საქართველოს რიგ ტერიტორიებზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის საკითხს პარლამენტი 16 ოქტომბერს, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.
როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, ხუთშაბათს საკანონმდებლო ორგანო გადაწყვეტს, კონფლიქტური რეგიონების გარდა, თუ სად უნდა გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა.
მისივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის საჯარისო ნაწილები იმყოფებიან, საგანგებო მდგომარეობა კვლავ შენარჩუნდეს.
”სამწუხაროდ, ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს, რომ რუსეთი ვალდებულებებს სრულად შეასრულებს", – დასძინა დავით ბაქრაძემ.
16 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომაზევე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტს მესამე მოსმენით გაგანიხილავენ და საბოლოოდ მიიღებენ.
ამის შემდეგ, კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ საგანგებო მდგომარეობას უკვე ეს კანონი ჩაანაცვლებს, ხოლო სად გაგრძელდება საგანგებო რეჟიმი, 16 ოქტომბრის მონაცემების მიხედვით გადაწყდება.
საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მთელ რიგ ტერიტორიებზე 17 ოქტომბრამდეა გაგრძელებული.
|