საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ლატვიის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებს
საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ლატვიის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობასთან სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.
სასაზღვრო პოლიცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასაზღვრო უწყებებთან თანამშრომლობას აღრმავებს და ახალ მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის.
უწყების უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ბადრი ბიწაძესა და ლატვიის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელს შორის საერთაშორისო ხელშეკრულება რიგაში 13-15 ოქტომბერს ქართული მხარის ვიზიტის დროს გაფორმდება.
აღსანიშნავია, რომ შეთანხმება მხარეებს შორის სასწავლო, საკონტროლო-გამტარი პუნქტების საქმიანობის, არალეგალური მიგრაციის, ოპერატიულ-საგამოძიებო, ლოჯისტიკის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს.
გარდა ამისა, ლატვიელი კოლეგები ქართველ მესაზღვრეებს თანამედროვე კინოლოგიური სამსახურისა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კრიმინალისტიკური ლაბორატორიის ჩამოყალიბებაში აქტიურად დაეხმარებიან.
|