პარასკები, 19.04.2024, 02:26
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » ოქტომბერი » 13 » ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა: ვიჯდეთ ჭკუით და მოკეტილად
ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა: ვიჯდეთ ჭკუით და მოკეტილად
13:46
წინა კვირას ქართულ ინტერნეტფორუმებზე გორის ცენტრში წამოსკუპებული სტალინის ძეგლი კიდევ ერთხელ გაიხსენეს და თან ისე, გრიშა ონიანს ცხოვრებაზე ხელს რომ ააღებინებს.

Allan-Poe: “ვთქვათ, შენთან სახლში მოვიდა ტიპი, დაგიხოცა მშობლები, გააუპატიურა შენი ახლობლები, შენ გადაგასახლა და მთელი ცხოვრება ციხეში გაცხოვრა. მერე, მოხუცებული ჩამოხვედი გადასახლებიდან და სახლის წინ იმ ადამიანის ძეგლი გიდგას, რომელმაც ეს ყველაფერი გაგიკეთა. რა გრძნობა გექნება? არ გაგიჩნდება პროტესტის გრძნობა? არ მოგინდება, რომ ის ძეგლი იქ არ იდგეს?

მაგრამ, ქართველების პრობლემა იცით, რა არის? რაც სტალინმა გააკეთა, ყველას დაავიწყდა და ამ ახალგაზრდებისათვის სტალინის ძეგლი არის უბრალოდ ვიღაც ულვაშიანი ბიძიას ძეგლი, რომელიც იდგება გორში თუ არა, ამას შენზე არანაირი ცხოვრებისეული და ყოფითი გავლენა არ ექნება. ვერ აცნობიერებენ, რომ ამ ძეგლის დგომა მილიონობით ადამიანის ოჯახის, ქვეყნის დაქცევის, დაპყრობის, მონობის და ათას სხვა უბედურებაზე თვალის დახუჭვას უდრის!”

ყველაზე ცინიკური ისაა, რომ როდესაც გორის ოკუპაცია დასრულდა და ქალაქში შესულმა ერთ-ერთმა ქართველმა პოლიციელმა რუსეთის იმპერიის აღმდგენ სტალინს სახალხოდ შეუკურთხა, ხალხის მასას 40 წლამდე ახალგაზრდა კაცი გამოეყო და პოლიციელს დაემუქრა, სტალინის შემგინებლებს გორში არ ვახარებთო.

რუსეთთან ომმა, გარდა ჩვენი ძალების თავგანწირული ბრძოლისა და უბრალო ქართველი ჯარისკაცის, კაპრალის, სერჟანტის, ლეიტენანტის, კაპიტნის, პოლკოვნიკის ვაჟკაცობისა, აჩვენა კიდევ ერთი უმთავრესი რაღაც, რომლის გარეშეც ეს ყოველივე შედეგს არ მოიტანს.

ესაა საქართველოს თავდაცვის დოქტრინის, რბილად რომ ვთქვათ, გაუმართაობა. საქართველოს თავდაცვის დოქტრინაში, რატომღაც, საქართველოს მოწინააღმდეგეებად განხილული იყვნენ ქართული არმიის თანაწონადი ან ნაკლები შენაერთები. როგორიცაა აფხაზეთ-ცხინვალის რეჟიმის შენაერთები და ჩვენი სამხრეთელი მეზობლები. საქმემ აჩვენა, რომ ჩვენი’ გულარხეინობა რუსეთთან მიმართებით აღმოჩნდა ძირშივე მცდარი და დამღუპველი, რამაც გამოიწვია რუსული არმიიის მოსვლა იგოეთთან.

A10: “საქართველოს შეიარაღებული ძალები აგებულ იქნა დიდი მოსახლეობის და ფართობების მქონე არმიების დარად. როგორც ასეთი, საბრძოლო შენაერთების უმსხვილეს უნიტად აღებულ იქნა ბრიგადა, 5000-5200 მებრძოლის შემადგენლობით. მოცემული ტაქტიკით, მთელი ქართული ძალები დისლოცირებულია ხუთ ბაზირების წერტილში. დამერწმუნეთ, ასე ერთად თავმოყრილი ამდენი სამხედრო ძალიან იოლი სამიზნეა მოწინააღმდეგისთვის, ამ შემთხვევაში - რუსეთისთვის.

ქართულ შეიარაღებულ ძალებში ყველაზე დიდი ერთეული, რომელიც შეიძლება იყოს, არ უნდა აღემატებოდეს 3 ბატალიონის შემადგენლობას.

ჯობია გვქონდეს ფართოდ განტოტვილი სამხედრო ბაზები (3-3 ბატალიონიანი ბაზები) მთელ ტერიტორიაზე, ვიდრე ხუთი დიდი ბაზა. ანალოგიური ითქმის რეზერვისტთა შეკრების პუნქტებზე. რეგიონალური შეკრების პუნქტები არის სრული იდიოტიზმი. რეზერვის მაქსიმალური უნიტი უნდა იყოს რაიონის დონეზე. სანამ კახელი რეზერვისტი ჩავა თელავში ან მარტვილელი რეზერვისტი - ზუგდიდში, მანამ მტერი უკვე კარს მოადგება. თან, დამიჯერეთ, ისევ და ისევ დიდი რაოდენობის მასის თავმოყრა მცირე ფართობზე არის კატეგოირულად მიუღებელი”.

სტამბულის სამიტით, როგორც ცნობილია, ჩვენთვის დიდი საქმე გაკეთდა. ბათუმის და ახალქალაქის ბაზების გაყვანა, ნატოში გაწევრიანებაზე უფრო მნიშვნელოვანი თუ არა, არანაკლები იყო. ბევრი შეხსენება დასჭირდათ, მაგრამ გავიდნენ. ფორუმელი თელიფინუ მიიჩნევს, რომ დასავლეთი თავის საქმეს ჩუმად და გეგმაზომიერად მაინც გააკეთებს და ჩვენს მიერ რუსეთის გაღიზიანებამ, ამ პროცესს შეიძლება ხელი უფრო შეუშალოს, ვიდრე შეუწყოს.

- ასავლეთში ყველამ ხუთიანზე იცის, რომ საკმარისია ღრიჭო გვაჩვენონ ნატოში და უკანმოუხედავად შევკურცხლავთ პირველ ამოსუნთქვაზე. არაფერი ამ ხმაურს არ მოაქვს, გარდა რუსეთთან გამწვავებისა. თემის მიზანი: არის თუ არა საჭირო საგარეო კურსად დეკლარირებული, აგიტაცია-პროპაგანდით აფრიალებული, რეფერენდუმგატარებული, წივილ კივილი ”ნატო-ნატო”?

გადავიდეს ეს საქმე კაბინეტებში. გაკეთდეს საქმე და როდესაც გადაწყვეტისთვის მზად იქნება, საკითხი გადაწყვიტონ. მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ვიჯდეთ ჭკუით და მოკეტილად. და თუ მხოლოდ მათივე სარგებლისთვის მიგვიღებენ, ჩვენ რაზე ვემუდარებით?”

მე მხოლოდ ის ვიცი, რომ მხოლოდ სხვის იმედად მყოფი და “მოკეტილად” მჯდომი ხალხი ვერასოდეს ვარაფერს მოახერხებს.

სულ უფრო და უფრო ფეხს იკიდებს აზრი, რომ სააკაშვილის მემკვიდრედ დასავლეთი ირაკლი ალასანიას მოიაზრებს. ამ მოსაზრებას ბევრი ოპოზიციურად განწყოფილი ფორუმელიც იზიარებს, თუმცა მთლად ყველა - არა...

highway: მიშას მემკვიდრე ალბათ ბურჯანაძე იქნება. ალასანია არა მგონია, არავინ არ იცნობს. თან, სააკაშვილთან გაატარებენ პარალელს. სუბარი სუსტია პოლიტიკურად. მას მხარდამჭერი პოლიტიკური ძალა არ ყავს. თან არის ომბუდსმანი. და უნდა ეხლა საქართველოს საზოგადოებას კანონების და ადამიანის უფლებების დამცველობა და ეს პონტები?! გაჩეჩილაძის არჩევა რომც მოხდეს, ნახევარ წელში მის მთავრობას ხალხი დაამხობს. ვინაიდან ის ვერ შეძლებს წესრიგის დამყარებას და დისციპლინის გატარებას სახელმწიფოში.

აქედან გამომდინარე, ისეთი ბარდაგი და განუკითხაობა აიწევა, რომ ხალხი იძულებული იქნება, ახალი რევოლუცია მოაწყოს. უსუფაშვილი სუსტია, როგორც - პოლიტიკურად, ისე - როგორც პოლიტიკოსი. გამყრელიძეს არავინ არ აირჩევს. ოქრუაშვილიც არა მგონია. არაადექვატურია. თან მაგის პრეზიდენტობის დროს მოსალოდნელია ოფიციალური დიქტატურის დამყარება, წიპა - ”ლუკაშენკო და მისი საწარმო ბელორაშა”. დასავლეთი არ დაუშვებს და იქნება ერთი ამბავი”.

ამ ფორუმელს ალბათ დაავიწყდა, რომ არსებობს კიდევ ერთი კანდიდატურა. ამ კაცს ქართველი ერი მოფერებით შალიკოს ეძახის და ისეთი მაგარი ვინმეა, მეტი რომ არ იქნება...

ხშირად ისმება შეკითხვა: ”აზიელები ვართ თუ ევროპელები?” ქართველები ზოგჯერ სიამაყით ამტკიცებენ, არა, აზიელები ვართო (და არა გარყვნილი და უზნეო ევროპელები) პროგრესისტებს კი უნდათ სჯეროდეთ, რომ ვართ ევროპელები, მაგრამ ის რეალობა, რაც არის გარშემო, აფიქრებთ, იქნებ მაინც უფრო აზიელები ვართო.

BIG_EGO: ჩემი პასუხია, რომ ქართველი ერი არის ევროპული და არანაირად არ არის აზიური. რატომღაც, ევროპელობა-აზიელობაზე რომ ვდაობთ, ყოველთვის ვადარებთ საქართველოს (ქვეცნობიერად მაინც) ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს და რახან ვხედავთ, რომ არ ვგავართ, ვაკეთებთ დასკვნას, რომ არსებული განსხვავება ნიშნავს ჩვენს აზიელობას. მაგრამ საქმე არ არის ასე მარტივად.

ქართული რეალობა და საზოგადოებრივი წყობა არის უფრო ხმელთაშუაზღვისპირულ-ევროპული, ვიდრე აზიური.

მართლაც, ჩამოვთვალოთ დამახასიათებელი თვისებები:
1. საზოგადოების კრიმინალიზაციის მაღალი ხარისხი
2. სახელმწიფოებრივი თვითშეგნების ნაკლებობა.
3. კონსერვატიზმი, ტრადიციონალიზმი საზოგადოებრივ წყობასა და ურთიერთობებში
4. ქრისტიანული საზოგადოება რელიგიურობის მაღალი მაჩვენებლით.
5. ძვირი ნივთების (ტანსაცმლის, მანქანების) განსაკუთრებული სიყვარული, რომელიც სცდება პრაგმატულობისა და ზომიერების ფარგლებს.
6. პომპეზურობა ავეჯში, სახლის შიდა მოწყობაში და, ამავდროულად, გარე, საზოგადოებრივი სივრცის სრული იგნორირება. ყოფითი კულტურის ნაკლებობა საზოგადოებრივ დონეზე.

ყველა ეს თვისება ტიპიურია ისეთი რეგიონებისთვის, როგორიცაა სამხრეთ იტალია, მაგალითად, და შედარებით დამახასიათებელია პორტუგალისთვის, საბერძნეთისთვის თუ სხვა სამხრეთევროპული რეგიონებისთვის”.

წინააღმდეგი სულაც არ ვიქნები, თუ იტალიელების მონათესავენი ავღმოჩნდებით. უბრალოდ მე ეს თეორია მცდარი მგონია. ვისაც ფეხბურთი უყვარს, ის მიხვდება რატომაც ვამბობ.

სულ ბოლოს კი, რამდენიმე სიტყვა ცნობილ “ქართულ სასწაულზე”, ქართულ ლარზეც ვთქვათ. მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე ლარის კურსის გამყარება სასწაულზე ცოტა მეტიცაა...

lasha1997: “ფორუმზე არის თემა რუსეთის ეკონმიკურ კრიზისთან დაკავშირებით, სადაც ყველა დიდი სიხარულით ვდებთ ინფორმაციებს. ეგ გასაგებია და ვინმეს არა გაქვთ ინფორმაციები ჩვენი ქვეყნის წარმატებულ ბიზნესების ეკონომიკურ სიტუაციაზე? მსოფლიო ეკონომიკის კრიზისი ჩვენც შეგვეხება აუცილებლად ინვისტიციების შემოდინების მხრივ, რაც ბევრ რამეში დაგვწევს უკან. და ამიხსენით, რა ამყარებს ესე ამ ლარს? გამყიდა თბილისში ფულის ამისთანა კურსმა...”

მე მჯერა, რომ მეორედ მოსვლის შემდეგ, მსოფლიო საგადამხდელო ვალუტა სწორედ ლარი იქნება. პუტინს დავუჯერო და ლელა კაკულიას - არა?

Просмотров: 754 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz