7 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიციის აქცია პარლამენტის შენობის წინ 14:00 საათზე დაიწყება.
ამის შესახებ დღეს ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, 7 ნოემბრის აქცია მშვიდობიანი იქნება და ხელისუფლების შესაცვლელად ქვეყანაში პროტესტის ახალ ტალღას დაუდებს საფუძველს.
”ყოველი წლის 7 ნოემბერი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღე იქნება. ჩვენ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხი არანაირ ძალადობას არ შეეგუება”, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
|