ოთხშაბათი, 24.04.2024, 23:54
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » ოქტომბერი » 13 » აშშ-ში წარმოებული რადიაციის დეტექტორები რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანებულია
აშშ-ში წარმოებული რადიაციის დეტექტორები რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანებულია
13:45
ამერიკული სამთავრობო ჯგუფი, რომელიც საქართველოში ხელისუფლებას რადიოაქტიური ნივთიერების კონტრაბანდის აღმოჩენაში ეხმარება, რუსეთის მიერ განხორციელებული შემოჭრის გამო იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. მაგრამ უკან დაბრუნებულმა ამერიკელებმა აღმოაჩინეს, რომ აგვისტოს ბრძოლებმა მნიშვნელოვნად დააზიანა ის ადგილები, სადაც რადიაციის დეტექტორები იყო დამონტაჟებული.

როცა ომი გაჩაღდა, ატომური უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის ჯგუფი (NNSA) სადამკვირვებლო აღჭურვილობის დამონტაჟების პროცესში იყო. სისტემები საქართველოს პორტებსა და აეროპორტებში, ასევე საზღვრისპირა ადგილებში განთავსდა.

ყოფილ საბჭოთა კავშირში, საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა რადიოაქტიური ნივთიერებების ვაჭრობის წყაროდ. ბოლო წლებში, სულ ცოტა ორი შემთხვევა მოხდა, როცა კრიმინალები კონტრაბანდული ნივთიერების მალულად შემოტანას ცდილობდნენ.

საქართველოში ამერიკული დახმარების პროგრამა 250$ მილიონიანი ადმინისტრაციული პროექტის ნაწილია, რომელიც დაახლოებით 40-მდე ქვეყნის დახმარებას გულისხმობს მცირე და დიდი რაოდენობის რადიოაქტიური ნივთიერებების აღმოჩენის საკითხში, რომელიც შესაძლოა ტერორისტებმა ბირთვული იარაღის ან რადიოაქტიური ე.წ. ”ბინძური ბომბების” დასამზადებლად გამოიყენონ.

საქართველოში ამერიკული ჯგუფის დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოდერნიზებული რადიაციული დეტექტორი, რომელიც მათ პოთის პორტში დაამონტაჟეს და რეგიონში ყველაზე დიდია მოცულობით - რუსული ბომბების მიერ განადგურებულია და შეცვლას საჭიროებს.

- ”კლასტერული ბომბების აფეთქების შედეგად გამოტყორცნილმა ნამსხვრევებმა მონიტორები ისე დააზიანა, რომ მათი გამოყენება შეუძლებელია,” - განაცხადა დავიდ ჰუიზენგამ, ატომური უსაფრთხოების პროგრამის დირექტორმა უშიშროების ადმინისტრაციაში. მეორე რუსული შეტევა ქუთაისის აეროპორტის დაზიანებით დასრულდა, სადაც ამერიკული ჯგუფი მონიტორებს ამონტაჟებდა.

”ახლა აეროპორტში ვმუშაობთ და ზიანის შეფასების პროცესში ვართ,” - განაცხადა ჰუიზენგამ.

Просмотров: 899 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz