და გადამწვარია. სოფელ ერგნეთის კასრაძეების უბანში ვერ ნახავთ ერთ გადახურულ და დაუწვავ ბოსელსაც კი, სადაც კაცი თავის შეფარებას შეძლებს.

ერგნეთში ქართველი პოლიციელები 9 ოქტომბერს შევიდნენ. ისინი თავიდან ერგნეთიდან ცხინვალისაკენ გამავალი გზის ბოლოში, ანუ სოფელ ერგნეთის ყოფილ ბაზართან იდგნენ, მაგრამ შემდეგ, რუს ჯარისკაცებს რაღაცამ წამოუარათ, მოვიდნენ ქართველ სპეცრაზმელებთან და მათ გვერდით (ანუ, ბლოკ-პოსტის გვერდით, სადაც ქართული დროშა ფრიალებს) დაახლოებით, 50 მეტრის დაშორებით გაამაგრეს პოზიციები.

ამგვარად, მოხდა ისე, რომ თავიდან ბოლომდე ქართული სოფელი ერგნეთი, შუაზე გაიყო, რომლის ერთ მხარეს ქართული, მეორეს კი რუსული სამხედრო-პოლიციური ძალები აკონტროლებენ.

თემურ კასრაძე, სოფელ ერგნეთის მკვიდრი: “ლტოლვილობის დროს, თბილისში, ისნის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მიგვიყვანეს და მთელი ორი თვე იქ ვცხოვრობდი. ახლა გვითხრეს, ქართულ სოფლებში ხალხია შესული და დაბრუნება შეიძლებაო. ცოლ-შვილი ჯერ ისევ თბილისში მყავს დატოვებული და მე დავბრუნდი, მაგრამ რა აზრი აქვს ასეთ დაბრუნებას? ჩემი სახლისაგან ნანგრევბიღაა დარჩენილი და ცოლ-შვილი სადღა ვაცხოვრო?!

თბილისში ლტოლვილობას, მაინც ჩემს დანგრეულ სახლში ყოფნა მირჩევნია. ამიტომ, ახლა ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ მთავრობა და ევროპა დაგვეხმარება და პატარა სახლების აშენებაში მაინც შეგვიწყობენ ხელს.

როდესაც სოფელში დავბრუნდით, ხეებს ხილის ნასახიც კი აღარ ესხა. სოფელში დარჩენილი მოხუცები ამბობენ, რომ საღამოობით კაზაკები დადიოდნენ და რაც ხელში მოხვდებიდათ და რაც ხეზე ესხა, ყველაფერს კრეფდნენ და მიჰქონდათ. მაგრამ, ჯერაც დაუმწიფებელი კაკალი რამ დააბერტყინათ, მაგას ვერ ვხვდები. დავიჯერო, კაზაკებს კაკლის მურაბის გაკეთება უნდოდათ?”

ორი თვე მარანში
ოკუპაციის პერიოდში, ერგნეთზე არანაკლები საშინელებები დატრალდა სოფელ ტყვიავში, სადაც რუსულმა ბომბდამშენებმა ქარელების უბანი (ანუ, სოფელ ტყვიავის უბანი, სადაც ძირითადად ქარელებს გვარი ცხოვრობს) პრაქტიკულად მიწასთან გაასწორეს და ამ დასახლებას შემდეგ, არც სოფელში შემოსულმა ბანდებმა დააკლეს ხელი.

სხვა სახლებთან ერთად, პრაქტიკულად განადგურდა შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის - მიხეილ ქარელის სახლიც, რომლის ადგილზე ახლა მხოლოდ ნანგრევებსღა თუ ნახავთ. ომმა და სეპარატისტებმა არც ირაკლი ოქრუაშვილის სახლი დაინდეს, რომელიც ამჟამად გადამწვარია და საშინელი სანახავია

ომის დროს, სოფელში დარჩენილი ტყვიაველები დაბომბვებსა და რუსულ-სეპარატისტულ კოალიციას სახლების ნანგრევებსა და მდინარე ლიახვის ჭალებში ემალებოდნენ. სოფელში დარჩენილებს ქართული პოლიცია და უცხოელი დამკვირვებლები იმ დროს მიადგენენ, როდესაც საჭმელი მთლიანად გამოლეოდათ და შიმშილის გამო, სარდაფებიდან ამოსვლაზე ფიქრობდნენ.

გოგი ქარელი, სოფელ ტყვიავის მკვიდრი: “ომის დროს, სოფლიდან ვინც ვერ გავასწარით, იძულებული ვიყავით რაიმენაირად დავმალულიყავით, რათა რუსებს და ოსებს თვალში არ შევჩხირვოდით და გადავრჩენილიყავით. მე, ჩემს რძალთან და პატარა შვილიშვილთან ერთად, ლამის ორი თვის მანძილზე მარანში ვიმალებოდი. ამ დღეების განმავლობაში, ზამთრისათვის გადანახულ პროდუქტებს ვჭამდით და ცოტ-ცოტაობით ვიზოგავდით. გარედან ყოველდღე გვესმოდა რუსების ხმები და რამდემჯერმე დიდი აფეთქების ხმაც გავიგეთ, მაგრამ გარეთ გასვლა იმ პერიოდში სიკვდილის ტოლფასი იყო.

ჩემს უჯახს იმიტომ გაუმართლა და ჩვენთან მარადიორები იმიტომ არ მოვიდნენ, რომ ჩემი ორსართულინი სახლი დაბომბვების დროს, დაინგრა და რუსები ალბათ ფიქრობდნენ, რომ დაბომბილ სახლში ცოცხალი არავინ გაჩერდებოდა. ამ შემთხვევაში, ჩვენთვის, “ჭირი მარგებელი” აღნოჩნდა. ჩვენსავით ამ სოფელში კიდევ 5 ოჯახი იმალებოდა. ახლა ყველას ძალიან გვიხარია, სოფელში ევროპელები რომ მოვიდნენ, მაგრამ ის უფრო გაგვიხარდება, დანგრეული სახლების აღდგენაში თუ დაგვეხმარებიან. სახლების დიდი ნაწილი ტყვიავში ისე განადგურდა, რომ მათში ცხოვრება წარმოუდგენელია”.

Просмотров: 849 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz