საქართველოს რიგ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება-არგაგრძელების საკითხზე პარლამენტს მსჯელობა კიდევ ერთხელ მოუწევს. ამ საკითხთან დაკავშირებით 16 ოქტომბერს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.
როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რუსეთის ქმედებები არ იძლევა ოპტიმიზნის და იმის თქმის საფუძველს, რომ მათი სამხედრო ნაწილები 7 აგვისტოს მდგომარეობას დაუბრუნდებიან.
მისი თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ზოგიერთ სოფელში, სადაც რუსეთის საჯარისო ნაწილები იმყოფებიან, საგანგებო მდგომარეობა კვლავ შენარჩუნდეს.
გარდა ამისა, 16 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტს.
|