აჭარის არჩევნების მონიტორინგის მიზნით შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფის შემადგენლობა ცნობილი დღეს უნდა გახდეს.
ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის ინიციატივით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოვიდა და მიზეზად აჭარის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების მნიშვნელობა დაასახელა.
ინტერფრაქციული ჯგუფის ამოცანა წინასაარჩევნო, საარჩევნო და ხმის დათვლის პროცესებზე მონიტორინგი იქნება. ამას გარდა, პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობას უწყებათაშორისი სამთავრობო ჯგუფის შექმნის ინიციატივითაც მიმართა, რომელიც დახმარებას პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფს გაუწევს.
ინტერფრაქციულმა ჯგუფმა დაკომპლექტების შემდეგ მუშაობა დღესვე უნდა დაიწყოს. ჯერჯერობით ცნობილი ამ ჯგუფის პარლამენტის ოპოზიციონერი წარმომადგენლები არიან - ჯონდი ბაღათურია და ლევან ვეფხვაძე.
აჭარის უზენაესი საბჭოს და დედაქალაქის ორ ოლქში შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.
|