ცხინვალის ადმინისტრაციული საზღვრის ქართულ მხარეს მდებარე სოფელ ზემო ნიქოზში 12 ოქტომბერს ორი აფეთქება მოხდა, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
ამ აფეთქებების შედეგად, რომლებიც ადგილობრივი დროით დილის 10:40 საათზე და 10:55 საათზე მოხდა, არავინ დაშავებულა.
”აღსანიშნავია, რომ ქართულმა მხარემ ამავე ტერიტორიაზე სამი დღის წინ დააკავა სამი რუსი ჯარისკაცი, რომელიც მოგვიანებით გადაეცა რუსულ მხარეს,“ – აღნიშნა შსს-მ განცხადებაში.
|