ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრებს პარლამენტში იბარებენ.
ეკა შარაშიძეს და ირაკლი ღვალაძეს პარლამენტში მისვლა და დეპუტატებისთვის ახსნა-განმარტებების მიცემა მიმდინარე კვირას მოუწევთ.
როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, “ხე-ტყით სარგებლობის ლიცენზიებთან დაკავშირებული საკითხი შესაძლოა, ზედმეტი პოლიტიკური სპეკულირების თემა გახდეს, ამიტომ საჭიროა, ყველა კითხვეზე, რაც ამ მიმართულებით არსებობს და ლიცენზიების თემას უკავშირდება, მინისტრებმა თავად გასცენ პასუხი”.
აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენელმა გია თორთლაძემ წინა კვირას წამოჭრა და მინისტრების პარლამენტში მიწვევის ინიციატივით გამოვიდა.
|